"სიკვდილის მოლოდინი" ჩვილ ბავშვთა სახლში

საზოგადოება

"სიკვდილის მოლოდინი" ჩვილ ბავშვთა სახლში

2013 აპრ 4 15:32:41
სკანდალურ ანგარიშში, რომელსაც პარლამენტი რამდენიმე დღეში განიხილავს, უჩა ნანუაშვილმა პრობლემაზე ისაუბრა.

"უიმედო ბავშვები", როგორც მათ ნეიროქირურგები უწოდებენ, წამებით სიკვდილისთვის არიან განწირულები. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებს ჩვილ ბავშვთა სახლში უკიდურესად დამძიმებული და ლეთარგიულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები დახვდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, 2012 წლის იანვარში თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიწოდებული კორესპონდენციებით დადგინდა, რომ 2012 წლის იანვარ - ივნისის პერიოდში, ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა 15 ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვი, რომელთაგან ხუთი 2012 წლის ივნისის მონაცემებით _ გარდაიცვალა.

მონიტორინგის პროცესში, ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ექვსი ბავშვის მდგომარეობა. ექვსივე ბავშვის შემთხვევაში, ჰიდროცეფალიის დიაგნოზის კლინიკური გამოვლინებები საკმაოდ გართულებული იყო (ტვინის პარკუჭებსა და სუბარაქნოიდულ სივრცეში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავზურგტვინის სითხის დაგროვება, თავის ზომების მნიშნელოვანი მომატება ა.შ.) და სახეზე იყო, გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევა.

ბავშვები იყვნენ ლეთარგიულ მდგომარეობაში (მივარდნილი, უღონო მდგომარეობაში), ვიზუალური და სმენითი დარღვევების სიმპტომებით.

ბავშვების აღნიშნული მდგომარეობა ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც არასათანადო სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული პირველ რიგში უკავშირდებოდა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნეიროქირურგილი ჩარევის არაეფექტურ განხორციელებას ან ნეიროქირურგის გადაწყვეტილებას _ ოპერაციული ჩარევის მიზანმიმართულად არგანხორციელების შესახებ. ჩვილ ბავშვთა სახლის სამედიცინო დარგის პროფესიონალები აღნიშნავენ, რომ ნეიროქირურგები თავიანთ გადაწყვეტილებას აფუძნებენ მხოლოდ ერთ ფაქტორზე: რამდენად „პერსპექტიულია" ბავშვი, რამდენად ექნება ბავშვს _ შუნტის ჩადგმის შემთხვევაში შანსი, რომ განვითარდეს. აღნიშნული ინტერვენციის განუხორციელებლობა ამ ბავშვების ცხოვრებას, მიუხედავად იმისა თუ რამდენი დღე, თვე, წელი დარჩა მათ, აქცევს სიკვდილის მოლოდინად. მოლოდინის პერიოდი, ინტრაკრანიალური (ქალაშიდა) წნევის მატების გამო მძიმდება ტკივილითა და დისკომფორტით; ამ დისკომფორტის მოსახსნელად კი, ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის ასევე არ ხორციელდება ინტერვენცია (მათ შორის, ნეიროქირურგიული), ვინაიდან _ გავრცელებული აზრით „ეს ბავშვები არ გრძნობენ ტკივილს", მაშინაც კი, როდესაც მათი თავის ქალა და სახის ნაკვთები, სითხის დაგროვების გამო, სრულად დეფორმირდება და ნელ-ნელა კარგავს თავდაპირველ ფორმას. ბავშვის ამ მდგომარეობას, პასიურად ადევნებს თვალს ათეულობით სპეციალისტი და არ თვლის საჭიროდ, სულ მცირე, პალიატიური ზრუნვის ფარგლებში შეუმციროს განცდილი ტკივილი და უზარმაზარი დისკომფორტი.

მონიტორინგის ჯგუფის უცხოელი წევრების მოსაზრებით, აღნიშნული პრაქტიკა სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო კლინიკურ პრაქტიკას აღნიშნული მიმართულებით. მათი გადმოცემით, ჰიდროცეფალიით ან ჰიდროცეფალიის განვითარების რისკის მქონე ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას, დაბადებიდან რამდენიმე დღის ან თვის განმავლობაში, უკეთდებათ შუნტირება, რაც, უმეტეს შემთხვევებში, ბავშვებს განვითარებისა და ზრდის პოზიტიურ შესაძლებლობას აძლევს. იმ ერთეულ შემთხვევებშიც, როდესაც ბავშვის რთული სამედიცინო დიაგნოზის გამო მოსალოდნელია მისი გარდაცვალება, ბავშვს პალიატიური ზრუნვის ფარგლებში, უკეთდება შუნტირება, რათა დაავადების პროგრესირების დროს შემცირდეს ბავშვის მიერ სითხის მატებასთან დაკავშირებული ტკივილის განცდა და დისკომფორტი. რათა, გარდაცვალებამდე დარჩენილ დროში ბავშვის ცხოვრების ხარისხი იყოს ნორმალური და სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი არ გადაიქცეს მისთვის ტანჯვის წყაროდ. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში არსებული პრაქტიკა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შეფასდა, როგორც არასათანადო მოპყრობის მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც თავისი სიმძაფრით შესაძლოა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს.

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, ჟან ჟარაბმა, 2010 წლის 11 ივნისს თავის გამოსვლაში აღნიშნა: „სპინა ბიფიდისა (ხერხემლის თიაქარი) და ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვები, არიან პირები, რომლებიც ფლობენ ადამიანის უფლებებს. ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ამ დაავადებების პრევენცია. ჩვენ აღარ უნდა დავინახოთ პატარა ბავშვების შემზარავად გაზრდილი დიდი თავები, რომლებმაც ამ მიზეზით სიბრმავე და ინტელექტუალური ჩამორჩენაც შეიძინეს. ბავშვები, რომლებიც საშინელ ტკივილს განიცდიან და ელიან ნელ, მტანჯველ სიკვდილს - ვინაიდან მათ არ მიიღეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა."

მსოფლიოში ჰიდროცეფალიის დიაგნოზი დაახლოებით 750 000 ადამიანს აქვს და მათთვის ყოველ წელს საშუალოდ 160 000 ვენტრიკულოპერიტონული შუნტირების ოპერაცია ტარდება . 1952 წელს ნელსონისა და სპიცის, 1960 წელს კი ჰოლცერისა და პუდენზის მიერ შუნტირების სისტემის დანერგვის შემდეგ. დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოში ჰიდროცეფალიის მქონე ბავშვთა უმრავლესობა ზრდასრულობის პერიოდს აღწევს. ოცწლიანმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ იმ ბავშვების ნახევარზე მეტმა, რომელთაც 1970-იან წლებში ჩაუტარდათ შუნტირების ოპერაცია, დაამთავრეს საშუალო სკოლა.

საქართველოში ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მინდობით აღზრდაში გაყვანა ან გაშვილება იშვიათი შემთხვევაა. ბავშვები, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, ტანჯვით სიკვდილისთვის არიან განწირულები.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...