რეგიონებში ყველაზე დიდ პრობლემად ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას მიიჩნევენ

საზოგადოება

რეგიონებში ყველაზე დიდ პრობლემად ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას მიიჩნევენ

2013 აპრ 11 20:50:36

კვლევას კონსულტაციას უწევდა გამოყენებითი კვლევების კომპანია ARC. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა". ქსელის საქმიანობა მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G - PAC პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

კვლევის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილობრივი  ორგანიზაციების შესაძლებლობების კონსოლიდაცია ამ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით.

კვლევა ჩატარდა საქართველოს 10 რეგიონში. თითოეულ რეგიონში გამოიკითხა 100-დან 196-მდე რესპონდენტი. სულ, გამოიკითხა – 1405 რესპონდენტი.

საქართველოს რეგიონებში 2013 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რეგიონების მოსახლეობა, დასაქმების პრობლემის შემდეგ, ყველაზე მგრძნობიარე   ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის მიმართ აღმოჩნდა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51,3%) ყველაზე პრობლემურად ჯანდაცვის საკითხებს მიიჩნევს.

საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა პროგრამების განხორციელების არაეფექტურობით. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გაუმართავი მუშაობით და სოფლის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების ნაკლები ხელმისაწვდომობით. როგორც საკითხის უფრო ღრმა შესწავლამ ცხადყო, მოსახლეობის  უკმაყოფილების მიზეზი  ჯანდაცვის მაღალი საფასური (38,1%) და ექიმების დაბალი კვალიფიკაციაა (21%).

ჯანდაცვის პრობლემის შემდეგ პრობლემურ სფეროებად სოფლის მეურნეობა (33,6%), განათლება (32,7%) და პოლიტიკა (31,7%) დასახელდა.

სოფლის მეურნეობის პრობლემის შიგნით ყველაზე დიდ სირთულეს მოსახლეობა  გასაღების ბაზრის არარსებობაში (25%) ან მის განუვითარებლობაში (23,1%) ხედავს.

რანგით მესამე, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაში, მოსახლეობის უმრავლესობა უმაღლესი განათლების საფასურს (31,4%), საშუალო განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხსა (18,2%) და სახელმძღვანელოების ხელმიუწვდომლობას გულისხმობს (17,2%).

იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს, განათლების საკითხების განხილვისას, გამოიკვეთა ენობრივი ბარიერის პრობლემა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობა, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რანგით მეოთხე პრობლემაა. ყველაზე მეტად, პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას მოსახლეობას საზოგადოების დაპირისპირების საფრთხე აღელვებთ (26,7%), შემდეგ პოლიტიკურ ძალთა მშვიდობიანი თანაარსებობის პრობლემა (23,4%) და საზოგადოების პოლიტიზაციის მაღალი ხარისხი (15,4%).

საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, რეგიონებში საკრებულოებისა და გამგეობების საქმიანობის შეფერხება თავად თვითმმართველობის ინსტიტუტის სისუსტეზე მეტყველებს. პოლიტიკის სფერო ქალაქის მოსახლეობისთვის (29,7%) უფრო ნაკლები  პრობლემაა, ვიდრე სოფლის მოსახლეობისთვის (34,6).

ახალგაზრდობის პრობლემებიდან, რომელიც ჩამონათვალში მეხუთე ადგილზე დასახელდა, მოსახლეობა დასაქმებასა (72,9%) და მიგრაციას (11,3%) გამოყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ფოკუს-ჯგუფებზე აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის ორგანიზების შესაძლებლობების სიმცირეზე, მოსახლეობის უმეტესობა მაინც მათ დაუსაქმებლობაში ხედავს მთავარ პრობლემას.

მიუხედავად იმისა, რომ  კომუნალური სფერო მოსახლეობისთვის რანგით მეექვსეა, მასში შემავალი თითქმის ყველა საკითხი თანაბრად მწვავეა. მოსახლეობას ერთნაირად აწუხებს კომუნალური სფეროს ტარიფები და ამ სერვისების  მიწოდების ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ფუნდამენტური უფლებების დაცვა, გამოკითხულთა მხოლოდ მეხუთედმა  (20,7%)  დაასახელა პრობლემურ სფეროდ.

ფინანსური ინსტიტუტების ხელმისაწვდომობის შეფასებისას, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად საბანკო კრედიტის მაღალი საპროცენტო განაკვეთი აღელვებს მოსახლეობას.

გარემოს დაცვის პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის ხე-ტყის გაჩეხვაა (44,3%).  ჰაერის დაბინძურება (18,5%) საწარმოების ნარჩენების პრობლემა (14%) და მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა (12,9%) თითქმის თანაბრად აწუხებს მოსახლეობას.

უსაფრთხოების პრობლემა შეფასებისას მხოლოდ მე-10 ადგილზე მოხვდა. უსაფრთხოების სფეროში, გამოკითხულთა 47.3% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ქვეყნის უსაფრთხოებას ხედავს 24,6% - სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, ხოლო 17,2% - კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების საშიშროებას.

თვითმმართველობის შეფასება

ხუთბალიან შკალაზე ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობა მოსახლეობამ 2,8 საშუალო ქულით შეაფასა, რაც საშუალოზე ოდნავ დაბალი შეფასებაა.

გამოკითხულები ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უსმენენ მოსახლეობის პრობლემებს, პატიოსანი და სანდონი არიან, თუმცა ნაკლებად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ისინი ფულს ჭკვიანურად ხარჯავენ და მოსახლეობის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა აყენებენ.

ბოლო დროს თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებს დადებითად გამოკითხულთა 41.5% აფასებს, ხოლო უარყოფითად – 35.2%.

ნდობა

ყველაზე მეტად მოსახლეობა ჯარს, რელიგიურ ინსტიტუტებსა და პოლიციას ენდობა. ყველაზე ნაკლებად კი – პრეზიდენტის ინსტიტუტს, პოლიტიკურ პარტიებსა და რეგიონის ხელისუფლებას.

მოვლენების შეფასება

მოსახლეობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დადებით მოვლენად საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ასახელებს (42,3%). ხოლო ყველაზე უარყოფითად ციხის კადრებს და პატიმრებზე ძალადობას (19%).

პრიორიტეტები

საზოგადოების უმეტესობის აზრით, ხელისუფლების პრიორიტეტი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჯანდაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და განათლება.  მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 20.7% თვლის პრობლემად ფუნდამენტური  უფლებების დაცვას, პირველი რიგის პრიორიტეტებში ამ პრობლემის მოგვარება გამოკითხულთა მხოლოდ 3.5%-მა დაასახელა.

ოპტიმიზმის მაჩვენებელი

გამოკითხულთა უმეტესობის აზრით (60%), მომავალ 2013-2014 წლებში, მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. 33%-ის აზრით, არ შეიცვლება, ხოლო 4% თვლის, რომ გაუარესდება.




 ახალი ამბები
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...