"მწვანე ალტერნატივა" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაიხსნას პროცესი

საზოგადოება

"მწვანე ალტერნატივა" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაიხსნას პროცესი

27 თებ. 2013, 14:45:20
რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მიმდინარე წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც ეძღვნებოდა საქართველოში დერივაციული ტიპის ჰესებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ბატონი ილია ელოშვილის შეთავაზებით, პრობლემის განხილვა დაიწყო მშენებარე „დარიალჰესისა" და დაგეგმილი „ყაზბეგი ჰესის" (ხდის ხეობა, ბროლისწყალი) მაგალითებზე.

შეხვედრების თითქმის ყველა მონაწილე, პროექტის არსებული ფორმით შემუშავებაში ან დამტკიცებაში მონაწილეობდა: ჰესების მშენებელი კომპანია, ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჰესების წინასაპროექტო კვლევების („გროს ენერჯი"), გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის („გამა" და მისი ექსპერტები) და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (გარემოს ეროვნული სააგენტო) მომზადებაში. შეხვედრებში დამოუკიდებელ მხარედ ჩვენს ორგანიზაციასთან ერთად, მხოლოდ „საქართველოს მწვანეები", ბატონი მამუკა გვილავა და შეიძლება ერთი ან მაქსიმუმ ორი მონაწილე ჩაითვალოს (სამწუხაროდ, ყველას სახელი და გვარი ჩვენთვის არ არის ცნობილი). თემის ფართო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მწვანე ალტერნატივამ პირველივე შეხვედრაზე მოითხოვა, ჯგუფი უფრო ღია და წარმომადგენლობითი გამხდარიყო, მოწვეული ყოფილიყვნენ სამეცნიერო, საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. WWF Caucasus) და სამოქალაქო საზოგადოების (განსაკუთრებით ადგილობრივი) წარმომადგენლები. სამწუხაროდ, მწვანე ალტერნატივას ეს მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, ენერგეტიკის სამინისტრომ არ შეასრულა საჯაროდ გაცხადებული დაპირება და არ უზრუნველყო პროცესში ადგილობრივი ჯგუფების ჩართვა.

ენერგეტიკის სამინისტრო ხშირად აპელირებს იმ ფაქტზე, რომ ზემოაღნიშნულ პროცესში ჩართულია აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (რომლის თავმჯდომარედაც არჩეულია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე). აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მესამე - ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის - ჯგუფის ინიციატივით, მართლაც გაიმართა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან და მოხდა შეთანხმება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, პლატფორმა არ მოიაზრებს მსგავს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობას, როგორც პლატფორმის წევრთა ექსკლუზიურ უფლებას და აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების მთელი სპექტრის მონაწილეობის აუცილებლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის ჩართულობა არავითარ შემთხვევაში არ უშლის პლატფორმის არაწევრი არასამთავრობო ორგანიზაციების პროცესში ჩართვას. პირიქით, შერჩევითი ჩართულობა სწორედ პლატფორმის პრინციპების უხეში დარღვევაა და პროცესის დისკრედიტაციის საფუძველს ქმნის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მაქსიმალურად გაიხსნას პროცესი, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს პროცესში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობა.

 

 




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...