"აჩეხილი ხეები ხავსმა შეჭამა, უსამართლობამ _ მე!"

საზოგადოება

"აჩეხილი ხეები ხავსმა შეჭამა, უსამართლობამ _ მე!"

2019 მარ 25 14:28:49

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები მარტოხელა მოხუცი, შორენა სიმონიშვილი 73 წლისაა. მას ერთადერთი და ჰყავს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მისი დამხმარე არავინაა. ჯერჯერობით, შეძლებისდაგვარად შრომობს და საკუთარ თავს, როგორც თავად გვეუბნება, მეზობლების და მთავრობის შეწუხების გარეშე პატრონობს.

ორი წლის წინ, "გურია ნიუსი" შორენა სიმონიშვილის ნაამბობის საფუძველზე, წერდა, რომ მის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლებმა, დაუკითხავად მოუჭრეს მრავალწლოვანი წაბლის ხე, მერე კი საუკეთესო ჯიშის ბლის ხეები და მურყანი.

ფაქტი "გურია ნიუსმა" ადგილზე გადაამოწმა. შორენა სიმონიშვილის თქმით, ხეების მოჭრის მიზეზი მისსავე საკარმიდამოში გამავალი ელექტროგადამცემი ხაზებია, რომელიც, ენერგოკომპანიის თანამშრომელთა თქმით, არ უნდა დაზიანდეს.

_ მაშინ მოვიდნენ და ასწლოვან ხეებთან ერთად, ოთხი ძირი საუკეთესო ჯიშის ბლის ხე მომიჭრეს. თან მითხრეს, თბილისიდან არის ბრძანება და შენ ვერ გაგიწევთ ანგარიშსო. ეს ხეები ისეთი ქარსაფარი იყო, უკეთესს ვერ ინატრებდი. ბალი და წაბლი რასაც ისხამდა, იმით თავს ვირჩენდი. მთავრობა რამეზე შევაწუხე? ზოგი რომ ყოველ კვირაში იქ დარბის, უჭირთ თუ არ უჭირთ, არიქა, ფული მომეცით, არიქა, დახმარება დამინიშნეთო, ჰგონია ვინმეს, რომ მე წამლის ფული არ მჭირდება? სულ აფთიაქში ვარ. თვალები ისე მაწუხებს, დარსა თუ ავდარში, ცრემლი მდის. რას მერჩოდნენ, სად ხდება ასე, მარჩენალი ხეხილოვნები დაუნდობლად, უბოდიშოდ მოგიჩეხონ და გაიძურწონ?! დავდივარ მას შემდეგ, ვტირი, სამართალს ვითხოვ, მაგრამ ერთი უკმეხი პასუხის გარდა, ვერაფერი მივიღე. კიდევ ერთხელ მოვადექი "გურია ნიუსის" კარს, იქნებ ვინმეს შეასმინოთ, რომ ადამიანის ასე დაჩაგვრა და აბუჩად აგდება არ შეიძლება. აბა, ერთი პატრონი მყოლოდა, თუ გამიბედავდნენ?! დამიბრიყვეს... _ ტირის ქალბატონი.

შორენა სიმონიშვილი ამბობს, რომ "უგულო ადამიანებმა ეკოლოგიური კატასტროფა მოუწყვეს საკუთარ ეზოში" და გვაწვდის წერილს, რომელიც "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალიდან მისი საჩივრის პასუხად მიიღო.

"ქალბატონო შორენა! თქვენი 2017 წლის 28 აპრილის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ "ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" დადგენილების თანახმად, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს, ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში, ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები. ამდენად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვიდან გამომდინარე, ასევე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ შეასრულა ვალდებულება და ჩაატარა აღნიშნული სამუშაოები. ამასთან შეგახსენებთ, რომ სპეციალური ჭრების შედეგად მოჭრილი ხე-ტყე დატოვებული იქნა ადგილზე. აქვე განგიმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული დადგენილების მეოთხე მუხლის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებში აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. მათ შორის, მცენარეების, ხეების დარგვა და სხვა", _ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს ფილიალის დირექტორი კახა ქიტესაშვილი.

