უკმაყოფილებას ახალი მრიცხველის დადგმა უშველის?

საზოგადოება

უკმაყოფილებას ახალი მრიცხველის დადგმა უშველის?

2011 აპრ 10 03:17:51
მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ბუნებრივი გაზით სარგებლობს, უკმაყოფილებას გამოთქვამს ტარიფთან დაკავშირებით. როგორც ქალაქ ოზურგეთში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლების ერთი ნაწილი გვეუბნება, გაზის საფასურს იმაზე მეტს ახდევინებენ, ვიდრე დახარჯეს.

_ 2007 წლიდან ვსარგებლობ ბუნებრივი აირით. 1კბმ-ში ვიხდით 50,05 ლარს, 2010 წლის ნოემბრიდან ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, გადასახადმა მოიმატა. მაგრამ არა ყველასთვის, არამედ მათთვის, ვინც შედარებით მეტს მოიხმარს. მივმართეთ კომპეტენტურ პირებს, რომლებმაც ასეთი პასუხი გაგვცეს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი დავალიანება, რაც განპირობებულია იმით, რომ მომხარებელთან მისვლამდე, სადღაც გზაში დაკარგულ გაზს (დაახლოებით 15 000 კბმ), თურმე, ვერ აღრიცხავს ამჟამად არსებული მრიცხველები. ამის გამო მოსახლეობას (და არა ყველას), ამ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, გადასახადი ეწერება გაზრდილი კოეფიციენტით. მათივე თქმით, უნდა შეიცვალოს მრიცხველები "სოკარისთვის" მისაღები 160-ლარიანი მრიცხველებით, რასაც ამ გაჭირვებულ პერიოდში მოსახლეობა ვერ შეძლებს. ამიტომ, გაგრძელდება გადასახადის მომატებულ ფასებში გადახდა.

მაშინ, როცა ტელევიზიით ყოველდღიურად ვისმენთ, გაზის ფასი არ არის მომატებული და არც მოიმატებსო, როცა პრეზიდენტი ბრძანებს, გაზი ყველაზე იაფი საქართველოშიაო, რატომ ვისჯებით ზოგიერთი მომხმარებელი ოზურგეთში და რატომ გვახდევინებენ ზედმეტს? ეს საქართველოში არსად არ ხდება.

გვინდა, ხმა მივაწვდინოთ პრეზიდენტს. იმედს ვიტოვებთ, ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა და მოგვარდება, _ ამბობენ აბონენტები.

ჩვენთან საუბარში "სოკარ-ჯორჯია გაზი გურიას" მთავარი ინჟინერი ზურაბ ტუღუში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც უწევს "ზედმეტი თანხის გადახდა", ურჩევს, ახალი მრიცხველები დაიდგას და ეს პრობლემა მოგვარდება:

_ ძველ მრიცხველებზე არ ხდება მაჩვენებლის ტემპერატურული კორექცია და ასეთ შემთხვევაში, "სოკარის" ბილინგის სამსახური ახდენს აღრიცხული გაზის ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტზე გამრავლებას, რაც პირდაპირ დამოკიდებულებაშია გაზის ტემპერატურაზე და იანგარიშება ფორმულით, რომელიც ყველა ძველი წარმოების მრიცხველების პასპორტებშია მოცემული.

_ მოსახლეობა ამბობს, რომ ოზურგეთის აქვს ძალიან დიდი დავალიანება, რადგან გაზი მომხმარებელთან მისვლამდე, გზაში იკარგება.

_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

_ ასევე, ამბობენ, რომ "სოკარი" ახალი მრიცხველების გაყიდვას მსგავსი ხერხით აპირებს.

_ ესეც არასწორია. შეუძლიათ, შესაბამისი მრიცხველი სხვაგანაც შეიძინონ. მთავარია, მას ჰქონდეს, ლაბორატორიის მიერ გაცემული ვარგისიანობის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი შეიძენს მრიცხველს "სოკარიდან", ჩვენ გარანტიას ვაძლევთ, გაფუჭებისას უფასოდ შევუცვალოთ. თუ, რა თქმა უნდა, მრიცხველი განზრახ არ იქნება დაზიანებული.

