აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდა


საზოგადოება

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდა

29 ნოე. 2020, 15:15:53

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად.

ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა.

შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.

შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს განაგრძობს.




 ახალი ამბები
  • ნინო ლომჯარია: "არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება"დღეს, ქალაქ ბათუმში გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.  “გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ _ წერს ფეისბუქზე ნინო ... ...
  • “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“ _ თოვლის ქანდაკება ვაკიჯვარშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა მიხეილ თავბერიძემ თოვლისგან ათენას ქანდაკება გააკეთა. “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“, - გვითხრა მიხეილ თავბერიძემ. მიხეილ თავბერიძე მხატვარია. ის სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის ... ...
  • “სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის“ დღეს, ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქციის  მონაწილემ ნაგავი გადააყარა თავზე. პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე ეხმაურება. “ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება,“ - წერს ფეისბუქზე სალომე ... ...
  • "ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი"- უგულავა„რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“ - არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პასუხობს. უგულავას თქმით, 51 დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამრიგად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია როგორც ოპოზიციური, ისე ქართული ოცნების ამომრჩევლისაგან, მას შემდეგ, რაც  „გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი“.  „51 დეპუტატმა უკვე მოგმართათ დეკემბრის ბოლოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასე, რომ უდიდესი უმრავლესობა ქართული ოპოზიციის, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია მაზე, რომ ეს არის ერთპარტიული,მიტაცებული პარლამენტი, ძალაუფოება მიტაცებულია, პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან და ოპოზიციური ამომრჩევლიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე ქართული ოცნების ამომრჩევლისგან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთის ოპტიმალური, ეს რათქმაუნდა უნდა იყოს საუბრის თემა, მეორე საუბრის თემა არის პლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი, მესამე, საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ ნაწილობრივ მაინც ქართული ოცნება, ჩვენს გარეშეც ვალდებულია გააკეთოს, ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს. ეს არის საკითხები, რომლებზეც  ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ, ექნებათ სურვილი ვისაუბრებთ, არ ექნებათ სურვილი და მათი ქმედებაა დარჩენილი,  შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი და შესაბამისად,ორი  ალუბალივით ედებათ  ინჯია და ელისაშვილი“,_ განაცხადა ... ...
  • ბათუმში დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს"მონა", "მოღალატე" - ამ სიტყვებით დაატოვებინეს აქციის მიმდებარე ტერიტორია აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმში და თავზე ნაგავი დააყარეს. ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო.  დეკემბერში კი განაცხადა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიოდა და დროებით იჩერებდა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრობას. დღეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....