ახალგაზრდებში ბულინგი ურთიერთობის ჩამოყალიბების ახალ ნორმად იქცა

საზოგადოება

ახალგაზრდებში ბულინგი ურთიერთობის ჩამოყალიბების ახალ ნორმად იქცა

2017 დეკ 4 11:58:55

ბულინგი, ჩაგვრა  ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც  საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. სულ რამდენიმე დღის წინ, ორი ახალგაზრდა ფიზიკური დაპირისპირების (ბულინგის) მსხვეროლი გახდა, მომხდარმა ფაქტმა პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. საქართველოში ბულინგის სიმწვავეზე კარგად მეტყველებს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა,  რომ  ბავშვებს შორის ხშირია,  როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. საგანგაშო კი ის არის, რომ ერთმანეთის ჩაგვრა, როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში დიდ პრობლემად არ აღიქმება. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა  გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ საკითხთან აკავშირებთ, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს ციცინო ბუკიასა და სამართალმცოდნე არჩილ ჭავჭანიძეს ვესაუბრეთ.

ჟურნალისტ  გიორგი ფოფხაძის განცხადებით,  პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წახალისება უნდა იყოს, რათა ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ უკეთ განვითარდნენ და ის უნარ-ჩვევები შეიძინონ, რაც  კაცთმოყვარეებად აქცევთ. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მომავალი თაობის აღზრდასა და ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

,,ჩემი აზრით, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იყოს და არა ნულოვანი ტოლერანტობა. ჯანსაღად  ცხოვრების წესი უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ისინი სპორტით, მუსიკით, ცეკვით, მხატვრობით, პოეზიით და ხელოვნების სხვა დარგებით უნდა დავაინტერესოთ. სწორედ, ეს უნდა იყოს  ეროვნულ  იდეოლოგია. მოზარდი თავის ენერგიას სპორტული მოედნის მაგივრად,  სოციალურ ქსელში არ უნდა ხარჯავდეს, მისი მთავარი პრიორიტეტი განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იყოს. ჩემი შვილები ყოველდღიურ რეჟიმში, სკოლის შემდეგ, დადიან  სპორტზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ლიტერატურულ წრეზე და შაბათ -კვირას სკაუტების შეკრებებზე, ფაქტობრივა, დრო არ რჩებათ უსაქმოდ ყოფნისთვის. გარდა ამისა, სკოლას დაყავს მუზეუმებში, ისტორიულ ადგილებში და ასე შემდეგ.  გვიკვირს, ევროპელი ბავშვები რატომ იზრდებიან ჰუმანურები, ლიბერალები და კაცთმოყვრეები, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ  განათლება და ჯანსაღი ცხოვრებაა. საფრანგეთში  სახელმწიფო იდეოლოგიად არის ქცეული ეს ყველაფერი. ჩვენც ეს უნდა ვაქციოთ სახელმწიფო პრიორიტეტად. სწორედ, სახელმწიფო უნდა გახდეს  პასუხისმგებელი მოზარდის სწორად ჩამოყალიბებაზე. სახელმწიფომ უნდა შეიგნოს რომ, მოზარდი, ჩვენი ქვეყნის მომვალია და როგორსაც გაზრდი, როგორ პირობებსაც შეუქმნი, ზუსტად ისეთივე შედეგებს მიიღებ“ , _ განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

 

როგორც ციცინო ბუკია ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბულინგის თვალსაზრისით საქართველოში მძიმე მდგომაეობაა. მისი თქმით, პრობლემა სწორი აღზრდითა და განათლებით დაიძლევა.

