შეაქვთ თუ არა საეჭვო ხარისხის ხორცი საბავშვო ბაღებში?

საზოგადოება

შეაქვთ თუ არა საეჭვო ხარისხის ხორცი საბავშვო ბაღებში?

29 მარ. 2013, 10:37:37

_ ხორცს, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ერთ-ერთ ბაღიდან გამოტანილი და ამის შესახებ, გვინდა, რომ ყველამ გაიგოს. ამ ხორცით როგორ შეიძლება მოამზადონ კერძი და შემდეგ ბავშვებს აჭამონ? ხორცი ჩამოაქვთ ასპინძიდან და კაცმა არ იცის, რა ჩამოაქვთ. რაც ხდება, არის განუკითხაობა. საქმე ეხება ბავშვების კვებას. როგორც ვიცით, 13 ლარი იყო ტენდერზე ხორცის ფასი და ამ ორგანიზაციამ იმით მოიგო, რომ ორი ლარით ნაკლები შესთავაზა, _ გვითხრეს მშობლებმა, რომლებმაც იმ ხორცის ნაჭერი გვაჩვენეს, რომელიც ბაღიდან იყო გამოტანილი.

ინდმეწარმე ზურაბ მელიქაძე, რომელიც ოზურგეთში, ორ კვირაში ერთხელ, ყველა ბაღს ასპინძიდან ხორცით ამარაგებს, ამბობს, რომ ის თავის თავს არ შეუქმნის პრობლემას, რადგან თვითონაც შვილების მამაა.

_ მხოლოდ ოზურგეთს არ ვამარაგებ ხორცით _ ქუთაისშიც და ბათუმშიც ჩვენ მიგვაქვს ხორცი, ტენდერში გამარჯვებული ვართ. თუ პროდუქტი არ ვარგა, მაშინ რატომ აიღებთ, ხომ?! ჩვენ კარგი პროდუქცია მიგვაქვს ბაღებში. შესაბამისი ორგანოებისგან გვაქვს ცნობა, რომ სუფთა ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ, _ თქვა ზურაბ მელიქაძემ.

_ ბატონო ზურაბ, ხორცის ნაჭერი, რომელიც ვნახეთ, გაფუჭებულია.

_ მე არ ვიცი, ეს რა ხორცის ნაჭერია და საიდან აქვთ მოტანილი. არსებობს ცნობა, რომ ხორცი, რომელიც ბაღში მივიტანე, ვარგისიანია და შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.

ვეტერინარული მოწმობა #132088 (ფორმა #2) ბაღების გაერთიანებაში მოგვაწოდეს. ეს ცნობა არ აღმოჩნდა #3 საბავშვო ბაღში. #3 ბაღის მენეჯერის, ნინო მშვიდობაძის თქმით, ფორმა #2 ბაღში არ მიდის.

ნინო მშვიდობაძე: _ ეს ფორმა ჩვენთან არ მოდის და ყოველთვის ბაღების გაერთიანებაში მიდის. მხოლოდ ახლა მოვიდა, როდესაც ახალი ხორცი შემოვიდა ჩვენთან.

_ ქალბატონო ნინო, ანუ მას შემდეგ, რაც მშობლებმა დაიწყეს იმის მოძიება, რომ ბაღში საეჭვო ხარისხის ხორცი შედიოდა?

_ ფორმა #2 იმ ხორცზე, რომელზეც მიდის დავა, ჩვენთან არ არის. როგორც გითხარით ბაღების გაერთიანებაში აქვთ, ახალი ხორცის ფორმა #2 კი ახლა დატოვეს ჩვენთან, _ გვითხრა ნინო მშვიდობაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ხორცის მომზადება დაიწყეს, მაშინ შენიშნეს, რომ რაღაც საეჭვო იყო.

_ როგორც კი ხორცი საეჭვოდ მოგვეჩვენა, დავუკავშირდით მაკა ჭყონიას, შემდეგ სურსათის და უვნებლობის სამსახურიდან მოვიდნენ. მათ გვითხრეს, რომ ეს იყო დაკვლის დროს კაპილარისგან მიყენებული ჩაქცევა, რომელიც საშიში არ არის. შემდეგ მოვიდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. ბაღში 160-ზე მეტი ბავშვი დადის და ვამაყობ, რომ ყოველთვის ვამოწმებთ ყველაფერს, რადგან ბავშვებს პრობლემა არ შეექმნათ. რამდენიმე ხნის უკან ასე მურაბა დავაბრუნეთ, რადგან კარგად არ ემჩნეოდა შენახვის თარიღი.

_ ხორცი როგორ მოხვდა მშობლების ხელში?

_ არ ვიცი. უბრალოდ, ის შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიტანა ბაღიდან. ეს გაკეთდა იმის გამო, რომ გვინდოდა 100%-ით დავრწმუნებულიყავით ხორცის ვარგისიანობაში და სხვა განზრახვა არ გვქონია.

ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჭყონია "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ სამი წელია, ის ამ ცენტრის ხელმძღვანელია და ყოველთვის ფაქიზად ეპყრობა ყველა საკითხს:

_ რა ხდება და საიდან მოტანილი ხორცია, ვერ გავიგეთ. როგორ შეიძლება ასე? ეს რა ხორცია და რამდენი დღისაა? სურსათის უვნებლობის სამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უმალვე მივიყვანეთ, როგორც კი ეს ამბავი შეგვატყობინა ბაღის გამგემ. დაახლოებით 40 კგ. ხორცი შევიდა და ერთ ნაჭერში იყო რაღაც სისხლჩაქცევა. სამსახურის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ეს ხორცი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო. ხორცი ბაღიდან არ უნდა გასულიყო. ახლა რა მოხდა _ ხორცის დამუშავების დროს გაუფუჭდათ საკეპი მანქანა, ამიტომ ხორცი წაიღეს ყასაბთან და იქ დაამუშავეს. არასწორმა გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია პანიკა და არ შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.

და ბოლოს, "გურია ნიუსმა" მოიპოვა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დასკვნა, სადაც წერია: " როგორც გაირკვა, #3 ბავშვთა ბაღის ბლოკში დაზიანებულია ხორცის საკეპი მანქანა, რის გამოც ბაღის მომსახურე პერსონალის მიერ 8 კილოგრამი ხორცი მიტანილი იქნა კერძო პიროვნებასთან გასატარებლად _ ფარშის დასამზადებლად.

ზემოთ აღნიშნული ფარში ბავშვთა ბაღის მოსამსახურე პერსონალის მიერ ისევ მოტანილი იქნა ბავშვთა ბაღის სამზარეულოში, სადაც მომზადდა გუფთა.

როგორც ბაღის სამზარეულოდან მიღებული ხორცის თვითნებური გამოტანა, ტრანსპორტირება და კერძო პირის მიერ დამუშავება, ასევე გამზადებული ფარშის შენახვა, წარმოადგენს საკვები პროდუქტების მომზადება-რეალიზაციის წესების უხეშ დარღვევას."

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში არ არის აღნიშნული, იყო თუ არა ბაღში შეტანილი ხორცი ვარგისიანი. როგორც "გურია ნიუსთან" რამდენიმე მშობელმა თქვა, მათ სურთ, დარწმუნებით იცოდნენ, მიეწოდებათ თუ არა პატარებს ვარგისიანი ხორცი.

 




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...