"ამ ქვეყანაში ჰომოფობიას და ტრანსფობიას ახალისებს ხელისუფლება" _ ბაია პატარაია

gurianews.com

საზოგადოება

"ამ ქვეყანაში ჰომოფობიას და ტრანსფობიას ახალისებს ხელისუფლება" _ ბაია პატარაია

2018 მაი 17 20:01:57

უფლებადამცველი ბაია პატარაია ლგბტ თემის წარმომადგენელთა დღევანდელი შეკრების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც უფლებადამცველი წერს, ვერ ურჩევს თემს გამოვიდეს თუ არა აქცუაზე. თითონ ბაია პატარაია აქციაზე მისვლას არ აპირდებს, რადგან იქ ვერ გამოდიან მისი "ჰომოსექსუალი დები და ძმები".

"გუშინ თანასწორობის მოძრაობის ოფისში დამიძახეს, სადაც წყდებოდა 17 მაისის ჩატარება-არჩატარების საკითხი. იქაც ვთქვი და აქაც გავიმეორებ, მე ვერ ვურჩევ თემს გავიდეს თუ არ გავიდეს აქციაზე, ეს მათი გადასაწყვეტია; აქ არ არსებობს სწორი და არასწორი პოზიცია; ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი ძლიერი არგუმენტები და რომ მე ვიქნები სოლიდარული ნებისმიერი მათი გადაწყვეტილებისა, რადგან 17 მაისი არის სწორედ ლგბტ თემის უფლებების დაცვის დღე.
იქ შეკრებილმა ათეულობით ლგბტ აქტივისტმა გადაწყვიტა არ ესარგებლა შეკრების თავისუფლებით, რადგან სათუოა არა მარტო დღევანდელი უსაფრთხოება, არამედ ხვალ-ზეგ, როცა მარტონი გამოვლენ ქალაქში და ერთად აღარ იქნებიან, შესაძლოა გახდნენ კიდევ უფრო გაზრდილი აგრესიის მსხვერპლნი. მათ გადაწყვიტეს საზოგადოებაში ფესვგადგმულ ჰომოფობიას აქციით არ დაუპირისპირდნენ, არამედ გამონახონ სხვა გზა, სხვა ენა. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ვუცხადებ სოლიდარობას.

რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ამით მეც მეზღუდება ჩემი შეკრების თავისუფლება და რომ ფაშისტებმა ყველა სივრცე წაგვართვეს - მე ვაპირებ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენო შეკრების თავისუფლება. მე მაქვს პრივილეგია, როცა მინდა მაშინ ჩავატარო აქცია პარლამენტთანაც და კანცელარიასთანაც და ლგბტ პირებისაგან განსხვავებით, მეორე დღეს არავინ გამომეკიდება ქუჩაში საცემად. 

მე დღესაც შემიძლია გავიდე 17 მაისის აქციაზე ზედმეტი რისკების გარეშე, მაგრამ არ გავალ, რადგან იქ ვერ გამოდიან ჩემი ჰომოსექსუალი დები და ძმები, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს პასუხისმგებლობიანი მთავრობა და პარლამენტი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჰომოფობიას და ტრანსფობიას ახალისებს ხელისუფლება, ის ახალისებს ფაშსისტურ ჯგუფებსაც. მე არ მოვიტყუებ თავს, რომ ამ ქვეყანაში ლგბტ ადამიანების უფლებები და შეკრების თავისუფლება დაცულია, რადგან არ არის. 17 მაისი მათი დღეა და ამ დღეს მე გავატარებ ისე, როგორც მათ გადაწყვიტეს.

ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა გრძელდება!" _ წერს ბაია პატარაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