ზურაბ ტუღუშის თქმით, 1 კბმ გაზის ღირებულება სოციალურ მომხმარებელთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, არის 50,05 თეთრი (საუბარია ძველ აბონენტებზე). ხოლო ახალი აბონენტებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან "სოკარში", 2010 წლის 1 აგვისტოდან, 1 კბმ გაზის ღირებულება 59,7 თეთრია.




 ახალი ამბები
  • რას ითხოვენ ოზურგეთის "ბაზრის ტერიტორიაზე" მდებარე კერძო მაღაზიების მფლობელებიდღეს, დილიდან ოზურგეთის ბაზრად წოდებული ტერიტორის სივრცეში განთავსებული  შვიდი სასურსათო მაღაზიის მფლობელები,  ოზურგეთის მერიაში მივიდნენ.  როგორც ისინი ამბობენ,  დაასუფთავეს თავიანთი მაღაზიების წინ და მიმდებარე ადგილები, ყველაფერი მოაწესრიგეს და ითხოვენ ნებართვას, გააღონ მაღაზიები და მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა. ინდმეწარმეებს  ჯერ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე   შეხვდა. _ ყველაფერი მოვაწესრიგეთ.  თქვენი მხარდაჭერა გვინდა. ტერიტორია, სადაც მდებარეობს  ჩვენი მაღაზიები, ეგრეთ წოდებულ ბაზარს არ ეკუთვნის. ეს არის  მეორე ნაწილი, რომელიც „ბაზრის წყალის“ მეორე მხარეს მდებარეობს. იქეთ   მხარეს  არის „შპს“ „სოფლის ნობათი“.  იმ მხარეს გადავკეტავთ დროებით და დაგვრთეთ ნება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე არის ღია და ვაჭრობენ სასურსათო მაღაზიები,  ჩვენც იგივე უფლებით  ვისარგებლოთ. დავიცავთ ყველა მითითებულ წესს და კანონს. რა არის ეს, ქოთანივით ორი ყური აქვს მობმული ამ ბაზარს.  უზარმაზარ სივრცეს ორივე მხარეს ჭიშკარი აქვს. შიგ მოქცეულია ჩვენი მაღაზიებიც და ის აგრარული ბაზარიც. ყველას ერთად კი რატომღაც, ეძახიან ბაზარს, _ თქვეს ინდმეწარმეებმა: ხათუნა როყვამ, მზია ქიმაძემ, გიული მაისურაძემ და სხვებმა, რომლებიც წუხდნენ, რომ სასურსათო პროდუქცია  უფუჭდებათ, აქვთ ვალი და ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს სავაჭრო ობიექტებია, რომ სახლში პური მიიტანონ. ოსიკო თოთიბაძემ განუმარტა მათ, რომ ახლა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა.  რაც შეეხება გაღებას თუ დაკეტვას,  ეს არის სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრეროგატივა და მუნიციპალიტეტის დონეზე არ წყდება. _ ადგილზე ანტისანიტარიაა, არ არის წყალი, საპირფარეშო. მუდამ მოუწესრიგებელია იქაურობა და ამიტომ დაიკეტა. არავის აქვს თქვენი ინტერესი, პირიქით, გვსურს, მალე მოწესრიგდეს ყველაფერი და იმუშაოთ კუთვნილ ადგილებზე, _  უთხრა მან ინდმეწარმეებს. _ საკვირველია, რატომ აღიქვამენ ჩვენს მაღაზიებს „ოზურგეთის აგრარულ  ბაზრად?“, ვინ მოაქცია ეს უზარმაზარი სივრცე „ერთი შემოღობილის “  სივრცედ, არ ვიცით. ხომ იცით, რომ ბაზარი იქით მხარეს არის. ჩვენ გადავკეტავთ იმ ხარეს, აქედან კი ჭიშკარში დადგეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. თუ ნებას დაგვრთავთ, ჩვენ დავაყენებთ ხალხს და ზედმიწევნით დავიცავთ დისტანციას, ყველა მითითებულ წესს, _ თქვა ინდმეწარმე გიული მაისურაძემ. მაღაზიების მეპატრონეებთან შესახვედრად, მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია მოვიდა და თითოეული მათგანს მოუსმინა. ყველა ითხოვდა დახმარებას, რომ მაღაზიების გახსნის ნება დაერთოთ. ისინი ხაზგასმით ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე,   რატომ დაიკეტა ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სასურსათო მაღაზიები. _ თუ აქ არ შეიძლება ჩვენი შეშვება, მოგვეცით სხვა ტერიტორიაზე ადგილები მაღაზიებში, რომ ვიმუშაოთ და თავი ვირჩინოთ. ჩემს შვილს მაღაზია დაუხურეს