აქცია აკეთში _ რას მოითხოვს სოფლის მოსახლეობა

საზოგადოება

აქცია აკეთში _ რას მოითხოვს სოფლის მოსახლეობა

7 მარ. 2017, 18:53:39

დღეს, სოფელ ქვემო აკეთის  ცენტრში მდებარე მაცხოვრის სახელობის ტაძართან ადგილობრივმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გამართა აქცია და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მათ სოფელში კარიერის არსებობით შეექმნათ.

აქციის  დასაწყისში სოფლის მაჟრიტარმა, გოგი მორჩილაძემ  შეხვედრაზე მოსულ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ნუგზარ ცინცაძეს გააცნო,  რას ისახავდა მიზნად მათი ეს თავშეყრა. მორჩილაძის თქმით, მთლიანი სოფელი შეწუხებულია იმ საშიშროებით, რაც მათ სოფელში კარიერის ამოქმედების შემთხვევაში ემუქრებათ, ამიტომაც თვლიან, რომ ხელისუფლებამაც და სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის ინტერესები.

მორჩილაძემ კომპანიას, რომელსაც ლიცენზია აქვს მოპოვებული აკეთში ინერტული მასალის წარმოებაზე, რომელიც ავტობანის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული, ტყუილშიც დაადანაშაულა.

დაგვპირდენ, რომ ბეტონის გზას დააგებდნენ 500 მეტრზე, რომ ტაძრისთვის საფრთხე არ შეექმნათ, თუმცა, ამის ნაცვლად, მხოლოდ ორი „მიქსერი“ ბეტონი დააგეს.

წარმოდგენა არ გვაქვს,  რომელ ფირმას აქვს ლიცენზია მიღებული, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ამის გაგება ვერავისგან ვერ შევძელით, რატომღაც გასაიდუმლოებულია. იყო კიდეც მოსული მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისი წარმომადგენელი, ვინმე ზურაბ მეგრელაძე, რომელიც აქეთ დაემუქრა ხალხს,  რომ თუ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა, ნიღბიანებით დაარბევდა.

არაფერს უკანონოს ჩვენ არ მოვითხოვთ, არც მე და არც აქაურ მოსახლეობას ამგვარი მუქარებით ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ავტობანის მშენებლობას, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთი საქმის გაკეთების სანაცვლოდ სოფელი დავანგრიოთ. არადა, თუ ასე გაგრძელდა, ამ სოფელს მართლაც დიდი პრობლემები შეექმნება. აქ არც თხილის მოსავალი იქნება, არც სიმინდის,  ეს ეკლესიაც დაიშლება.

ადრე, როცა აქცია გავმართეთ, გვითხრეს, რომ კომპანიისთვის ჩვენი მოთხოვნები წარგვედგინა. გავუგზავნეთ გამგეობის მეშვეობით, თუმცა, ამ დრომდე სრული იგნორია მათი მხრიდან. პირობას ვდებთ, სანამ არ მოგვისმენენ და ჩვენს აზრს არ გაითვალისწინებენ, აქედან ერთი მანქანაც ვერ გავა ინერტული მასალით დატვირთული“, _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი, რომლის თქმითაც, გარკვეული სახის მუქარები მისი მისამართითაც იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ბოლომდე აპირებს იდგეს იქ, სადაც მისი ამომრჩეველია.

თუ რომელ კომპანიას აქვს უფლება ავტობანის მშენებლობისთვის აკეთის ადმინისტრაციიდან გაიტანოს ინერტული მასალა, ამის გარკვევას "გურია ნიუსი"  გამგებლის მოადგილისგან შეეცადა, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვერც სოფელში რწმუნებულის თანაშემწისგან მივიღეთ.

აქციაზე შეკრებილებმა ნუგზარ ცინცაძეს გარდა კარიერის თემისა, იმ სხვა პრობლემების შესახებაც ესაუბრნენ, რაც მათ ძალიან აწუხებთ.

„აქცია რომ გვქონდა ადრე, იქ მოსულმა გამგებელმა გვისაყვედურა, ქვედა აკეთელებს რა გინდათო?! არ იცის, ერთი თემი რომ არის აკეთი?! ჩვენ ყველა ერთნაირი ადამიანები ვართ, უბრალოდ, თქვენ თანამდებობები გაქვთ მაღალი და ამიტომაც ვითხოვთ თქვენგან პასუხს. თქვენი პირდაპირი ვალია, რომ ეს თანამდებობები მოსახლეობას  სასიკეთო საქმის კეთებაში მოახმაროთ.  ვინმეს გაუგია აკეთში რამე გაკეთდაო?! გამგებელმა მოგვამადლა საბავშვო ბაღი გაგიკეთეთო. რაა მერე ორი ოთახი თუ გააკეთეს, ესაა სოფლის აშენება?! გაზი ჩვენ არ გვაქვს, გზა და წყალი ნორმალურად. აქციაზე, რომ მოვიდა გამგებელი, ბრძანა, აცანიდან ამოვედიო. რატომ არ ამოვიდა აკეთის გზით?! იმიტომ, რომ ისეთ დღეშია გზა, ჯიპებიც ძლივს დადიან. თოვლში გზა ვერ გაწმიდეს, სწვავი არ ეყო ტრაქტორსო. ტრაქტორს რომ უშვებდნენ, არ იცოდნენ, საწვავი რომ უნდოდა. მეზობლის სახლში ხანძარი რომ გაჩნდა, სახანძრო მანქანა ჩარჩა დანგრეულ ხიდში. გამგებელმა კი თავი იმართლა, სახანძროს მძღილი ნასვამი იყოო. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. უნდა გაითვალისწონოს გამგებელმა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის გვყავს, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს.

