აკა სინჯიკაშვილი თეონა ბაღდავაძეს ქველმოქმედებისთვის შეგროვებული თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

საზოგადოება

აკა სინჯიკაშვილი თეონა ბაღდავაძეს ქველმოქმედებისთვის შეგროვებული თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

2017 ივნ 16 18:49:38

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მარკეტინგის მენეჯერს თეონა ბაღდავაძეს საქველმოქმედო მიზნებისთვის შეგროვებული თახნის მითვისებაში ადანაშაულებს:

"სულ ყველაფერზე მნიშვნელოვანი განცხადება_ ამ წლის იანვარში დამიკავშირდა მარკეტინგის მენეჯერი Tayona Bagdavadze და შემომთავაზა საქართველოში ჩაგვეტარებინა საერთაშორისო საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia. აიღო ყველანაირი ფინანსური და სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობა და მე მთხოვა დახმარება ყველაფრის ორგანიზებაში.

შეგროვებული თანხა მთლიანად უნდა გადმოეცა ჩემთვის და მე ამ ფულით უნდა მეყიდა მიწა, რომელზეც უნდა ამეშენებინა შენობა სოციალურად დაუცველთათვის.

ამ კამპანიის დამთავრებისას _ ანუ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, გუშინდელ დღემდე, მეუბნებოდა, რომ არ არის სრულად ფული ამოღებული ყველა ქსელიდან და ცოტა ხანს დამეცადა.

გუშინ დამიბარა თავისთან, ოფისში, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა, რომ სულ კამპანიიდან შეგროვდა 75000 ლარი. ანუ, სულ გაიყიდა 15000 ცხვირი. ამ 75000 ლარიდან მე გადმომეცა სულ 35000 ლარზე ოდნავ მეტი _ თუ არ ვცდები 300 ლარით, რომელიც ახლაც მე მაქვს. დანარჩენი, როგორც მითხრა არის ჩამოტანის ხარჯები და 10000 ლარი გადასცა ავადმყოფ ბავშვს საოპერაციოდ.

მე ვუყურე, რომ მართლა მთელ საქართველოს წითელი ცხვირი ეკეთა. მარტო მე, ბევრი კომპანია დამიკავშირდა ცხვირების საყიდლად, რომელებიც თეონასთან გადავამისამართე. იყიდებოდა მაისურები, კომპანიები იხდიდნენ სასპონსორო თანხებს და მართლა ათასობით ფული გროვდებოდა.

ეჭვი გამიჩნდა, რომ თეონა ბაღდავაძემ ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას _ ჩემი აზრით მინიმუმ 35000 ლარი. დავადექი დღეს და ვუთხარი, რომ ამ მოპარულ ფულს თუ არ დააბრუნებდა, გავაკეთებდი განცხადებას და საქმეს გადავცემდი საგამოძიებო ჯგუფს. თუ დააბრუნებდა, კაცურად არაფერს ვიტყოდი და სათქმელიც აღარაფერი იქნებოდა, ბოლობოლო იქნებ მართლა გამორჩა სადმე ეს ფული.

ჯერ მითხრა, რომ ამ ფულს ვისესხებ და მოგცემო, მერე ეტყობა ვიღაცა თავისზე ჭკვიანი ნახა და გამოაცხადა _ მართალი ვარ და ქურდი არ ვარო.

ხვალ დავწერ განცხადებას და ხალხის სახელით ვუჩივლებ ამ ადამიანს, რომელზეც ჩემი პირადი აზრი გამაჩნია _ რომ მოიპარა თავისთვის, ხალხის მიერ შეგროვებული ავადმყოფებისთვის, უსახლკაროებისთვის და ობლებისთვის შეგროვებული ფული. ეხლა მეუბნება მაშანტაჟებო, ვითომ ჩემი ფულის დაბრუნებას ვთხოვ.

მე ვამბობ - თუ ძიება დაადგენს, რომ ამ კამპანიიდან 15000 ცხვირი გაიყიდა და მეტი არაფერი შემოსავალი არ ყოფილა, თეონა ბაღდავაძე მართალია, რომ ხალხს 35000 ლარის მეტი არ ეკუთვნოდა ამდენი ათეული ათასიდან და მე ქურდობას ვაბრალებ, ჩემით მოვიკლავ თავს, ან ჩავჯდები სამუდამოდ ციხეში. მაგრამ თუ გაირკვა, რომ იტყუება და ამდენ ხალხს გვადებილებს, პირობას გაძლევთ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!

სათითაოდ ვიპოვი ყველა ცხვირის მყიდველს, სათითაოდ ვიპოვი ყველა კომპანიას და სათითაოდ დავითვლი ყველა ჩარიცხულ ლარს. მეტი არ მინდა სადმე ლარიანი ვნახო დაკარგული, მთელ ფულს უკან დააბრუნებს და კანონი დასჯის. თუ მე ავტეხე ტყუილად წივილი კიდევ, უფლებას გაძლევთ ფეხებით დამკიდოთ მოედანზე.

ჩემი ამ ფულიდან ერთი ლარი არ ყოფილა, ეს ხალხის შეგროვილია და ქურდობის უფლებას არავის მივცემ! მე ინტერესიც კი არ მაქვს არაფერი, იმის გარდა, რომ დაგპირდით შენობა იქნებათქო და ასეც მოხდება. დედას გეფიცებით ასე მოხდება.

პირველად შევეჩეხე ადამიანს ჩამწერებით, გამომწვევი ლაპარაკით და კიდევ აქეთ შემოტევით, რომ ვაშანტაჟებ. ეს იმისთვის დავწერე, რომ თქვენი ფულია ეს და უნდა იცოდეთ ვის აქვს! ყოველთვის ასე იყო რაც მიცნობთ და ყოველთვის ასე იქნება მომავალშიც. ბოდიში რა, შუბლზე არავის აწერია ვინ ვინ არის და კიდევ კარგი, რომ კანონი არსებობს ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად, _ წერს სინჯიკაშილი.

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა. მას შემდეგ რაც მან ჩვენ სატალეფონო ზარებს არ უპასუხა, სოციალურ ქსელში მივწერეთ. გვიპასუხა, რომ ამ საკითხზე სტატუსი უკვე დადო, თუმცა, მსგავი რამ ვერც მის კედელზე ვიპოვეთ და ვერც ორგანიზაციის გვერდზე. ჩვენ მასთან დაკავშირებას ისევ შევეცადეთ, თუმცა ბაღდავაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თუ ბაღდავაძე კომენტარის გაკეთებას მოისურვებს, ჩვენ მზად ვარ გამოვაქვეყნოთ




 ახალი ამბები
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...