ქარიშხალმა ოზურგეთის სოფლები დააზარალა

gurianews.com

საზოგადოება

ქარიშხალმა ოზურგეთის სოფლები დააზარალა

2013 მარ 23 12:31:35

_ სოფელ დვაბზუსთან წაიქცა ხე და სოფლის რწმუნებულმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩქარ ტემპში მოახერხეს ტრასის გათავისუფლება. _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.

სოფელ ცხემლისხიდში ქარიშხალმა მოსაცდელი დაანგრია, ასევე პრობლემა შეუქმნა ეზიეშვილების ოჯახს და სახლს სახურავი გადახადა. სახურავის გადახდის ფაქტები სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა.

სოფელ შემოქმედში მაღალი ძაბვის სადენები ჩამოაგდო, ასევე წაქცეულია ხეები.

გიორგი ღურჯუმელიძის თქმით,  შესაბამისი სამსახურები უკვე მობილიზებულები არიან.

_ თუ სადმე რამე დაზიანდა სოფლის რწმუნებულები გვეუბნებიან და გვიკავშირდებიან. ამ წუთებში სოფელ ცხემლისხიდში ვიმყოფები და შეძლებისდაგვარად ეზიეშვილების ოჯახს დახმარებას ვუწევთ, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს გიორგი ღურჯუმელიძემ.




 ახალი ამბები
  • "მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე...პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც გამოძიების ვერსიით გლდანის ციხეშია ჩაწერილი, ერთმანეთს კი მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრებიან. ჩანაწერში აღარ ჩანს მესამე პირი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი. საგამოძიებო უწყება ამ ჩანაწერის გავრცელებით სავარაუდოდ, შეეცადა გაებათილებინა მანამდე გავრცელებული ჩანაწერი და იქ სუბელიანის მიერ დასახელებული სკანდალური ფაქტები. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დღეს გავრცელებული ჩანაწერი ინსცენირებული იყოს. ჩანაწერში, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით 6 ივლისით თარიღდება, სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ მოქმედებს და ფიქრობს, რომ მისი ბრალდების შესაბამის უმაღლეს სასჯელს განუსაზღვრავე. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ თუ მასთან თამაშს გააგრძელებენ პასუხსაც მიიღებენ. სუბელიანი ამავე ჩანაწერში იმეორებს, რომ პირობა სასჯელის ერთ წელზე აქვს მიღებული. მოზარდების მკვლელობის საქმე კი მისი ძალისხმევით გაიხსნა. ვიქტორ ჯაფარიძე მას რამდენჯერმე უმეორებს, რომ განერვიულებულია და ურჩევს დამშვიდდეს. ჩანაწერის ბოლო ნაწილში, ჯაფარიძე სუბელიანს ეკითხება, მართლა აქვს თუ არა ჩანაწერები გახმაურებულ საქმეებზე, მოწმეებზე ზეწოლის ფაქტებზე, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ, რაზეც სუბელიანი ამბობს , რომ ის იტყვის და დაიჯერებს საზოგადოება, მერე ამტკიცოს ხელისუფლებამ რომ ფაილები არ არსებობს. „ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, „ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ. „კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? - სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა...ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“, - ამბობს ჩანაწერში სუბელიანი. სუბელიანი ჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა მოკლული მოზარდის მამაზეც საუბრობს, ის ზაზა სარალიძეს მოსყიდულს უწოდებს და მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს. პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლების ოპონენტებმა გარიგება არაერთხელ შესთავაზე, მათ შორის ნიკა გვარამიასაც ასახელებს. საუბრის ბოლოს, სუბელიანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სტრესულ მდგომარეობაშია, „გონკებშია“ და ძალიან უჭირს სამარტოო საკანში ჯდომა. წყარო: რუსთავი2 ... ...
