"ალექსანდრეს ბაღში" გაფენილი სარეცხი და უსახლკარო ადამიანები
2013 აპრ 4 18:08:43
ასე გამოიყურება ქაშუეთის ტაძართან მდებარე გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღი, რომელსაც საზოგადოება დღემდე "ალექსანდრეს ბაღით" იცნობს, სადაც რამდენიმე თვეა უსახლკარო ადამიანებს კარავი აქვთ გაშლილი და იქ ცხოვრობენ.
"გურია ნიუსს" კარვისში შესვლაზე უარი უთხრეს _ იქ ისეთი სიტუაციაა, გვერიდება და ნუ შეხვალთო, კარვის ერთ-ერთმა ბინადარმა გვითხრა: "ახლა 11 ადამიანი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს. ჯერჯერობით ხელისუფლებიდანაც არ ჩანს დახმარება, რომელსაც უკვე დიდი ხანია ველოდებით."