შორენა სიმონიშვილი გაკვირვებულია, მისივე თქმით, ასეთი უგულო პასუხით: _ გულქვა უნდა იყო ადამიანი, რომ დაწერო, ასეთი ნაყოფიერი ხეხილოვანები, უზარმაზარი წაბლისა და ბლის ხეები მოგიჩეხეთ და ადგილზე დაგიტოვეთო.

ნუთუ კომპენსაციის სახით არაფერი მეკუთვნოდა? ეს აჩეხილი ხეები ხავსმა შეჭამა, უსამართლობამ კი მე შემჭამა. ორი წელია ყრია ეზოში. ზოგი კი გამოვიყენე შეშად, მაგრამ ამხელა მორების დაჩეხვა მე სად შემიძლია?! მუშაც არაა სოფელში. ხან კი მივეცი ფული ვიღაცას, რომ დამხმარებოდა, მაგრამ ყოველთვის ეს ფულიც არაა. სასამართლოში სირბილიც აღარ შემიძლია, თუმცა, ვატყობ, არავინ არაფერი შეისმინა და იძულებული გავხდები, ვირბინო სიმართლის საძებნელად, თუ მივაღწიე ბოლომდე. ჩემი სიმდიდრე 800 კვმ. მიწის ფართობია, რომელზეც ეს ხეხილოვნები გამაჩნდა, მოდგნენ და უმოწყალოდ გამიჩეხეს, _ ამბობს ის.

"გურია ნიუსი" "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს, გია ნაკაიძეს დაუკავშირდა და აღნიშნული ამბავი შეახსენა.

_ როდის იყო ეს ქალბატონი ჩვენთან? რაღაც არ მახსოვს. მოვიდეს ჯერ აქ. ჩვენ ადამიანი უყურადღებოდ არასდროს დაგვიტოვებია. ნამდვილად მოგვმართა? _ გვკითხა ნაკაიძემ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ორი წლის წინ გია ნაკაიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას თქვა, რომ კონკრეტული ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა:

"ასეთ სამუშაოებს აწარმოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელთანაც სათაო ოფისი დებს ხელშეკრულებას და მე, პირადად, ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ არაფერი ვიცი. არსებობს დადგენილება შეზღუდვების შესახებ, რომელიც იმ ტერიტორიებს ეხება, სადაც ელექტროხაზები გადის. დეკემბერში ასეთი სამუშაოები სოფლებში _ მაკვანეთსა და შემოქმედში ჩატარდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამაც იცის. სიმონიშვილის კარმიდამოში გაჩეხილი ხეების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, არც არავის მოუმართავს. სასურველია, ქალბატონმა მოგვმართოს განცხადებით, რომელსაც გადავაგზავნით სათაო ოფისში და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ".

გია ნაკაიძეს, როგორც სიმონიშვილი გვეუბნება, სწორედ ამ პასუხის შემდეგ მიმართა და მიიღო ის პასუხი, რასაც მარტოხელა მოხუცი უგულო, უპასუხისმგებლო და უსამართლო ადამიანების დაწერილს უწოდებს.

ადვოკატი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ადამიანისთვის ასე უდიერად მოპყრობა დაუშვებელია:

"შეზღუდვები არსებობს, თუმცა, ადამიანისთვის ასე უდიერად მოპყრობა დაუშვებელია. უკიდურეს შემთხვევაში, დაზარალებულმა სამართლებრივი გზით უნდა იბრძოლოს. მზად ვართ, დავეხმაროთ", _ ამბობს ის.

შორენა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, სამართლებრივი გზით მოუწევს ბრძოლა.

 "გურია ნიუსი" "ენერგო-პრო ჯორჯიას" პიარმენეჯერს, ეკა ურიდიას დაუკავშირდა. პიარსამსახურში შეგვპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ მოიკვლევენ და დაგვიკავშირდებიან.

ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს შორენა სიმონიშვილის საქმეს.