  • “ჩვენ დღეს გვჭირდება ექვთიმისტური ხელისუფლება“ - შალვა ნათელაშვილიდღეს ოზურგეთში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს შეხვდა. “რაფრა ხართ გურულებო“ - ასე დაიწყო საუბარი ამომრჩეველთან შალვა ნათელაშვილმა. “გურიაში, რომ მოდიხარ, რომც არ ტრიალებდეს სიყვარულის სამყაროში, ავტომატურად მოდის ეს დიდი გრძნობა: ზეციდან, ზღვიდან, ხმელეთიდან, ციდან. რაც მთავარია, განუმეორებელი, უნიჭიერესი ხალხი ხართ. ყველგან ვამბობ და აქაც ვიმეორებ დღეს საქართველოს, ქართულ პოლიტიკას ექვთიმე თაყაიშვილისეული დეფიციტი აქვს. იმ ექვთიმესი, რომელმაც თვალის ჩინივით შემოგვინახა ჩვენი ეროვნული საგანძური, პარიზში მსოფლიოს დიდ გასართობ ცენტრში, მაშინ, როდესაც სხვებმა პარიზის რესტორნებში გაანიავეს და ზოგიერთ კატეგორიის დაწესებულებებში მოაფინეს უხვად აქედან წაღებული ქონება, ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეუღლე მაწონს ადედებდნენ და მას ყიდნენ პარიზში, რომ ეროვნული სიმდიდრე შემოენახათ ჩვენთვის. სწორედ, ჩვენ გვინდა ისეთი პრეზიდენტი და მთავრობა, რომელსაც თვალი და ხელი არ გაეპარება ეროვნული სიმდიდრისაკენ“, _ აღნიშნა შალვა ... ...
  • "ფაროსანამ მოსავალი სულ გაგვინადგურა!" _ პრობლემები ხვარბეთში და მოსახლეობის პროტესტიხვარბეთი სოფელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერიის თემში. მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ოზურგეთიდან 9 კმ-ში, მერიიდან _ 3 კმ-ში. გასულ კვირას სოფლის მცხოვრებლებმა ურეკი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს და ადგილობრივ მთავრობას პრობლემების მოგვარება მოსთხოვეს. "ისეთი გზებია, სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ამოდის. რამდენიმე დღის წინ ადამიანი ისე მოკვდა, ექიმებმა, უგზოობის გამო, ვერ მოახერხეს დროულად მოსვლა", _ თქვა აქციაზე ადგილობრივმა ნანა კიღურაძემ. აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ "გურია ნიუსი" სოფელ ხვარბეთს ეწვია _ იქაურების მოთხოვნები უცვლელია. "როგორც სხვა სოფლებს სჭირდება დახმარება, ასევე ჭირდება ხვარბეთსაც. მოვიდეს ხელისუფლება და მოაგვაროს პრობლემები", _ გვითხრეს ხვარბეთში. "ჩვენს სოფელს ყურადღება არ ექცევა _ ადგილობრივ მთავრობას ნაკლებად ვახსენდებით. ხედავთ, როგორი გზაა აქ. ბოლოს დროს შუქიც ქრება ხშირად _ სიმწრით ნაყიდი პროდუქტი მაცივარში გვიფუჭდება. ხომ უნდა მოგვწერონ, როდის ითიშება?! გაზი ჩვენ არ გვაქვს _ მეზობელ სოფლებში არის, ჩვენთან _ არა. სიმინდის მოსავალი ფაროსანამ გაგვიფუჭა. რაც კი დავთესეთ და ამოვიდა, მავნებელმა გაანადგურა", _ თქვა ჩვენთან საუბრისას ნორა მარშანიამ. ხვარბეთელები იმედოვნებენ, რომ თუ თხილისგან არაფერი გამოვიდა, იქნებ, ციტრუსის შემოსავალი მაინც მიიღონ. "ის კი ვიცით მხოლოდ, რომ შიმშილობა გვიახლოვდება. ერთი ცალი თხილი არ აგვიღია", _ გვითხრა ნორა მარშანიამ. სოფლის პრობლემების შესახებ "გურია