ისე, არც ჩვენ ვართ შუხუთელებზე ნაკლები. იმათმა, გაზი რომ გაეყვანათ,   თუ გზა გადაკეტეს და ლელოს ჩაშლით დაიმუქრნენ. რა, ჩვენ ვერ ჩავშლით ლელოს თუ რა?! მალე იქნება არჩევნები და დავანახებთ ხელისუფლებას, რა ძალაა აკეთი“, _ ისმოდა აქციის მონაწილეთა მხრიდან.

მათი თქმით, ისინი ლიცენზიის მქონე კომპანიას სთავაზობენ ალტერნატიულ გზას, რომლითაც გვერდს აუვლიდნან მაცხოვრის სახელობის ტაძარს და იმ ხუთ ოჯახსაც, რომელიც მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს.

„შევთავაზეთ, ეს როგორც ზემო აკეთში გააკეთეს, გაიყვანონ ალტერნატიული გზა, არის ამის საშუალება, თუმცა რატომღაც ამ წინადადებას არ ითვალისწინებენ“, _ ითქვა აქციაზე.

ერთ-ერთი მოსახლე, რომელიც სწორედ ამ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს, მამუკა გვარჯალაძეა, რომელიც თანასოფლელებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა და გამგებლის მოადგილეს საკუთარი პრობლემის შესახებაც უამბო: „ექვს მარტს იყვნენ აქ მოსული,მხარის გუბერნატორი, გამგებელი, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები და  ვინმე მეგრელაძე, რომელმაც პირდაპირ დამადანაშაულა, რომ, თითქოსდა, ქრთამს ვითხოვდი. ქრთამს კი არა,

კომპენსაციას ვითხოვ. ჩემი სახლი მეწყერულ ზონაში მდებარეობს,  კედლები დამსკდარია და ხუთი წელი რომ ამ გზაზე მძიმეწონიანი მანქანები ივლიან, ხომ მთლად დაინგრევა სახლი.  იყო მოსული კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ჯერ შემომთავაზა ხუთი ათასი ლარი, ასე მევეჭრა და ავიდა ათი ათასზე. მერე დაშინება დაიწყო, მე თქვენი საუბარი ჩაწერილი მაქვსო. ყველა იქ იყო, გუბერნატორიც და გამგებელიც, რომ მემუქრებოდა.

კი გვეუბნებიან, დააზღვიეთ თქვენი სახლებიო, მაგრამ კარგად ვიცით, ეს დაზღვევა არ გინაზღაურებს რეალურ ზარალს. მარტო სახლი ხომ არაა, თხილის ფართობები გვაქვს, რომლითაც ოჯახებს ვარჩენთ.

რაზეა საუბარი, როცა  გამგეობის ერთ-ერთი  სამსახური გეტყვის, რას ითხოვ, ეს სახლი ხომ მაინც დაინგრევაო. წყალი თუ ჩამომდის სახლში და სახურავი არ მივარგა, ეს ნამდვილად ჩემი მოსაგვარებელი პრობლემაა, მაგრამ მიწა რომ იშლება, მე ეს როგორ გავაჩერო?!  აქეთ გვაღიზიანებენ და დაგვცინიან, არავის აინტერესებს რეალურად ჩვენი პრობლემა“.

აქციაზე მყოფმა ამირან მორჩილაძემ "გურია ნიუსთან" საუბარში აქცენტი მაცხოვრის სახელობის ტაძარზე გააკეთა და ითხოვა, უშუალოდ საპატრიარქოდან მოიწვიონ სპეციალიტები, რომლებიც დადებენ  დასკვნას, თუ რამდენად დასაშვებია, აქ დიდი სიმძიმის მქონე მანქანებმა იარონ, ისე რომ ტაძრის არსებობას საფრთხე არ შეექმნას.

„ამ ტაძრის ფუნდამენტმა არაერთხელ დაიწია, როგორც იქნა დასრულდა მისი აღდგენა და ახლა, ფაქტობრივად, მზად არის გასახსნელად. საპატრიარქოში არიან სათანადო სპეციალისტები, რომლებიც დადებენ რეალურ დასკვნას რამდენად დასაშვებია აქ დიდი სიმძიმის მქონე მანქანების ინტენსიური მოძრაობა. სოფელი ვერ დაუშვებს, რომ ეს ტაძარი განადგურდეს. არის საშუალება, რომ ალტერნატიული გზა გაიყვანონ, კეთილი ინებონ და ასე მოიქცნენ“, _ ამბობს მორჩილაძე.

აქციაზე მყოფთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ ნუგზარ ცინცაძემ შეკრებილებს აღუთქვა, რომ მათ დასმულ საკითხებს მიიტანდა  ადრესატამდე და გამგებლის წარმომადგენელთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. აკეთელებმა კი დაანონსეს, რომ თუ მათი მოსაზრებები არ იქნებოდა გათვალისწინებული, მაშინ ისინი აქციას ლანჩხუთში, გამგეობის წინ გამართავენ.




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...