თბილისში და ჩამოვიდა შინ. დავსხედით სახლში ყველა უმუშევარი. ასე ადამიანი  შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს,  _ თქვა  ინდმეწარმე  მზია ქიმაძემ. _ ყველანაირად ვეცადეთ, რომ არ დაკეტილიყო ეს ტერიტორია. თუმცა, მაინც მივედით  იმ დასკვნამდე  რომ  დაიკეტა. ჩემზე არ არის ეს დამოკიდებული. ამისთვის  სეს-ის   და ჯანდაცვის რეკომენდაციაა საჭირო. თუ  ისინი იქნებიან ამაზე თანახმა, მე წინააღმდეგი არ ვარ. დაგეხმარებით, თუმცა, წესრიგი მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. სეს-ის რეკომენდაცია თუ იქნება გათვალისწინებული, ამის შემდეგ  უნდა მოხდეს შესაბამისი პროცედურა, როგორც ეს მოხდა დაკეტვის დროს. ახლა მე დავუკავშირდები სეს-ის გურიის რეგიონული   სამსახურის ხელმძღვანელს, მანანა ერქომაიშვილს, რომ ადგილზე გაეცნოს ვითარებას, _ უთხრა ინდმეწარმეებს ზურაბ ნასარაიამ. საუბრის დასრულების შემდეგ, ინდმეწარმეები ადგილზე დაბრუნდნენ. ამ წუთებში  ისინი ადგილზე სეს-ის რეგიონული წარმომადგენლების მისვლას ელოდებიან. მანანა ერქომაიშვილმა „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ აპირებს ადგილზე მოსვლას, თუმცა,  ჯერჯერობით, არ ... ...
  • ვიდეო, რომელმაც გული არაერთ ადამიანს გაუთბომეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე იცეკვა. ვიდეო ამერიკის შეერთებულ შტატებში, უისკონსინში არის გადაღებული. 97 წლის ჩაკი საკუთარი სახლის წინ ცეკვავს. ვიდეომ, სოციალური დისტანციის პირობებში,  მსოფლიოში არაერთი ადამიანის გული გაათბო, მათ შორის ტიმბერლეიკისაც. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩაკის ცეკვამ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. 2018 წელს ფრენკ სინატრას "Let it snow"-ზე,  ხოლო 2017 წელს "Jingle Bells"-ზე ... ...
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას (R)მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ და ხანდაზმული ასაკის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა თანადგომას. უწყებამ, ამჯერად, აღნიშნული კატეგორიის 2200 ვეტერანისათვისმოამზადა სასურსათო კალათები, რომლებიცორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბითდარიგდება.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძელებსვეტერანთა მხარდაჭერას მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმებაბენეფიციართათვის 1000 ასეთივე სასურსათო კალათის მომზადება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! #StopCov#Covid19 #დარჩისახლში ... ...
  • კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 8 აპრილიდან დღემდე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ უარი დაახლოებით 3000-მდე კომუნალური სერვისის დაფინანსებაზე თქვა, რაც მოიცავს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მოსაკრებელს. „სურვილის შემთხვევაში უარის თქმა მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე მარტივი ფორმის შევსებით შეუძლიათ. მარტის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმის შესაძლებლობა ხვალ, დღის ბოლომდეა. ეს დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს“, - აღნიშნავს ნარმანია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. დეტალური ინფორმაცია სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ იხილეთ ... ...
  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - მამა დიმიტრი ვეკუაეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. "ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...