"წყალი მარგებლის" პასუხი "გურია ნიუსს"

gurianews.com

საზოგადოება

"წყალი მარგებლის" პასუხი "გურია ნიუსს"

2013 თებ 7 13:57:50

ციტატა სტატიიდან: „დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბევრი ჩოხატაურელი მოქალაქე "ნაბეღლავის" ქარხანაში გაფორმდნენ და მათი თანხა სწორედ ამ კომპანიამ გადაუხადა, თუმცა, ხელშეკრულებები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ "დასაქმებულ პირებს" გაუფორმდათ, გამქრალია და კომენტარების მოპოვება, ამ ეტაპზე, "ნაბეღლავის" ქარხნის ხელმძღვანელობიდან შეუძლებელი აღმოჩნდა.“

მოგახსენებთ ჩვენი კომპანიის პოზიციას და ზემოთ ხსენებული სტატიის პასუხად გწერთ:

სრულიად უარვყოფთ თქვენს მიერ გამოქვეყნებული „დაუზუსტებელი ინფორმაციის„ სინამდვილეს. გვინდა მოგცეთ მცირედი განმარტება კომპანიაში ხელფასების გაცემის პოლიტიკის შესახებ:

კომპანია „წყალი მარგებელი“ არის ქართულ-შვეიცარიული კომპანია, რომლის აუდირება ხდება „დიდი ოთხეულის“ მიერ. შესაბამისად ყველა დეპარტამენტში დანერგილია ევროპული სტანდარტები. ჩვენს კომპანიაში ხელფასების გაცემა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ნებისმიერი დაქირავებული კადრი, რომელიც ჩვენი კომპანიისგან იღებს შრომით ანაზღაურებას, ფიქსირდება კომპანიის საკადრო ბაზაში და შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმებულია.

ამის გადამოწმება ადვილია. ყველა ხელფასის უწყისი, კონკრეტული სახელით და გვარით იგზავნება შემოსავლების სამსახურში და მოწმდება სახელმწიფოს მიერ. ინფორმაცია იგზავნება ყოველთვიურად, ელექტრონული ფორმით.

დამატებით მოგახსენებთ, რომ ჩვენს ოფისთან დაკავშირება მარტივადაა შესაძლებელია, მითუმეტეს გურია Nეწს-თვის, როგორც ტელეფონის ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

თბილისის ოფისის ნომერი: +995 322 24 23 24

ელ ფოსტა: info@healthywater.ge

სამომავლოდ ვისურვებდით, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება მოხდეს კომპანიის წარმომადგენლებთან, ზემოთ ხსენებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

და ბოლოს მოგახსენებთ, რომ კომპანიის სახელით ვითხოვთ ჩვენი კომენტარის გამოქვეყნებას თქვენს ვებ-გვერდზე.

პატივისცემით,

კომპანია „წყალი მარგებლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ავტორისგან: სტატიის მომზადების დროს, კომპანია "წყალი მარგებლის" ხელმძღვანელობასთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ. მათ შორის მიხეილ სვიმონიშვილთან, რომლის ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა; ვერ დავუკავშირდით ვერც ლევან გოგოლაძეს _ იგი უცხო ნომრებს არ პასუხობს.

რაც შეეხება ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ "დაუზუსტებელ ინფორმაციას" მოწოდებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით კომპანია "წყალი მარგებელში" იყვნენ გაფორმებული. და კიდევ ერთი დეტალი. ჩვენს კითხვაზე _ რატომ გაფორმდნენ ადამიანები "წყალი მარგებელში" სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ფილიალის უფროსმა, ზურაბ კალანდაძემ, რომლის მიერ ფორმდებოდა ხელშეკრულებები, ასე უპასუხა: "მე არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ".

ნატო გოგელია


ნახვა: 641


 ახალი ამბები
  • ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმისა და იარაღის უკანონონო შეძენა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული შ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს. 15 იანვარს, შ.კ. არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.კ თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობას და პოლიციელზე თავდასხმას ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 353-ე (პრიმა) მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავესიტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. კარაბინიერებმა დააკავეს 31 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააპატიმრა და განყოფილებაში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა თავს. ... ...
  • სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 განცხადებას ავრცელებსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ  „კურიერში“ NDI-ის კვლევის შესახებ მომზადებული სიუჟეტის საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით იყო დაწერილი."NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის. PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები. რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება. საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის", _ ნათქვამია განცხადებაში. ... ...
  • ცვლილებები Facebook-ზე _ სანდო საინფორმაციო წყაროებს მომხმარებლები თავად გამოავლენენ რომელი საინფორმაციო წყაროა სანდო, ხოლო რომელი დეზინფორმატორი, ამას Facebook-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით მის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ახალი განმარტება გაავრცელა. ცუკერბერგის თქმით, Facebook-ის მომხმარებლებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ინფორმაციის ხარისხზე თავად იქონიონ გავლენა. ამისათვის, მათ ხმა უნდა მისცენ ინფორმაციის სანდო წყაროებს. „გადავწყვიტეთ, ყველაზე ობიექტური იქნება, მომხმარებლებს მივანდოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი წყარო არის ყველაზე სანდო“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. Facebook-ი  ამა თუ იმ წყაროს სანდოობას მომხმარებლების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ხმების მიხედვით შეაფასებს და ჩამოაყალიბებს რეიტინგს, რომლის ლიდერებიც სიახლეების ზოლში მოხვდებიან. მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, სიახლე უკვე მომავალი კვირიდან ამოქმედდება. ცუკერბერგი ხაზს უსვამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში არის სწრაფვა სენსაციებისადმი, ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა. „სოციალური მედია საშუალებას აძლევს ხალხს, უფრო სწრაფად გაავრცელოს ინფორმაცია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ არ გამოვრიცხავთ პრობლემებს ახლა, ჩვენ ამ პრობლემებს გავაძლიერებთ“, – აცხადებს მარკ ცუკერბერგი. სიახლეების რაოდენობას რაც შეეხება, ცუკერბერგი განმარტავს, რომ ის ამჟამინდელი, დაახლოებით 5%-დან 4%-მდე შემცირდება. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის სიახლეების ზოლის ფორმირების ალგორითმში ცვლილებები დააანონსა. ამ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ზე მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო სარეკლამო პუბლიკაციების რაოდენობა – მომხმარებელს ახალი ამბების ველში უფრო ხშირად შეხვდებოდა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების პოსტები, ვიდრე რეკლამები, სხვადასხვა ორგანიზაციის პოსტები და სტატიები. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Facebook-ის აქციების ღირებულებამ 4,5%-ით დაიწია და Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, მარკ ცუკერბერგმა 74 მლნ აშშ დოლარით იზარალა. ... ...
  • გამთენიისას პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე პირველი არხის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებულია ორი პირი. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დაკავებამდე პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მივხვდეთ, მოვწონვართ თუ არა თანამშრომლებს

სამსახურში ბევრი ადამიანი თავს იზოლირებულად ...

შხამიანი ჩიტები

მეცნიერებმა ახალ გვინეაში მიაკვლიეს ბეღურასნაირთა...

მფრინავი დრაკონი

როგორც აღმოჩნდა, არსებობს არა მარტო...

ყველაზე ფოტოგენური კინომსახიობები

ცოტა ხნის წინ გაზეთ "ტელეგრაფის"...

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...