ნიუსთან" მონაცვლეობით საუბრობენ ხვარბეთელები: "ერთი კილოგრამი თხილი არ გვაქვს და ახლა ციტრუსის იმედზე ვართ, მაგრამ არც მაგის იმედი არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მოსავლის გაფუჭება ფაროსანას ბრალია. უამრავი პრობლემაა ხვარბეთში. აქცია გვქონდა სოფლის მცხოვრებლებს. დაგვპირდნენ, მოგხედავთო და ვნახოთ, რა იქნება. წყალი არ გვაქვს, გზა არ გვაქვს, გაზი არ გვაქვს", _ ამბობს ნანი ღლონტი, _ ყოველდღე გაფუჭებული ნაყოფის გადაყრით ვარ დაკავებული. "კარალიოკი" არ მოგვიკრეფია და ხილი. კიდეც შეწამლეს, მაგრამ მაინც არიან ეს ფაროსანები და რა ვქნათ, არ ვიცით. რაც გვქონდა სოფელში, კომუნისტების დროს დაიშალა და ახლა მშენებლობა არავის ადარდებს. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ამ ბოლოს დროს რომ ჩაატარეს წამლობა ფაროსანას საწინააღმდეგოდ, უფრო შედეგიანი იყო და იმედია, მალე მოვიშორებთ, თორემ დარჩა სოფლის მცხოვრებლები ლუკმაპურის გარეშე. რაც შეეხება მანდარინს, წელს კმაყოფილი ვარ _ ოთხჯერ მოვწამლე საკუთარი ხარჯით". "ხვარბეთისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ტუნგოს ხე შეგხვდებათ, მაგრამ არავინ აბარებს, რადგან არც ჩამბარებელია ვინმე და არც ისეთი ფასი აქვს, როგორც ძველ დროს", _ ამბობენ სოფელში. ხვარბეთელების მიერ გამართულ აქციაზე მისული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სოფლის მცხოვრებლებს შეპირდა, რომ საფუძვლიანად გაეცნობოდა სოფლის პრობლემებს: "სოფელ კონჭკათის საზღვრამდე იგეგმება ოთხკილომეტრიანი ახალი გზის დაგება, ეს მოხდება მომავალ წელს _ გზას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აკეთებს. ასევე, არის შიდა გზების პრობლემა, რომელსაც გავეცნობი უფრო დეტალურად და დაგეხმარებით აუცილებლად. გაზის საკითხებზეც შესაბამის უწყებებს გავესაუბრები და აუცილებლად მოვიკითხავ, როდის შეიძლება დაიწყოს გაზიფიცირება სოფელ ხვარბეთში", _ უთხრა აქციის მონაწილეებს შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "მერიის თემი გაზიფიცირებული არ არის. თემში შემავალი დასახლების _ ხვარბეთის მონაკვეთზე, 4 ოჯახში კომპანია "სოკარმა" გაზის მილები მაშინ დაამონტაჟა, როცა გურიანთის თემში შემავალი სოფლის _ ციხისფერდის გაზიფიკაციას ასრულებდა, რადგან ამ ოჯახების ნაწილი ეკუთვნოდა ციხისფერდს, დარჩენილი 4 ოჯახი კი _ ხვარბეთს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ თემის გაზიფიცირების საკითხი დააყენა კომპანია "სოკარის" წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ისინი ენერგეტიკის სამინისტროს დავალებას ასრულებენ და მოთხოვნის შემთხვევაში, დაიწყებენ აღნიშნული თემის და მასში შემავალი სოფლების გაზიფიცირებას", _ ამბობენ მერიის პრესსამსახურში. სურსათის უვნებლობის სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი ამბობს, რომ ახლა ფაროსანა ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას გამოსაზამთრებელი