აქტიური მერები ეკონომიკური ზრდისთვის

საზოგადოება

აქტიური მერები ეკონომიკური ზრდისთვის

2019 მაი 16 16:15:43

"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული. ინიციატივას 2017 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი და მის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში. სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

დავით შერაზადიშვილი

ზვიად არჩუაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში სწორედ აღნიშნული ინიციატივის  კოორდინატორია. იგი გვიყვება, თუ რა პრინციპით მუშაობს ინიციატივა: -

„ევროკავშირის ეს ინიციატივა ეფუძნება ერთ მიზანს, დავეხმაროთ აქტიურ მერებს, იყვნენ ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობები თავიანთ ტერიტორიაზე და შექმნან რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. ინიციატივა ორი მიმართულებით ეხმარება მუნიციპალიტეტებს: ერთი, რომ გაიგონ, თუ რა რესურსები არსებობს თავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რასაც ეკონომიკური განვითარება სჭირდება; ასევე, ეხმარება, შეიმუშაონ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები და ამასთან, დაეხმარონ თვითმმართველობებს, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში. მეორე მიმართულებას კი, ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც ევროკავშირი გამოყოფს ფინანსებს იმ აქტიური მერებისა და მუნიციპალიტეტის იმ იდეების განსახორციელებლად, რომელიც ეკონომიკური ზრდისთვისა და განვითარებისკენ არის მიმართული“.

ინიციატივაში ჩართული საქართველოს ქალაქების - გორისა და ბოლნისის გამოცდილება  ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მერებმა ევროკავშირის მხარდაჭერა რეგიონში აგრო-ბიზნესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ინიციატივაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართვის შემდეგ, ბოლნისმა  მონაწილეობა კონკრეტული პროექტის საშუალებით შეძლო და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი მერი აბრამიშვილი საუბრობს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლათფორმის ჩამოყალიბება:

„საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დავიწყეთ პარტნიორის მოძიება და ეს პარტნიორი აღმოჩნდა „რეგიონის განვითარების ცენტრი“, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად ახორციელებს პროექტს. პირველ ეტაპზე, მათთან ერთად დავიწყეთ დაგეგმვა, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ამ პროექტის ფარგლებში. პროექტის ჩამოყალიბებამდე, შევხვდით სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებს, მათთან ერთად განვიხილეთ საჭიროებები და შევთანხმდით კონცეფციაზე. შესაბამისად, პროექტი შეიქმნა საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთობლივ სტრატეგიაზე დაყრდნობით. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა პროექტი და 2018 წელს ჩვენ მივიღეთ დაფინანსება, რის შემდეგაც დავიწყეთ პროექტის განხორციელება“.


პროექტი 36 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტს აგროცენტრის დაარსებაში დაეხმარება, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს. აგროცენტრი იქნება სივრცე ფერმერებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მობილური სერვისების მიღებას, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ აგროპროდუქციასთან - ხილის, ბოსტნეულის, ყველის, ხორცპროდუქტების და ღვინის შეფუთვასთან.

ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი, იმ ეკონომიკური ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს, რაც მუნიციპალიტეტში პროექტის დახმარებით განხორციელდება:

„პროექტის ფარგლებში იქმნება აგროცენტრი, ეს იქნება სერვისი ფერმერებისთვის, რომელიც მიმართული იქნება იმგვარი მომსახურებებისკენ, როგორიცაა ადგილობრივი პროდუქტის შეფუთვა და ღვინის ჩამოსხმა. აგროცენტრი ადგილზე მოემსახურება დაინტერესებულ მეღვინეს და საოჯახო მარნებს, რომ მათ შეძლონ ღვინის ჩამოსხმა და თავიანთ პროდუქტს მისცენ საბოლოო საბაზრო სახე. ეს არამხოლოდ მეღვინეებს დაეხმარება, არამედ ფერმერებსაც მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ, და რა თქმა უნდა, ბაზარზე მათი ღირებულებაც გაზარდონ. გაიტანონ პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებზე, არამედ ქვეყნის გარეთ, მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე და შეძლონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება“.

