აკეთის მოსახლეობა დაპირების შესრულების მოლოდინში

საზოგადოება

აკეთის მოსახლეობა დაპირების შესრულების მოლოდინში

16 ივლ. 2020, 12:40:17

არაერთი წელია, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას გზის პრობლემა აწუხებს. მათი თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება სირთულეს წარმოადგენს. მოსახლეობა კი, ხშირ შემთხვევაში, სოფელ აცანიდან შემოვლითი გზით სარგებლობს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ჩავიდეს.

მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაცემული პირობისა, რომ გზა გაკეთდებოდა, პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია. ადგილობრივთა თქმით, ჰქონდათ იმედი, რომ სოფლის მთავარი გზის მოწესრიგება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მათი ეს მოლოდინი არ გამართლდა.

"ეს უმოკლესი გზაა, რომელიც ლანჩხუთს მეზობელ ჩოხატაურთან და კურორტ ბახმაროსთან აკავშირებს, ამიტომ განსაკუთრებული დატვირთვა ზაფხულობით აქვს. დიდი იმედი და მოლოდინები გვქონდა, რომ გზის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყებოდა. რამდენიმე თვის წინ, სოფელ გაგურში მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი როცა შეგვხვდა ადგილობრივებს, გვითხრა, რომ გზის მშენებლობა დღის წესრიგში იყო და გაზაფხულისთვის აუცილებლად დაიწყებოდა. დაიმედებულები ვიყავით, ზაფხულის დადგომისთანავე მოწესრიგებული გზა გვექნებოდა, მაგრამ გაზაფხული კი არა, ნახევარი ზაფხული გავიდა და ჯერაც არაფერია გაკეთებული", _ ამბობს აკეთის მოსახლეობა.

მათი ინფორმაციით, სოფლის მთავარ გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება კვლავინდებურად პრობლემას წარმოადგენს. საუბარია, დაახლოებით, თხუთმეტ კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იწყება, ე. წ. "ინწრუას" ხევიდან და მთავრდება სოფელ ზომლეთის გადასახვევთან. მოსახლეობის თქმითვე, ამ ეტაპზე, მათი მხრიდან მთავარი აქცენტი გზის იმ შვიდკილომეტრიან ნაწილზე კეთდება, რომელიც სოფელ შუხუთიდან გაგურის ცენტრამდე მონაკვეთს მოიცავს: "უკვე აღარაფერს ვამბობთ სოფლის შიდა გზებზე, რომელიც, ასევე, მოუწყობელია და ავდარში ფეხით გადაადგილებაც კი ჭირს", _ ამბობენ ადგილობრივები.

"მთელ აკეთს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება და ისიც დღეში ერთხელ აკეთებს რეისს რაიონული ცენტრის მიმართულებით. ამ პანდემიის პირობებში, საბედნიეროდ, მოსახლეობის რაოდენობა აკეთის ადმინისტრაციის ოთხივე სოფელში გაიზარდა. ბევრი დაუბრუნდა მამაპაპისეულ კარ-მიდამოს და ყველა მათგანის საწუხარი ახლა ერთია _ სოფელს არ აქვს არა თუ კეთილმოწყობილი, არამედ ელემენტარულად მოწესრიგებული გზა და არც სასმელი წყალი, რომელიც ყველასთვის მთავარ საჭიროებას წარმოადგენს. სასმელ წყალს წყაროებიდან ვეზიდებით, გზაზე კი ისეთი მდგომარეობაა, მსუბუქი მანქანები გაჭირვებით დადიან. გზის უვარგისობის გამო, ტაქსიც ძნელად ამოდის სოფელში. სურსათისა და აუცილებელი ნივთების შესაძენად ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში გვიხდება ჩასვლა, რაც წამების ტოლფასია ჩვენთვის.

მოხრეშავენ ამ გზას, მოვა ნიაღვარი, წაიღებს, მერე ისევ მოიხრეშება და წლებია, ასე გრძელდება დაუსრულებლად. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ზამთარში მივიღეთ პირობა, რომ სოფლის გზა კაპიტალურად მოწესრიგდებოდა და დიდი იმედი გვქონდა, სიტყვა შესრულდებოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი შესრულებულა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო მოთმინების", _ ამბობს აკეთის მოსახლეობა და თუ უახლოეს პერიოდში აკეთის გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება არ დაიწყება, პროტესტის მწვავე ფორმით იმუქრებიან.

"თუ მოკლე ხანში ამ გზის მშენებლობა არ დაიწყება, ან არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ, ან სოფელ შუხუთთან ცენტრალურ მაგისტრალს გადავკეტავთ. როცა ცოტანი ვიყავით, დაგვჩაგრეს, ახლა უკვე ბევრი დაბრუნდა სოფელში და ყველა რომ სათითაოდ დავდგეთ გზის სავალ ნაწილზე და ტრანსპორტი არ გავატაროთ, ვნახავთ, თუ არ მოგვხედავენ. ყელში ამოვიდა ამდენი დაპირება. წლებია, სოფელს არ აქვს ცენტრალური გზა,

შიდა გზებზე ჯერ კიდევ არაფერი გვითქვამს და მთავარი გზა მაინც გაგვიკეთონ _ სოფელში ცხოვრება გვინდა, ოჯახები გვყავს", _ ამბობენ ადგილობრივები.

იმის გასარკვევად, თუ რატომ არ შესრულდა დათქმულ ვადებში აკეთის მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან გაცემული პირობა, "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდა.

როგორც სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ გვითხრა, აკეთის მთავარ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების კონკრეტულ ვადებში დაწყების პირობა მერიას არ გაუცია:

"ჩვენ სოფლის მოსახლეობას ვუთხარით, რომ დაპროექტება და გზის მშენებლობა 2020 წელს მოხდებოდა, თუმცა, არ თქმულა კონკრეტული ვადები. სამუშაო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს, რაც და ის მიმდინარე წლისთვისაა გათვალისწინებული".




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება (R)6 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი, ახალი პროექტების დაფინასებას განაგრძობს. ბანკისა და შპს ჯეო სტილის თანამშრომლობის შედეგად ლილოსთან, სოფელ გამარჯვებაში, ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.  პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან მსგავსი საწარმოს  სხვა ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ბანკის დაფინანსების ფარგლებში  კომპანია აკუმულატორების გადამუშავებით აწარმოებს ტყვიას. „შპს ჯეო სტილი“  წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას  გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას პროექტის განხორციელების პროცესი  პანდემიის პირობებში არ შეუწყვიტავს, რადგან ბანკმა მას შესაბამისი ფინანსური დახმარება COVID 19-ის პირობებშიც გაუწია.  „საქართველოს ბანკსა და „შპს ჯეო სტილს“ დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. ამჯერად კი ბანკისა და კომპანიის ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროექტს. საქართველოში აქამდე არ არსებობდა ტყვიის გადამამუშავებელი ქარხანა. ამიერიდან კი საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც განსხვავებული დარგების წახალისებას უწყობს ხელს. ბანკი მუდმივად მზადაა გვერდით დაუდგეს საინტერესო წამოწყებებს. ჩვენი და „შპს ჯეო სტილი“-ს თანამშრომლობაც სწორედ ამის დასტურია“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ... ...
  • კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყებასულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება. „ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, - განაცახდა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების სტანდარტებს აქვეყნებსფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.  ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი" და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.  რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.  ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.  რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ... ...
  • "სოლიდური თანხის სანაცვლოდ ინფორმაცია მომაწოდონ" _ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყოგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო. ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. „ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები დარბიან და, ალბათ, ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, _ განაცხადა ბაჩალიაშვილის ... ...
  • ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვესსამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...