დირექტორების სერტიფიკაცია

საზოგადოება

დირექტორების სერტიფიკაცია

2011 მარ 29 07:57:05

(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 20 მარტს, ოზურგეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დასრულდა დირექტორთა სასერტიფიკაციო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

 

არაერთი მასწავლებელი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თუ უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, დირექტორთა სასერტიფიკაციო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. მათი განწყობა არაერთგვაროვანია და უნდა ითქვას, დიდად აღფრთოვანებულნი როდი არიან იმ საკითხებით, რასაც ტესტირებისთვის ითხოვენ: _ უბრალოდ, როცა სხვა გზა არ გაქვს და გსურს, სამსახური არ დაკარგო ან პირიქით, იშოვო იგი, იძულებული ხარ, ჩააბარო ეს საკმაოდ ზოგადი და ამავდროულად რთული ტესტები, _ ამბობენ ისინი და დასძენენ, რომ განათლების სამინისტროს ბევრი თანამშრომელიც სერიოზულად "ჩაფლავდება" ისეთ გამოცდებზე, სადაც თანმიმდევრულად ითხოვენ, განსაკუთრებით თეორიულ ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის, შრომის, საგადასახადო,  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების და ა. შ. ცოდნას. თითქმის ყველა მიესალმება გამოცდების ღირსეულად ჩატარებას და შემდეგ სამეურვეო საბჭოების მიერ, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ აღნიშნავენ, რომ საკითხების შერჩევისას, მეტი კონკრეტიკაა საჭირო. უახლოეს წარსულში ე.წ. ლოტოტრონის წესით ჩატარებულ არჩევნებზეც ხშირად საუბრობენ, რომელიც შემდეგ თვით პრეზიდენტმაც არასერიოზულად მიიჩნია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 42 სკოლიდან 18-ს არჩეული დირექტორი ჰყავს, 24-ს კი, ანუ უფრო მეტს _ მოვალეობის შემსრულებელი. პედაგოგთა აზრით, რაც არ უნდა პუნქტუალურად ჩატარდეს ტესტირება, წელს მაინც არ მოხერხდება ყველა სკოლაში დირექტორის არჩევა, რადგან დირექტორობის ბევრმა მსურველმა, უკეთ მომზადების მიზნით, ტესტირებაზე გასვლისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, კონკურსი ტარდება ზოგადი განათლების სისტემის სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს მიზანი კარგია, მაგრამ მისი რეალური გახორციელება საეჭვოა. პირველი იქნება კომპიუტერული ტესტირება, რომელიც 100 კითხვას მოიცავს, 4 სავარაუდო პასუხით, მეორე _ ზეპირი გასაუბრებაა _ კანდიდატმა სხვადასხვა თემაზე პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოს. კონკურსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

შაშკინის თქმით, სერტიფიცირებული დირექტორების სახით, სკოლა მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ ხელმძღვანელს შეიძენს, რაც სკოლებში კარგი განათლების მიღების საშუალება უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, გამოცდა ამჯერად არ შეეხებათ იმ დირექტორებს, რომლებიც სკოლებში არსებულმა სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს _ მათ ვადა 2012 წლამდე აქვთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ სერტიფიკატს 7 წლის ვადა აქვს, დირექტორად კი სერტიფიცირებულ კანდიდატს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ირჩევს: "ვინც გაივლის ყველა ეტაპს, ანუ ტესტირებას და მერე გასაუბრებას, ისინი პოტენციურად სკოლის დირექტორები იქნებიან, ანუ ყველას შეეძლება გახდეს სკოლის დირექტორი, თუ მათ აირჩევს სამეურვეო საბჭო, _ ამბობს იგი, _  სკოლის დირექტორის სტანდარტი კი, რომელიც შარშან პირველად მიიღო განათლების სამინისტრომ, განსაზღვრავს იმ კომპეტენციებს, რომელიც უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს _ ეს არის იურიდიული საკითხების, ფინანსური და განათლების საკითხების ცოდნა."

სკოლის დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ეს ინიციატივა დაგვიანებულია, რადგან დირექტორები კონკურსს 2007 წლიდან ელიან. სამინისტროს ამ ინიციატივის პოზიტიური მხარის პარალელურად, თეა თუთბერიძე ერთ ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას _ სამეურვეო საბჭოები გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად დამოუკიდებლები ვერ იქნებიან: _ განათლების სამინისტრო ახდენს ზეწოლას სამეურვეო საბჭოზე. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ პროცესშიც შეიძლება მოხდეს სამეურვეო საბჭოების გადაწყვეტილებაში განათლების სამინისტროს მხრიდან ჩარევა, _ ამბობს თუთბერიძე.

"გურია ნიუსი" რამდენიმე სკოლის დირექტორსა და მოვალეობის შემსრულებელსაც გაესაუბრა. მათ, როგორც წესი, ვინაობის საჯაროდ გამხელისგან თავი შეიკავეს და თეა თუთბერიძის თვალსაზრისზე შეიშმუშნნენ: _ ამას თუთბერიძე, ალბათ, იმიტომ ამბობს, რომ მასსა და შაშკინს შორის შავმა კატამ გაირბინა, თორემ სამეურვეო საბჭოების არჩევა რომ თავიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა თავმჯდომარეობით მოხდა, ის არ იყო ჩარევა? თუ ეს თეა მაშინ არ იყო დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ახლა "შეამჩნია" ჩარევის მცდელობა?

ზოგადად, არჩეული დირექტორები თუ ასარჩევი კანდიდატები მიიჩნევენ, რომ სამეურვეო საბჭო უფრო წელგამართული იქნება, როცა ღირსეული კანდიდატი წარსდგება მის წინაშე და არჩევნებისას საყოყმანოდ არ ექნებათ საქმე: _ კონკურსში მონაწილე პირისთვის 70%-იანი ზღვარის გადალახვა არ იქნება ადვილი, _ ამბობენ ისინი, _ თუმცა, ასეა თუ ისე, ადრე თუ გვიან, სკოლების დირექტორებად სერტიფიცირებული კანდიდატები უნდა დაინიშნონ.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...