ნახვა: 60


 ახალი ამბები
  • „არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება“_ კონგრესმენი კონოლისაქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ  აღნიშნა, სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი. “განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის - რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი”, - განაცხადა კონოლიმ. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა. “ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო; რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის - რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილეს აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც”, - განაცხადა  ... ...
  • რატომ არ ჩაატარებინა მოსწავლეებს „ბოლო ზარი“ ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის დირექტორმაზუგდიდის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ბოლო ზარის ჩატარების უფლება არ მისცა. როგორც „პრაიმტაიმს“ სანდო წყარომ აცნობა, დოდო ცქვიტაიამ ბავშვები მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ისინი ბოლო პერიოდში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში დღეს საგამოცდო პროცესიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ასევე, ცნობილია, რომ დოდო ცქვიტაია დაახლოებით 25 წელია აღნიშნული სკოლის დირექტორია და მისი მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე წლის წინაც დაფიქსირებულა, თუმცა მაშინდელი მიზეზი უფრო მძმე და გაურკვეველია. ცქვიტაიამ 15 წლის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ის შეკითხვა არ აპატია, რომელიც ე.წ მოსაკრებელს ეხებოდა. ბავშვების ინტერესი კი დირექტორის მიერ ყოველთვიურად თითოეული ბავშვიდან აღებულ თითო ლარს ეხებოდა, რომელიც თითქოს სკოლის რემონტს ხმარდებოდა.  ... ...
  • მკვლელობა ხორავას ქუჩაზე _ პროკურატურა განცხადებას ავრცელებსხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "გურია ნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები  კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ  ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში. რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი  შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.  მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა  და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა,  ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს  გირაო, ხოლო არასრულწლოვანი  მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა.  ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას,  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის  პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე  მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც  დააკმაყოფილა მისი განცხადება", _ აღნიშნულია ... ...
  • „გაძევებას“ სჯობს „დარბაზის დატოვება“ _ოზურგეთის საკრებულო ეთიკის კოდექსს განიხილავს დღეს,  ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს ეთიკის  კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგა NDI-ის თვითმმართველობის პროგრამის რეგიონული კოორდინატორი, ირინე ურუშაძე. მან თქვა, რომ ოზურგეთის საკრებულო ამ კუთხით არის ახალი პარტნიორი, რაც სასიხარულოა და და ეხმარებიან საკითხის ორგანიზებაში. საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის განხილვა სასიამოვნო ფაქტია: _  კოდექსის შექმნის ინიციატორი ფარაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილია, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ჩვენ ხალხის არჩეული ადამიანები ვართ და  ეთიკის კოდექსის პატივისცემა გვმართებს, _თქვა მან. დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა  ხაზი გაუსვა პროექტის განხილვაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა, რადგან ისეთი ვარიანტის მიღება უფრო უპრიანია, რომელიც ყველას მიერ კარგად იქნება მიჩნეული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გამოთქვა  საკუთარი მოსაზრება იმ კუთხით, რომ დეპუტატი შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს ვინმეს, არ უნდა არღვევდეს წესრიგს. პროექტის  განხილვისას უმთავრესი კითხვა რაც დაისვა, იყო ის,  თუ  რას ავალდებულებს კოდექსი დეპუტატს და როგორ უნდა შესრულდეს ის. ბევრი ისაუბრეს რეგლამენტში არსებულ სიტყვაზე,  „გაძევება“, რომლის ჩანაცვლება ამჯობინეს  სიტყვებით _  „დარბაზის დატოვება“. _ „გაძევება“ მართლაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი. აქ რაც წერია მედიასექტორთან თანამშრომლობის კუთხით, თუ ეს მოხდება, მარტო ამისთვის ღირს ამ კოდექსის მიღება, _  თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია: „ახლგაზრდული რესურსცენტრის“ ხელმძღვანელმა, ოთარ რევიშვილმა. ოთარ რევიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ, როცა დეპუტატის მიერ დარბაზის დატოვების  საკითხი დაისმება, იქ არ იქნება მშვიდი სიტუაცია. მთავარია, გამოხატვის უფლება არ დაირღვეს. ეთიკის კოდექსის პროექტის გარშემო,  არაერთი მოსაზრება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა.  იყო სადავო და საკამათო კითხვები და  მოსაზრებები. ყოველივე ამის გამო, მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას  მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების  და  ფრაქციის წარმომადგენლები და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს.  შემდეგ კი, უახლოეს დღეებში, შედგება სამუშაო ჯგუფის ... ...
  • „ვხედავთ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების დიდ პოტენციალს“_ კვირიკაშვილი აშშ-ს სტუმრობსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს,  მაიკ პომპეოს შეხვდა. კვირიკაშვილმა პომპეოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, თქვენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში აშშ-ის მტკიცე ლიდერობას და კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას“. საქართველოს პრემიერისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. „რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების დიდ პოტენციალს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით და დღევანდელი სესია იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვიხილოთ მიღწეული პროგრესი, არამედ დავსახოთ ჩვენი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები. აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილით. საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისთვის. ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად ევროპაში უსაფრთხოების, სტაბილურობის საქმეში. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს - 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევიძინოთ აშშ-ის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა. აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის. ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება ასევე ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად. დღეს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ ორმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს. აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნეს გარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია და მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერესებში“,_განაცხადა კვირიკაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ხილვის სურვილი გამოთქვა.       ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...