"ადითის“ მედპერსონალს აუღებელი ხელფასების ნაწილი დღეს უნდა ჩაერიცხოს

gurianews.com

საზოგადოება

"ადითის“ მედპერსონალს აუღებელი ხელფასების ნაწილი დღეს უნდა ჩაერიცხოს

2013 აპრ 22 14:00:07

ზენაიშვილი ლანჩხუთის ,,ადითის“ მედპერსონალს შეხვდა და მათ სახელფასო პრობლემებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც ზენაიშვილი ექიმებს დაპირდა, მათი ხელფასების ერთი ნაწილის დაფარვა, სავარაუდოდ დღეს დაიფარება, ნაწილი კი თვის ბოლოს.

ამირან ზენაიშვილმა ,,გურია ნიუსთან“ ლანჩხუთელი მედპესონალთან შეხვედრა შეაფასა:

_ ,,ჩემი ლანჩხუთში ვიზიტს რაც შეეხება, ეს არის არსებული პრობლემები ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საავადმყოფოებში, როგორც სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიას ჰქონდათ აღებული, ამ შემთხვევაში ,,ადითზე“ გვაქვს საუბარი. თვეების განმავლობაში ეს ადამიანები მიმართავდნენ, როგორც ჯანდაცვის კომიტეტს პარლამენტში, ასევე სამინისტროს და ითხოვდნენ მათგან ამ პრობლემებში გარკვევას. მინდა გითხრათ, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე შეხვდა ამ ადამიანებს, მოისმინა მათი პრობლემები და აქტიურად ჩაერთო ამ საკითხების გადაწყვეტაში. ბატონი მინისტრიც დაინტერესდა ამ პრობლემით, ძალიან დიდი დრო დაუთმო მან ამ საკითხების განხილვას, შეხვდა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ,,ადითის“ ხელმძღვანელობას და აიღო მათგან გარანტიები, რომ უახლოეს მომავალში გაისტუმრებენ ამ სახელფასო დავალიანებას. როგორც ვიცი ორშაბათს უკვე ხელფასების ერთი ნაწილი დაირიცხება, მეორე ნახევარი ამ თვის ბოლოს და შემდეგ ისევ დასხდებიან იმ საკითხების მოსაგვარებლად რაც ,,ადითს” გააჩნია. მედიკოსებმა გამოთქვეს წუხილი სამუშაოს დაკარგვასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ მათ ეს ადგილები უნდა შეუნარჩუნდეთ, ამისთვის საჭიროა მესაკუთრე კომპანიამ განავითაროს თავისი ორგანიზაცია, ბაზარზე გახადოს კონკურენტუნარიანი იმ დონეზე, რომ შენარჩუნებულ იქნას და პირიქით განვითარდეს ეს საავადმყოფო. ამისთვის რათქმაუნდა უნდა გადაიხედოს ის სატენდერო პირობები, რაც მათ გააჩნდათ არის თუ არა შესრულებული. დღეს მათთან ჩამოვედი იმისთვის, რომ გადმომეცა ის ანგარიში რაც მათი თხოვნის შემდეგ გამოვიკვლიეთ. სავარაუდოდ, ალბათ ის საერთო პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ჯანდაცვის სისტემაში, უფრო მობილიზებულსა და მოქნილს გახდის სისტემას. არ იქნება ეს ადამიანები დამოკიდებული იმაზე თუ როდის დაურიცხავს სადაზღვევო კომპანია მათ ხელფასს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დროულად ურიცხავს სადაზღვევო კომპანიებს თანხას, რატომღაც მათგან გვიანდება საავადმყოფოზე თანხის გადარიცხვა.

_ რაც შეეხება ხელშეკრულებას ,,ადითთან“, გაუგრძელდა თუ არა მას ხელშეკრულება?

_ მე ვესაუბრე ,,ადითის“ წარმომადგენელს. როგორც ასეთი, გაგრძელების საკითხი არ დგას. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ პირობას, ლიცენზიის შეჩერებს საკითხი შეიძლება დადგეს. მე ვერ გიპასუხებთ კონკრეტულად ხელშეკრულებაზე ვერაფერს, რადგან ვმუშაობდით ხელფასების პრობლემასთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, თვის ბოლომდე ორგანიზაციის ებრაელი ხელმძღვანელი უნდა ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ყველა საკითხი მათთან.



 ახალი ამბები
  • ​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. სპეცოპერაცია ... ...
  • არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.  "ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე - პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის ... ...
  • "დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ" _ ილია მეორე სპეცოპერაციას ეხმაურებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - ამბობს  ილია მეორე. ... ...
  • ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში  დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები,  ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს.  როგორც ირკვევა,  ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა.  აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.  აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით ... ...
  • ვინ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიასარაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს - ამ ინფორმაციას  ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  “მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _  გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...