ადგილებისკენ, კონკრეტულად, საცხოვრებელი სახლებისკენ, სხვადასხვა თავშესაფრებისკენ და უკვე გარკვეული ინდივიდები საკვებზე, ასე ვთქვათ, ნაკლებ რეაგირებას ახდენენ. მათი მიზანია გამოიზამთრონ სხვადასხვა თავშესაფარში: "ციტრუსზე ვატარებთ მონიტორინგს და ამდენ ხანს მასობრივი გადასვლა მავნებლის არ გვინახავს. პრევენციის მიზნით, კარგი იქნება, თუ ჩატარდება ფერმერების მხრიდან ერთჯერადი შეწამვლა ისეთი პრეპარატით, რომელსაც აქვს დაცვითი მოქმედება. ეს დაცვითი მოქმედება გულისხმობს შესხურებულ ზედაპირზე დარჩენას და გარკვეული პერიოდი ამ მავნებლისთვის იქნება ტოქსიკური. ასეთი პრეპარატები ანადგურებენ მავნებლებს და ასევე, ორი კვირის მანძილზე უზრუნველყოფენ მცენარის დაცვას. ასევე, აუცილებელია, პრეპარატის გამოყენების დროს, ლოდინის პერიოდი იყოს დაცული, რაც გულისხმობს ბოლო შეწამვლიდან მოსავლის აღებამდე დროს. არის პრეპარატები, რომელსაც 20 დღე აქვს ლოდინის პერიოდი, რომლის შემდეგ შეუძლიათ მოკრიფონ ციტრუსი, თუ რა თქმა უნდა მოსაკრეფია", _ გვითხრა ნიკა ... ...
  • "უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, ამიტომ ვითხოვ დახმარებას"მედეა ბერიძე ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ოროთახიან ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს. სახლის პატარა აივანი მორყეულია, იატაკზე კი ფრთხილად უნდა გაიარო, რომ ფეხი არ ჩაგივარდეს. ოთახი, რომელიც საძინებლის ფუნქციას ასრულებს, ფაქტობრივად, ჭერის გარეშეა დარჩენილი, წვიმისას წყალი კი მთელ სახლში ჩამოდის. მედეა ბერიძე ამბობს, რომ არა ერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. "წლებია ამ მდგომარეობაში ვარ ბევრჯერ დავწერე განცხადება, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყოლია. ახლაც მაქვს მერიაში შეტანილი განცხადება და ველოდები პასუხს. ადრე იყვნენ მოსულები, სურათები გადაიღეს და წავიდნენ _ ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მითხრეს, უსახსრობის გამოა ეს მდგომარეობა შექმნილიო. უსახსრობის გამო რომ მენგრევა თავზე ჭერი, მაგათი თქმის გარეშეც მშვენივრად ვიცი. აბა, ფული და საშუალება რომ მქონდეს, კი არ ვიქნებოდი ამ დღეში. უფულო და გაჭირვებული რომ ვარ, იმიტომ მენგრევა ჭერი თავზე და ვითხოვ დახმარებას. აქვე ცხოვრობს უმრავლესობის წევრი საკრებულოში ბესო კუპრაძე. ყოველ დღე უწევს გავლა-გამოვლა ჩემს ჭიშკართან და ვერ ხედავს, როგორ ვცხოვრობ ამ ნახევრად დანგრეულ სახლში?! ჭერი ამას არ უვარგა და იატაკი საცაა ჩავარდება. ერთი ღონივრად რომ მიაწვეს ვინმე კედლებს, ნაფოტებად იქცევა აქაურობა. შიშით ვიძინებ და ვიღვიძებ, რომ თავზე არ დამემხოს აგი ფიცრული", _ ამბობს ოჯახის დიასახლისი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რის გამოც ძვირადღირებული მედიკამენტების მიღება უწევს და სამკურნალო ფული რომ იშოვოს, დროდადრო თურქეთში მიდის სამუშაოდ. "მკერდზე სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა. წამლის ფული რომ ვიშოვო და სიცოცხლე გავიხანგრძლივო, პერიოდულად თურქეთში გადავდივარ სამუშაოდ. აბა, 180-ლარიანი პენსია პურის ფულად არაა საკმარისი, წამალი ვიყიდო კი არა. უფრო ზამთარში დავდივარ _ ამით გათბობის პრობლემასაც ვიგვარებ, რადგან შეშის ყიდვის საშუალება არ მაქვს და შეშაც რომ მქონდეს, ამ მორყეულ ფიცრულში, სითბოს რა დაიჭერს?!" _ დასძენს მედეა ბერიძე.  