,,აგრესიისგან დაცვა მხოლოდ ეკლესიას ხელეწიფება“_ ალექსანდრე ერქვანია

საზოგადოება

,,აგრესიისგან დაცვა მხოლოდ ეკლესიას ხელეწიფება“_ ალექსანდრე ერქვანია

2018 მაი 16 18:32:17

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ერქვანია მოზარდებში გახშირებულ ძალადობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთადერთი ქმედითუნარიანი გზა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პროცესში სასულიერო პირების ჩართვაა. ამასთან, როგორც ერქვანია აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები მსგავსი ტიპის  პრობლემებს ვერ გადაჭრის.

,,სამწუხაროდ, ბოლო დროს ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ  გვიწევს დაფიქრება და გაანალიზება  თუ რატომ არის ჩვენი საზოგადოება  და განსაკუთრებით ახალგაზრდები ასეთი აგრესიული და მოძალადეები. რატომ  ვერ ვიტანთ ერთმანეთს, რატომ არ შეგვიძლია  ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, რატომ ვიმეტებთ ერთმანეთს  სიკვდილისათვის, რატომ გახდა ჩვენთვის უცხო მიმტევებლობა, რატომ დავკარგეთ შენდობის უნარი, რატომ აღარ შეგვიძლია სხვისი  სიხარულის გაზიარება და გასაჭირში მყოფთათვის თანადგომა. ამ ყველაფრის მიზეზია ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ის გარემო, სადაც  იზრდებიან ჩვენი შვილები, ამპარტავნობამ, შურმა და ცილისწამებამ  შეიპყრო ჩვენი საზოგადოება. დღეს ქვეყანაში ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და ამას წარმოაჩენენ ადაიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად. მიმდინარეობს ყალბი თავისუფლებისა და ფასეულობების პროპაგანდა. ახალგაზრდებს თავს ახვევენ გარყვნილ და უზნეო ცხოვრების წესს. სატელევიზიო სივრცე სავსეა ძალადობრივი ფილმებითა და  სიუჟეტებით. მშობლები ვეღარ იცლიან შვილებისთვის, ისინი აღარ ურთიერთობენ ბავშვებთან. ქვეყანაში მოშლილია უმცროს-უფროსის პატივისცემა, გახშირებულია ოჯახში ძალადობა და განქორწინება, რაც პირდაირ უბიძგებს მოზარდ თაობას ერთმანეთის მიმა დაუნდობლობასა  და შეუწყნარებლობისკენ, ამ პრობლეას ვერც წარმოდგენილი კანონპროექტით და ვერც სხვა  კანონების გამკაცრებით ვერ გადავჭრით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის, რომ ბავშვებს სკოლიდანვე ვასწავლოთ ერთმანეთის  სიყვარული და პატივისცემა. სასულიერო  პირებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ბავშვთა აღმზრდელობით და საგანმანთლებ საქმიანობაში, რადგან არც მანდატურებს და არც ფსიქოლოგებს არ ძალუძთ აგრესიისგან დაცვა, ეს მხოლოდ ეკლესიას ხელეწიფება“,_განაცხადა ერქვანიამ.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...