 პროექტის ფარგლებში, რეგიონში, ასევე, იგეგმება კლასტერული ინიციატივების ხელშეწყობა. ბოლნისი 200 წლის წინანდელ გერმანულ მემკვიდრეობას ინახავს, რამდენიმე შენობა უკვე ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. მერი აბრამიშვილი გვიყვება, თუ როგორ იგეგმება პროექტის ფაარგლებში კატარინენფელდის უბნის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა:

„პრ ექტის ფარგლებში მოეწყობა გერმანე ლი შვაბების მიერ დატოვებული ისტორიული უბანი კატარინენფელდი და ის მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადაიქცე ვა.  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ამ უბნის ერთ-ერთი პატარა ნაწილის, სტეფანიას ქუჩის ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობა. ამ ეტაპზე, მუშავდება სტეფანიას ქუჩის და ზოგადად, უბნის მარკეტინგული  სტრატეგია. კონკურსის წესით, შევარჩიეთ ოთხი ექსპერტი და დაწყებულია აქტიური მუშაობა საზოგადოებასთან. დაინტერესებულები არიან თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ექსპერტები სახავენ სტრატეგიას, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ მიზანს და კატერინენფელდი გახდეს არა მხოლოდ ტურისტულად მიმზიდველი, არამედ მიმზიდველი ინსვესტორებისთვისაც“.

ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი ამბობს, რომ ბოლნისს ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს - „ცვლილებები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება, დიდ ეკონომიკურ ცვლილებებს მოიტანს ბოლნისისთვის და რა უნდა იყოს მერისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის თქმაა, რომ ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტში ეკონომიკური ზრდა?! შესაბამისად, ბოლნისი მიყვება პროექტულად დაგეგმილ მიზნებს, რადგან ეს პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი საშუალება, რისი დახმარებითაც მუნიციპალიტეტი ეკონომიკურად განვითარებას შეძლებს“, - აღნიშნავს იგი.

ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" დროში გაწერილი არ არის, როგორც ზვიად არჩუაძე, ინიციატივის სამდივნო კოორდინატორი გვეუბნება, ქვეყნის მასშტაბით ინიციატივაში 45-მდე მუნიციპალიტეტია ჩართული და როგორ გამოიყენებენ ისინი ევროკავშირის მხარდაჭერას, მათსავე აქტივობაზეა დამოკიდებული - „აქტიური მერი ნიშნავს, რომ მან უნდა გამოთქვას ჩვენი ინიციატივის წევრობის შესახებ სურვილი და უნდა შემოუერთდეს ჩვენს კლუბს. მერს კლუბში გაწევრიანების შემდეგ აქვს ერთი ვალდებულება, შეიმუშაოს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რაშიც ჩვენ ვეხმარებით და რაც მთავარია, ვალდებულებაც აქვთ რომ ეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად გააკეთონ. ეს ვალდებულება არ არის მასზე დამოკიდებული, ამას ამოწმებს შემდეგ ევროკავშირის ინიციატივა, სამდივნო რომელიც ამ პროექტში მუშაობს. შემოწმების შემდეგ, უკვე ცხადი ხდება, თუ რამდენად სწორად ასრულებს ამ ვალდებულებას მერი, თუ გეგმა სწორად არ არის შედგენილი, მას იწუნებენ, ხოლო ვისი გეგმაც სწორადაა გაწერილი და ინიციატივა დადებითად შეაფასებს, მერებს ეძლევათ კიდეც შესაძლებლობა, ევროკავშირის გრანტი აიღონ და ამ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელონ ეკონომიკური ცვლილებები მუნიციპალიტეტში“, - შესაბამისად, ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ აგრძელებს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას, რაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული.

  სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

 ავტორითამარ კურატიშვილი

(R)




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...