მედეა ბერიძე იმასაც ამბობს, რომ სოციალური დახმარების მისაღებადაც არაერთხელ შეავსო განაცხადი, თუმცა, ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაუფიქსირდა: "ბევრჯერ შევიტანე განაცხადი, მაგრამ ყოველი გადამოწმების მერე მაღალი ქულა მომივიდა. ამ სახლ-კარის შემხედვარე ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ნახეს ამ დანგრეულ სახლში იმისთანა ღირებული, რომ მაღალი ქულები მომდის. ერთი ნაჩუქარი ტელევიზორი მიგდია და იმასაც ვერ ვრთავ _ ანტენა არ აქვს. ქვეყანაზე რა ხდება რომ გავიგო, მეზობელთან გადავდივარ ტელევიზორის საყურებლად. სოციალური სამსახურიდან აგენტი რომ იყო მოსული, მითხრა, შენ სხვა სახლიც ხომ არ გაქვსო? სხვა სახლი რომ მქონდეს, რა გამაჩერებდა ამ დანგრეულ ფიცრულში?!" _ ამბობს მედეა ბერიძე და ხელისუფლებისგან სამშენებლო მასალით დახმარებას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშირდა _ განყოფილების ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ბერიძის განცხადება მერიაში ორი კვირის წინ შევიდა და მას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს, რის შემდეგაც ადგილზე მოხდება მდგომარეობის შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ბერიძის ოჯახს დახმარებას ... ...
  • "ხელისგულზე "მაზოლები" და ათი თეთრი მოგება გრჩება, ამისთვის გათოხნი?!"შემოდგომის შუაგულია და გურია გაზაფხულზე დათესილის შედეგს იმკის. თუმცა, განსაკუთრებული ძალისხმევა აღარაა საჭირო საყანე ფართობებისკენ მისამართად, რადგან წელს, როგორც გურიაში ამბობენ, კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ, გურიაში ყველაზე ნაკლები ფართობი დაითესა და შესაბამისად, მოსავალიც მცირეა. მით უფრო, ვინც დროულად და განსაზღვრულ პერიოდში ვერ მოახერხა ფართობების შეწამვლა ფაროსანასგან დასაცავად, ფაქტობრივად, მისი სიმინდი უვარგისია და პირუტყვისთვისაც ნაკლებად გამოსადეგი. მაინც როგორ გამოიყურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დათესილი და დაუთესავი სახნავი ფართობების რაოდენობა? აქ სულ 4 400 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობია, სადაც უკანასკნელი წლების მანძილზე სიმინდი მოყავდათ და ახლაც იწევენ. თუმცა, წლევანდელ გაზაფხულზე, აღნიშნული ფართობიდან, მხოლოდ 1 145 ჰექტარი დაიხნა და დაითესა. შესაბამისად, მოსავალიც მცირეა. დაბა ნარუჯას ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენელი ზვიად მიქელაძე აღნიშნავს, რომ ნარუჯას მთლიანად 60 ჰექტარი