,,სამწუხაროდ, ბულინგი თანამედროვე სკოლებში მწვავე პრობლემაა. ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ადრეულ წლებშიც შეინიშნებოდა. ძირითადად დაცინვის საგანი მოსწავლის ჩაცმულობა იყო. აშკარაა, რომ დღეს ამ თვალსაზრისით გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. გამოსავალი ოჯახმა,სკოლამ, სასწავლო დაწესებულებებმა, ეკლესიამ, ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ. ყველა რგოლმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. ყველაზე დიდი პრობლემა გაუნათლებლობაა, ადამიანის პიროვნებად ფორმირების რთული პროცესი, პირველ რიგში, მისი აღზრდით იწყება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სწორი აღზრდა და განათლება ერთადერთი გამოსავალია“- განაცხადა ბუკიამ

სამართალმცოდნე არჩილ ჭავჭანიძის  განცხადებით, პრობლემის დასაძლევად,  ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სკოლის მერხებიდანვე უნდა ხდებოდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანებს შორის  ჩაგვრა და ერთმანეთის უფლებების შეზღუდვა.

,,პრობლმა  მეტად მწვავედ დგას ჩვენს სოციუმში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, მაგრამ  ჩვენს საზოგადოებაში მოძალადის გამოვლენა და სხვისი დახმარება,  თუნდაც სამართალდამცავების ჩართულობით, სირხვილად აღიქმეა, რაც უფრო ართულებს პრობლემის მოგვარებას. მნიშვნელოვანია, სახელწმიფოს მხრიდან გატარდეს ეფექტური ნაბიჯები. სამწუხაროდ, სკოლებში სათანადო ყურდღება არ ეთმობა არასრულწლოვნების პრობლემებს და არც მასწავლებლები ცდილობენ საკითხის სერიოზულად აღიქვან. სახელმწიფომ სკოლის მერხებიდანვე უნდა დაიწყოს ურვა, რომ  არასრულწლოვან მოსწავლეს მოქალაქეობრივი შეგნება აუმაღლდეს, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ  რატომ უნდა დაიცვან  და პატივი სცენ სხვათა უფლებებს.  მოზრდებს უნდა ესმოდეთ,  რომ ეს არა სურვილი, არამედ  კანონის წინაშე ვადებულებაა.ხშირად,  არასრულწლოვნები ვერ აღიქვამენ რა არის დანაშაული და  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას. სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები არაფორმალური განათლების ფარგლებში იღებდნენ ცოდნას თუ რა არის დანაშაული. აუცილებლია, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს  განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დანერგვა, რაც  არასრულწლოვანი პირების რესოციალიზაციას გულისხმობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სკლებში  არ არსებობს სათანადო მიდგომები, რესოციალიზაცია უფრო რთული გახდება. აუცილებელია, ახალგაზრდებს  სკოლის მერხებიდანვე ჩამოუყალიბდეთ, რომ არ აქვს უფლება დაჩაგროს და იძალადონ თანატოლზე. ბულინგი სხვადამიანზე  ზიანის მიყენებას გულისხმოს, რაც ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვებს იწვევს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აუცილებელია სათანადო ყურადღება დაეთმოს მსგავს საკითხე სასწავლო დაწესებულებებში. სწორედ, ეს იქნება მომავალში პრევენცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის“ -განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ასახულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაატარა. ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 109  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.  მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების განსაკუთრებით, მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან, მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია  მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.

ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა- 20.30%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან-47.10%, დამრიგებლის მხრიდან 61.50%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან- 78.80%. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს. მონიტორინგმა  გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა. საქართველოს მთავრობის დადგენილება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, როგორც აღნიშნულ  შემთხვევებზე რეაგირების სამოქმედო მექანიზმი, რესპონდენტთა მხოლოდ 2.8%-მა დაასახელა.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი  სხვა მრავალი გამოწვევის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებდა სახელმწიფოს, რომ შემუშავებინა  და წარემართა   კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად, თუმცა არც მექანიზმები შემუშავებულა და არც ძალადობის დასაძლევად გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. დღეს კი რისკი იმისა, რომ მოსწავლეთა შორის ბულინგის ძალმომრეობითი ფორმა კიდევ უფრო გაიზრდება ძალიან მაღალია, რადგან  მოსწავლეთა შორის ჩაგვრა ურთიერთობის  ჩამოყალიბების ახალ ნორმად იქცა.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთის "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვესლანჩხუთის საკრებულოს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათი განცხადებით, მანამ არ მიიღებენ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობას, სანამ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ ... ...
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...