"დაწყებულ პროექტებს გავაგრძელებთ და წარმატებით გავახორციელებთ"

საზოგადოება

"დაწყებულ პროექტებს გავაგრძელებთ და წარმატებით გავახორციელებთ"

21 მარ. 2013, 00:29:15

_ ქალბატონო მაია, თქვენ ახლახან იყავით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც წარადგინეთ 2013 წლის საპროექტო წინადადებები...

_ დიახ, ძალიან მცირე დროში მომზადდა საპროექტო წინადადებები. ჩვენ წინასწარ ვაცნობეთ მოსახლეობას, თუ რომელი პრიორიტებისთვის მიექციათ განსაკუთრებული ყურადღება, ჩავინიშნეთ მათი მოთხოვნები და მათზე დაყრდნობით შედგა შესაბამისი საპროექტო წინადადებები, რომელიც წარვადგინეთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. იქ შეირჩა 44 საპროექტო წინადადება. ეს პროექტები, ძირითადად, ეხება გზებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციას და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში მოხდება დაბის ყველა ქუჩის ხრეშოვანი საფარით დაფარვა და სანიაღვრე არხების გაყვანა. მოგეხსენებათ, დაბის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ მიეწოდება წყალი. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც ყველა მოსახლე მიიღებს წყალს.

_ ამჟამად წყალი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, უხარისხოა. როდის მოხდება ამ პრობლემის მოგვარება?

_ ეს პროექტი დასრულებული არ არის _ ფირმა, რომელიც პროექტს ახორციელებდა, გაკოტრდა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში და მალე გვეცოდინება, როდის განახლდება სამუშაოების ჩატარების მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს დაბის ქსელის რეაბილიტაციას მთლიანად. დაბას წყალი ახალი სათავიდან მიეწოდება, რაც ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

_ დასრულდება თუ არა ის პროექტები, რომლებიც გასულ წლებში დაიწყო და არ დასრულებულა?

_ გასულ წლებში გახორციელდა სხვადასხვა პროექტი, ზოგი მათგანი წარმატებით დასრულდა, ზოგი კი დაუსრულებელია, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ და წარმატებით გავახორციელებთ. მაგალითად, დაწყებულია სპორტდარბაზის რეაბილიტაცია, მისი დასრულებისთვის საჭიროა 21 000 ლარი; სტადიონთან არსებული სასტუმროს რეაბილიტაციისათვის საჭიროა 15 000 ლარი. ეს თანხები მოთხოვნილია და იმედი გვაქვს, დადებით პასუხსაც მივიღებთ.

_ მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ ჩოხატაურში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას...

_ ეს ჩვენთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი კაპიტალი ადამიანმა სწორედ მომავალ თაობაში უნდა ჩადოს, რომელიც შემდეგ მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

_ ძალიან მძიმე მდგომარეობაა დაბაში საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით. არ არსებობს გამწმენდი ნაგებობები, ფეკალიები მდინარეში ჩაედინება, რაც ზაფხულის პერიოდში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წყაროა.

_ ეს პრობლემაც გათვალისწინებულია და მოვითხოვეთ, წყლის ქსელის რეაბილიტაციის დროს, პარალელურად ჩაწყობილ იქნას კანალიზაციის მილები და შემდეგ გაკეთდეს გამწმენდი ნაგებობები.

_ გაგრძელდება თუ არა ბუნებრივი აირის გაყვანა მოსახლეობაში?

_ რა თქმა უნდა, ეს პროექტიც გაგრძელდება. გავუგზავნეთ მიმართვა "სოკარს", რომელიც გრაფიკის სახით მოგვაწოდებს უბნების მიხედვით, როგორ გააგრძელებს სამუშაოებს.

_ მოსახლეობას სოფლის პროექტებთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს...

_ სოფლის პროექტებზე ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. სოფლებში შევხვდებით ოჯახის თითოეულ წევრს და ყველა მათგანის წინადადება იქნება გათვალისწინებული. შედგება ოფიციალური ოქმი, სადაც დაფიქსირდება მათი სურვილები, თუ რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ სოფელზე გამოყოფილი თანხებით. სოფლის პროექტების დასრულების შემდეგ ჩატარდება მონიტორინგი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩოხატაურში არსებული ყველა პრობლემა შესაბამისად იქნება გადაწყვეტილი და ყველა კარგ ინიციატივას მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...