მიწის ფართობი გააჩნია, სადაც მოსახლეობამ, ძირითადად, თხილი გააშენა. რაც შეეხება სიმინდს, 10 ჰექტრამდე ფართობია დათესილი და მოსავალიც უკვე აღებულია. _ რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე მცირე მოსავალი იმასთან შედარებით, რასაც ბოლო ათწლეულების მანძილზე იწევდა ხალხი. თუმცა, რეალობა ესაა და რა უნდა ვქნათ? ზოგმა ვერ შეღობა, ზოგმა არ ან ვერ დათესა. კარგი იყო, როცა ხვნა-თესვის პროგრამა მუშაობდა. მერე თქვეს, არ გაამართლაო და შეწყდა. გაამართლა თუ არა, ვერ გეტყვით, ის ვიცი, რომ თითქმის ყველას დათესილი ჰქონდა ყანები და მოსავლითაც კმაყოფილები იყვნენ, _ ამბობს მიქელაძე. სოფელ გურიანთაში, 45 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობიდან, თხილის გაშენება ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე მოხდა. თუმცა, საყანე ფართობი მხოლოდ ორი ჰექტარი თუ იქნება დათესილი. სოფელ ბახვის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპეციალისტი მაყვალა ქიქოძე ამბობს, რომ ადრე არსებული 300 ჰექტრამდე ფართობიდან, საყანედ ძალზე ცოტა დარჩა. თუმცა, ვინც დათესა, ნახევარს ისიც გაუფუჭდა. _ ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ზოგმა დაგვიანებით, ზოგმა სულაც ვერ მოახერხა და რაც არის, ისიც გაფუჭებულია. კარგი სიმინდი რამდენიმე ოჯახს თუ აქვს. ვფიქრობ, წელს გასაჭირი იქნება ამ მხრივ, _ გვითხრა მან. "გურია ნიუსი" ეწვია სოფელ ლიხაურის ფართობებს. კერძოდ, ნიაბაურის ტერიტორიას, ასევე, გზისპირა სახნავ-სავარგულებს, სადაც მისვლაც ადვილია და საცხოვრებელი სახლებიდანაც შორი მანძილით არ არის დაშორებული. _ ვერ შეღობა ხალხმა. ამიტომ დარჩა დაუთესავი და არა სიზარმაცის გამო. ადრე კი იყო შეღობილი, მაგრამ ეს წარმოადგენდა საერთო ღობეს ანუ ათი ჰექტარი შეიღობა საერთო ძალებით. ხალხმა მხოლოდ საზღვრები იცოდა. მერე ნელ-ნელა, ვინც შეძლო, შემოღობა თავის საკუთრებაში მიზომილი ფართობი. უმეტესობამ, ხედავთ, რომ ეს ვერ შეძლო და კია "გაშობილა". გლეხს სჭირდება მიზანმიმართული დახმარება, რომ მოგება ნახოს. ერთჯერადი დახმარებები ისე დასრულდება, როგორც ის ხვნა-თესვის პროგრამები დასრულდა, _ გვეუბნება მეურნე ზურაბ ურუშაძე. სახნავ-სათესი ფართობების უმეტესი ნაწილი დაუხნავ-დაუთესავი დარჩა სოფელ ჭანიეთში _ აქ ასეთი ფართობი 115 ჰექტარი იყო. ნახევარზე მეტზე თხილის პლანტაციები გაშენდა. თუმცა, დღეისთვის, 300-კომლიან სოფელში 40-მდე ოჯახს აქვს სიმინდის მოსავალი, როცა თითოეულ კომლს საკუთარი საყანე ფართობი აქვს. მოსავლის სიმცირის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე სურათს, ფაროსანასგან დაზიანებული მოსავლის ხარისხიც ემატება. თუმცა, უმთავრესი კითხვაზე, რატომ არ ან ვერ დათესა მოსახლეობამ კუთვნილი საყანე ფართობები, უმეტესობას ცალსახა პასუხი აქვს _ საშუალება არ იყო. თუმცა, ასე არ ფიქრობს აგრონომი და ფერმერი აკაკი ღლონტი. მისი აზრით, პრობლემის მიზეზს