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 პატიმარი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. „ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება პირობითი მსჯავრისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“, – განაცხადა ... ...
  • პროფესიული გადამზადების კურსებზე სწავლა 1426-მა ბენეფიციარმა დაიწყოსოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“  ფარგლებში,  მოკლევადიან კურსებს 1426 ადამიანი გაივლის. თბილისსა და 11 მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.  მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.  პროგრამაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, 30 პროფესიული სასწავლებელია ჩართული. სასწავლო კურსები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზეა შემუშავებული. პროგრამის მონაწილეები 31 მოთხოვნად პროფესიას ეუფლებიან. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.    სწავლის დამთავრებისთანავე, კურსდამთავრებულებს სოციალურ მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისა და კვალიფიკაციის შესაბამისად,  მყისიერი დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.   „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“  მეორე ეტაპი 2019 წლის სექტემბერში ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მინიმალურ დონზეა დასული“_ ნიკა ჩიტაძე„საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების აღარ სჯერა. 2013-2014 წლებში პარტიის ლიდერისადმი ნდობის ხარისხი 50%-ს აღემატებოდა, დღეს კი მისი რეიტინგი მინიმალურ დონეზეა დასული“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ. ჩიტაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და ამბობს, რომ “ხელისუფლებამ  არარაციონალური მოქმედებებით, მათ შორის, ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე  წყალი დაასხა“. _ ბატონო ნიკა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი პანკისის ხეობაში სამართალდამცავებისა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ მწვავე დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობის უმეტეს წილს შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს. იმ ფონზე, როცა ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა, როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო ძალადობრივი ქმედებების განხორციელების მიზნით ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა? _პირველ ყოვლისა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შს სამინისტროს აღნიშნულმა ქმედებამ საქართველოს ინტერესები დააზიანა. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში ჰიდროელექტრორესურსების გამოყენება აუცილებელია. მაგალითისთვის, ჯამში საქართველოს, დაახლოებით, ჰიდროელექტრორესურსების 15%-მდე აქვს ათვისებული. ჰიდროელექტრორესურსების მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში კი, საქართველოს შეუძლია, დაახლოებით, 150 მილიარდ კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავოს. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ პანკისის მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა. აღნიშნულ რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელდეს, ხელისუფლებამ კი საკუთარი არარაციონალური მოქმედებებით, მათ შორის, ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით, რაც სრულიად გაუზრებელი ნაბიჯი იყო, საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე წყალი დაასხა.   _მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პანკისში სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირება სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურისა და პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირისპირების შედეგია. აღნიშნულის შესახებ რას ფიქრობთ?! გავლენების გადანაწილების მიზნით, შესაძლოა, მაღალჩინოსნებს შორის შიდაპარტიული ბრძოლა მიმდინარეობდეს? _მაღალჩინოსენბს შორის დაპირიპირება გამორიცხული არ არის, თუმცა აღნიშნულის დამამტკიცებელი საბუთი, ჯერჯერობით, არ არსებობს, ამიტომ ამ თემის შესახებ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვარაუდების შესახებ იმ შემთხვევაში ვისაუბრებ, თუ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირების კონკრეტულ ფაქტი გამოიკვეთება. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ კარგად გაიგოს, პანკისი ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ქვეყნისთვის სასარგებლო არის თუ არა.   _ 2 წლის შემდეგ ირკვევა, რომ პარლამენტმა ზაზა ხარებავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კანონდარღვევით დაამტკიცა.  კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი”, რომელმაც ხარებავა კანდიდატად წარადგინა, სასამართლოში წარმომადგენლობით საქმიანობას არ ახორციელებდა, რაც კანონის მიხედვით, კანდიდატის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება. ნიშანდოვლივია ის ფაქტი, რომ ხარებავა ამავე საბჭოს წევრის, სასამართლო კლანის წევრად მიჩნეული ირაკლი შენგელიას მეჯვარე და შვილის ნათლიაა, აღნიშნული ფაქტი, როგორ ფიქრობთ, სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასა და კორუფციის არსებობაზე მიუთითებს? _ ფაქტები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა და ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს. როგორც ცნობილი ფილოსოფოსი ციცერონი იტყოდა, მართლმსაჯულება სახელმწიფოს საფუძველია. სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის არსებობა კი ნიშნავს იმას, რომ საქმე კლანურ მმართველობასთან გვაქვს.  სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმის არსებობა ყველა უწყებასთან შედარებით ბევრად უკეთ ჩანს. პრობლემაა ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსები გამჭვირვალედ არ ტარდება.   _ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების ზრდის ფონზე, როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ 2020 წლამდე მსხვილ საკადრო ცვლილებებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე, განახორციელებს?  _ 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ახალ სახეებს ვიხილავთ. გამორიცხული ისიც არ არის, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე უახლოეს მომავალში შეიცვალოს. იმ ფონზე, როცა მოსახლეობა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს, პარტიის ლიდერი ვიღაცებს განტევების ვაცის როლს აუცილებლად მოარგებს. აღსანიშნავია, რომ  საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ბიძინა ივანიშვილის აღარ სჯერა, 2013-1014 წლებში მისდამი ნდობის ხარისხი 50%-ს აღემატებოდა, დღეს  კი მისი რეიტინგი მინიმალურ დონეზეა ... ...
  • ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი (R)საქართველოს ბანკმა, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 26, 28 და 29 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 27 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express სერვისცენტრებიც, იმუშავებენ  ჩვეულ რეჟიმში, სტანდარტულად დადგენილი სამუშაო საათების მიხედვით. მომხმარებელს მოქმედი სერვისცენტრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია მიმართოს, სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: 2 444 444. სატელეფონო მომსახურების ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ასევე, ინფორმაცია საქართველოს ბანკისა და Express ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგთან დაკავშირებით  ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულებზე: საცალო საბანკო მომსახურების სერვისცენტრების განრიგი: https://bankofgeorgia.ge/retail/ge/about-us/news?n=442 ექსპრეს ბანკის სერვისცენტრების განრიგი: http://expressbank.ge/ge/about-express/news?n=251 30 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია _ ოცნების კანდიდატს მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს" (R),,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები აბსურდულია და გამოწვეულია იმ შიდა კვლევებით, რომლს მიხედვითაც ოცნების კანდიდატს მოსახლეობის  65 % უჭერს მხარს” _  ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ლაშა გვასალია.  „ამ მონაცემების გამო ნაციონალები აგონიაში არიან და გადმოდიან აბსურდულ ბრალდებებზე, არავინ არ ახდენს ზეწოლას, ზეწოლები და ხალხის დაშინება მათი მოგონილია. აბსურდულია ნაციონალური მოძრაობის ბრალდება, თითქოს ჩვენ საარჩევნოდ არაზუგდიდელებს ვარეგისტრირებთ. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე და იმ კვლევას უკავშირდება, რაც ჩატრადა  და რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 65% ლიდერობს“ _ აცხადებს ლაშა გვასალია. მისივე განმარტებით ცნობილია ნაციონალების ადგილობრივი ლიდერების ვინაობაც  ვინც რეგიონის მუნიციპალიტეტებში აქტივის მობილიზებას და ზუგდიდში ჩაწერებს ახდენს.  ,,რაც შეეხება ჩაწერების  თემას, პირიქით მათი მხრიდან ხდება  მომხრეების მობილიზება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და ზუგდიდში ჩაწერა, შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები.  ხობში ამ პროცესს ია ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, წალენჯიხაში ელგიჯა მესხია, ფოთში კი დარეჯან ცხვიტარია, ეს ადამიანების ახდენს აქტივის მობილიზებას და ჩაწერების გაკეთებას. შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამას არჩევნებზე დავამტკიცებთ“ _ აცხადებს ლაშა ... ...

არქივი

ზაფრანი

თამაში თუ რეალობა...

ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი...

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების...

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად?

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ...

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...