ჩოხატაურში ზარალს ითვლიან

საზოგადოება

ჩოხატაურში ზარალს ითვლიან

4 აპრ. 2011, 18:17:36

(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ სამდღიანმა, ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში სერიოზული ზარალი გამოიწვია. დაზიანებულა ათობით საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობები და სკოლები. როგორც გვითხრეს, სოფელ შუა ფარცხმაში, სკოლის სახურავიდან ჩამოვარდნილი კონსტრუქცია მოსწავლეს დაეცა და დაზიანებებიც მიაყენა. ჩოხატაურის "საავადმყოფო-პოლიკლინიკის" ხელმძღვანელი, თემურ კოროშინაძე ამბობს, რომ მიმღებში ტრავმით არავინ მიუყვანიათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე შუაფარცხმის სკოლის სახურავის დაზიანებას ადასტურებს:

_ კონსტრუქცია კი ჩამოვარდა სახურავიდან, მაგრამ არავის დაცემია, _ გვითხრა ხუნდაძემ.

ქარმა სახურავი ახალგარემონტებულ მუსიკალურ სკოლასაც ახადა. ხუნდაძის მოწოდებული ინფორმაციით, მუსიკალური სკოლის სახურავის შეკეთება 4 აპრილს, დღის ბოლომდე დაიწყება:

_ მართალია, ქარი ჩადგა, მაგრამ სინოპტიკოსები წვიმებს ვარაუდობენ, რაც მოყენებულ ზარალს გაზრდის. ჩვენ უკვე დავუკავშირდით მშენებლებს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ მუსიკალური სკოლის გადახურვის სამუშაოები, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

სპეციალური კომისია უკვე სწავლობს სტიქიისგან მიყენებულ ზარალს, რომელიც წინასწარი მონაცემებით, 30 000 ლარს აღემატება.

_ ჯერჯერობით, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. კომისია ფაქტებს სწავლობს და ამის შემდეგ გვექნება ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ზარალია ჩოხატაურში, _ გვითხრა ხუნდაძემ.




 ახალი ამბები
  • 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისადმი მიძღვნილი ტურნირი (R)მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე''გაიმართა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი. ფინალური ასპარეზობა თბილისის ''თბილისსა'' და ზესტაფონის „მარგვეთს" შორის გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ვაჟმა, ლევან ანწუხელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა გადასცეს, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდის ფეხბურთელებს თასი და მედლები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ.აღნიშნული ტურნირი 2016 წელს დაარსდა და წელს მეხუთედ ჩატარდა.  https://www.youtube.com/watch?v=Ynm4LgX61-U&fbclid=IwAR3AlvmlCOG_mYUP5H9j9eS92Igtk8HzTNb7vSYs8mYEKHZXOcb1U94Bt6E  ... ...
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ვეტერანებს შეხვდა (R)7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელი ვეტერანებს სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამურ რევიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ, შეკრებილ ვეტერანებს ის პროექტები და პროგრამები გააცნეს, რომლებსაც სახელმწიფო ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახორციელებს. შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების წარმომადგენლებთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ნუგზარ თინიკაშვილთან და ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ახალგორელი მებრძოლის, ლევან მიდელაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ვლადიმერ იმნაძემ ლევან მიდელაშვილის ოჯახი მოინახულა და კიდევ ერთხელ გამოხატა მათ მიმართ თანაგრძნობა. უწყების ხელმძღვანელი, ასევე, ესტუმრა მრავალშვილიანი ვეტერანის, თამაზ ამირანაშვილის ოჯახს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...