სიღრმისეულად ჩაწვდომა სჭირდება, რაც მხოლოდ გაჭირვების ან კონკრეტული პირების სიზარმაცის ბრალი არაა. _ დავიწყოთ იქედან, რომ ბაზარი გაჯერებულია გარედან შემოტანილი, დაბალხარისხიანი, იაფი პროდუქციით, რასაც მოსახლეობა ეტანება. მოთხოვნა უნდა იყოს ნატურალურ პროდუქციაზე, რომელსაც ფასიც შესაბამისი ექნება. ვთქვათ, გლეხმა დათესა ყანა ლეკიანში. ვიანგარიშოთ იქ ჩასვლის, დათესვის, გათოხნის, მოსავლის აღების, ამოტანის, მერე გარჩევის და ნალიაზე ატანის ხარჯები, თავის ნადიანად. როგორ ფიქრობთ, რა რჩება გლეხს? ხელისგულებზე დიდი "მაზოლები", ბანკის ვალები და დიდი-დიდი _ 10 თეთრი მოგება. ამიტომ ადგა და გაიქცა ქალაქში, დაჯდა სავაჭროდ, სადაც ხშირად 30-50 ლარს "აკეთებს" დღიურად. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ფასებია დაბალი. შემოდის, ძირითადად, ფალსიფიცირებული, იაფი პროდუქცია. სადაა ღორის ხორცი ხუთ ლარად უცხოეთში? ჩემი აზრით, ეს არის უვარგისი პროდუქცია. როცა ფასი დაედება გლეხკაცის მოწეულს, დაბრუნდება ის და იმუშავებს თავის მიწაზე. ხომ გახსოვთ, თხილს როცა ჰქონდა ფასი, გამოიქცა ხალხი სოფელში, მერე ისევ უკუიქცა. ამ საქმეს უნდა მიხედოს სახელმწიფომ. გლეხი მარტო ვერ მოუვლის პრობლემას. ვფიქრობ, ეს კარგად უწყიან, თუმცა, ვიღაცას სწორედ ის იაფი და უხარისხო პროდუქციის შემოტანა ურჩევნია _ თვითონ არ მიირთმევს, თუმცა, მდიდრდება. რა თქმა უნდა, ვიღაც გაზარმაცდა, ვიღაცას გარეთ გამოსვლა ეზარება. ასეთებიც საკმაოდაა და სულ იქნებიან. მაგარი მაშინ იქნები, როცა ასეთებსაც დააინტერესებ და დაასაქმებ, _ ასე გამოხატა საკუთარი ხედვა აკაკი ღლონტმა. პროფესიით ეკონომისტი, ოზურგეთელი მზია თავართქილაძე ამბობს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საყანე ფართობი ბევრმა ვერ დათესა იმიტომ, რომ საშუალება არ ჰქონდა: _ როცა ვერ შეღობა კაცმა საკუთარი მიწის ფართობი, რანაირად დათესოს?! შეღობვა არ არის ადვილი. ბოძები, მავთული, ლურსმანი _ ეს ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ხომ ფაქტია, წინსვლა არ ეტყობა სოფელს, სადაც თუ ვინმე დარჩა, ისევ ისე ცხოვრობს, როგორც 10-15 წლის წინ. ვინც მოახერხა, წავიდა და ვაჭრობით ირჩენს თავს ქალაქში ან უცხოეთშია. ადრე ადამიანი კარმიდამოში მოწეულით კმაყოფილდებოდა, ახლა ფული სჭირდება, ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ, ხელისუფალთ მეტი მოეთხოვებათ, რეგიონი, კონკრეტულად სოფელი რომ ფეხზე დადგეს და ამდენი დაუხნავი და გაველურებული ფართობი კვლავ არ გაჩნდეს. დაუხნავ ფართობებს ისევ მოეძალა ჭაობიანი ადგილები და თხმელას ტყეები. კომუნისტებს დავცინით და მათ რომ გატყიურებული გარემო ჩაის თუ ციტრუსოვანთა ბაღებად აქციეს, ახლა ისევ უნდა გაჯაგნარდეს? თუ ასე არ არის, ნახეთ. პირუტყვი მაინც ბალახობს ამ ფართობებში, მაგრამ, თუ უფრო გატყიურდა, იმ პირუტყვსაც მგელი შეჭამს, _ გვითხრა ქალბატონმა ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?