„აკვაკულტურის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საზოგადოება

„აკვაკულტურის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

3 ივნ. 2020, 16:02:27

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე  ნინო წილოსანი უძღვებოდა, კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ" თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილა და  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია, სხდომაზე ნინო წილოსანმა გამოიტანა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნისათვის მისი მიღების მნიშვნელობა. ნინო წილოსანის განცხადებით, ეს კანონპროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიც აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებაა. მისივე თქმით, კანონპროექტი მეორე მოსმენის შემდეგ მხოლოდ რედაქციულად გასწორდა, ხოლო კანონის   ამოქმედების ვადამ გადაიწია  2021 წლის  1 მარტამდე, ვინაიდან პანდემიის გამო განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა კანონის მიღება. 

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტები I მოსმენით წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და კანონმდებლებს საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე  მიაწოდა ინფორმაცია. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილების განხორციელება და კოდექსის სრულყოფა. მან მნიშვნელოვან საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის უფლებამოსილების დამატებას ეხება, ანუ ეს არის მუნიციპალიტეტებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტის ყოლის შესაძლებლობა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით მუნიციპალური ტრანსპორტის ქონის უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვს. მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ მუნიციპალიტეტებს, რომელთაც ექნებათ სურვილი ჰყავდეთ მუნიციპალური ტრანსპორტი. 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, გარემოს კუთხით გარკვეული შენიშვნები აქვს. თავის მხრივ, როგორც მომხსენებელმა განაცხადა, სამინისტრო წარმოდგენილ შენიშვნებს იზიარებს. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე რამდენიმე ათეულ კანონში მოხდა ცვლილებების შეტანა, ძირითადად, ტერმინოლოგიის ცვლილების კუთხით, ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების მიზნით.  ცვლილებების განხორცილების აუცილებლობა დადგა პარლამენტის რეგლამენტშიც. შესაბამისად, სწორედ ამ საკითხს ეხმიანება ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძისა და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და კანონპროექტები:„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" , რომელიც კოლეგებს I მოსმენით პარლამენტის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ამგვარად, რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად, კანონმდებლობაში არსებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის სხდომაზე  სამი საკითხი წარადგინა. კერძოდ, კანონპროექტები: „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (II მოსმენა); „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (I მოსმენა); „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" (I მოსმენა). სამივე კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტის მიღებით, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება იგეგმება.

როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა,  ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხოლო დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. კანონპროექტის მიმართ კომიტეტმა გარკვეული შენიშვნები დააფიქსირა, რომლებიც მომხსენებლის თქმით, ფაქტობრივად, გაზიარებულია. 

რაც შეეხება კანონპროექტს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", იგი განსაზღვრავს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობს და საზღვრებს (კოორდინატებს). 

კანონპროექტის მიღების შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4179,6 ჰა-თი და ადიგენის მუნიციპალიეტეტში მდებარე ტერიტორიის ნაწილს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი. გაფართოებული ტერიტორია შევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგელობაში და მასზე გავრცელდება ეროვნული პარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები. ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული ორი სახეობის - კავკასიური კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) და კავკასიური არჩვისთვის (Rupicapra rupicapra caucasica) დასავლეთ მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. 

„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტრით კი, რომელიც კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა, მოქმედ კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კანონპროექტის მიმართ კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ. 

პარლამენტის წევრების სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას საკანონმდებლო ინიციატივა -  კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კომიტეტს I მოსმენით გოგა გულორდავამ წარუდგინა და ზოგადი პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ნარჩენების მართვის კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობით, ასევე, კოდექსის მთელი რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული.

 

მისივე თქმით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური/იურიდიული პირები, მიუხედავად ნარჩენების კოდექსში კონკრეტული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა, მაინც ანაგვიანებენ გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით. აღმოჩნდა, რომ კანონით დაწესებული ჯარიმები მათთვის არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი და არსებული რეგულაციების ფონზე არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტურ გზად კი, კანონპროექტის ინიციატორებს დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდა მიაჩნიათ. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის.

აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე გაიზიარა მომხსენებელმა. კომიტეტმა ასევე დაუჭირა  მხარი სხვა განხილულ საკითხებსაც.

ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომის დასასრულს, სხდომის შედეგები შეაჯამა.

„დღეს კომიტეტს ძალიან ნაყოფიერი დღე ჰქონდა, მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, სამი დაცული ტერიტორიის შესახებ კანონპროექტები განვიხილეთ, აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი მივიღეთ მესამე მოსმენით. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  დამატებითი ღონისძიებები განვიხილეთ და მხარი დავუჭირეთ, რომ უკეთესად განხორციელდეს აღსრულება და ჩვენი თანამოქალაქეები შეეჩვიონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კულტურას. ამასთან ერთად, მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის აპარატს, რომელიც ამ პანდემიის პირობებშიც და ყოველდღიურ რეჟიმში   დაუღალავად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია და შენიშვნები მოეწოდებინა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა.




 ახალი ამბები
  • რას ეძებდნენ, გაუგებარია- ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდესიუსტიციის საბჭოს ყოფილიწევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოძრაობაც დააფუძნა, ანა დოლიძე, დედის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”,_ წერს დოლიძე სოციალურ ... ...
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...