„ამ მტვერს და ამ დანგრეულ სახლებს რა ეშველება?!“

საზოგადოება

„ამ მტვერს და ამ დანგრეულ სახლებს რა ეშველება?!“

2019 მაი 13 17:18:24

ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, გზის სავალი ნაწილი ისე შეამცირეს, რომ ახლა ამ ქუჩაზე მხოლოდ მსუბუქი ატომანქანები თუ ახერხებენ  გადაადგილებას.


საქმე ისაა, რომ ამ გზით, წლებია, ავტობანზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანები სარგებლობენ, რის გამოც, ადგილობრივთა თქმით, გზის საფარიც გამოვიდა მწყობრიდან და მათი საცხოვრებელი სახლებიც. აქაურმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც არაერთხელ გამართა, დანიპრებებიც არაერთელ მიიღო, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა დარეგულირდებოდა, თუმცა, მდგომარეობა წლების განმავლობაში უცვლელი რჩება.

 ამ ქუჩის მკიდრთა თქმით, სატვირთო მანქანების ხშირმა მოძრაობამ გზის გაფუჭებასთან ერთად სახლებსაც შეუქმნა პრობლემები და აქ ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება: „როდემდე  უნდა ვუყუროთ ამ ტრაილერების სიარულს. სახლები დაიბზარა, გზის საფარი დაზიანდა. ერთხელ გავაკეთე გამაგრებითი სამუშაოები, ახლა ისევ გასაკეთებელია. სახლმა ნელ-ნელა დაიწია და ბზარები აშკარად თვალშისაცემია".

 მოსახლეობისვე თქმით, საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მათგან გზის შეკეთების თაობაზე შეპირებაც მიიღეს.

 ,,დაგვპირდნენ რომ გზას აგვისტომდე გააკეთებენ, მაგრამ ამ მტვერს და ამ დანგრეულ სახლებს რა ეშველება?! თან ისე დადიან, სიჩქარეს არ უკლებენ, ქუჩაშიც ვეღარ გამოვსულვართ მათი შიშით. ზოგი ავტობანზე მუშაობს, ზოგი ქვიშას ეზიდება, ზოგი _ გაზის მილებს. დავხვდებით აქ, გავაბრუნებთ უკან, მერე ზოგი ხან ვისი ახლობელი აღმოჩნდება და ხან _ ვისი. გვეუბნებიან დღეს გაგვატარეთ, ხვალიდან არ შეგაწუხებთო“, _ ამბობენ ადგილობრივები.

ერთ-ერთი, ვის სახლსაც მძიმეწონიანი მანქანების ხშირი მოძრაობის გამო ბზარები გაუჩნდა, ლასა ჯაჯავაა, რომლის თქმითაც სახლზე ბზარები თითქმის ყოველდღიურად მატულობს: „მე აქ შვილები მყავს და შიშის ქვეშ ვიყო?!  აქ ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენვე გადავწყვეტთ, დიდმა მანქანებმა იარონ თუ არა. ჩვენ გზას იმიტომ არ ვკეტავთ, რომ ვინმეს პრობლემა შევუქმნათ, არამედ იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ მშვიდი ცხოვრება გვინდა. დილის 6 საათიდან ამ ხმაურში ყოფნა როგორია?!".

მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე მოსალაპარაკებლად ინერტული მასალის გადამზიდი მანქანების მეპატრონეები მივიდნენ. მათ გზის სარგებლობისთვის ათდღიანი ვადა ითხოვეს, „მერე კი  ჩვენვე მოვაგვარებთ, სხვა გზით ვივლითო“. თუმცა, ეს წინადადება არ გაიზიარეს ადგილობრივებმა  და ამბობენ, რომ მათი პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ აღმაშენებლის  ქუჩაზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა არ აიკრძალება: ,,ვიქნებით აქ და გავაკონტროლებთ, დიდი მანქანების მოძრაობას. დღეს 5 გავაბრუნეთ უკან. გზის მეტი რა არის, სხვა გზით იარონ. აქ შარშან აბრა დადგეს, რომ 10 ტონაზე მეტი ტვირთის მქონე ავტომობილი ვერ გაიარდა. ორი იყო ასეთი, სადაა მერე. მოხსნა ვიღაცამ და ესენიც დაგულაობენ თავიანთ ჭკუაზე".

ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემის თაობაზე ის გეგმავს შეხვდეს ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს.




 ახალი ამბები
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...