"არ ეივსო ბეჟუაშვილის ქისა? შემოქმედი ყარაჯალა გგონიათ?" _ შემოქმედელთა პროტესტი ჰესის მშენებლებს

საზოგადოება

"არ ეივსო ბეჟუაშვილის ქისა? შემოქმედი ყარაჯალა გგონიათ?" _ შემოქმედელთა პროტესტი ჰესის მშენებლებს

2019 ივნ 8 17:20:51

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. მდინარე ბჟუჟზე დაგეგმილი მცირე ჰესის მშენებლობის თაობაზე, პროექტის ავტორებს შეხვდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ მიმართა შემოქმედელებს, პრეზენტაციისთვის მოესმინათ და მერე დაესვათ კითხვები.

_ მოვუსმინოთ პროექტის ავტორს, მერე რამდენიც გსურთ, იმდენი კითხვა დასვით. ვერავინ წავა თქვენი ნების წინააღმდეგ. მეც ერთი თქვენგანი ვარ დღეს, _ უთხრა მან დარბაზში მსხდომთ.

მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, დარბაზში მღელვარება არ დაცხრა და მათ პროექტის ავტორის, გიორგი მარგებლიძის მოსმენაც კი არ ისურვეს.

_ არ ეივსო ბეჟუაშვილის (ბჟუჟაჰესის ახლანდელი მეპატრონე. ავტ.) ქისა? თქვენ შემოქმედი ყარაჯალა ხომ არ გგონიათ? ერთი ჰესი არის სოფელში, მეორე არ აშენდება. წადით აქედან, რა ზიანს მოიტანს და რას გვარგებს, ჩვენზე უკეთ იცით? _ შეუჩერებლად ისმოდა დარბაზიდან, რის გამოც პრეზენტაციის გაგრძელება შეწყდა.

"ჩაუყვია ჯიბეში ხელი, გადმოუშვია "საროჩკა“! მაგას 800 ევროს უხდის და ჩვენ უწყლობით სული უნდა ამოგვხადოს მაგის უფროსმა? ამათ აქ ფეხი არ უნდა დავადგმევინოთ, _ როგორც ნათქვამია , "ცოფები ჰყარეს“ შემოქმედელებმა.

შეხვედრა ჩაიშალა. ახმაურებული დარბაზიდან ერთი მსურველიც არ აღმოჩნდა, ვინც პრეზენტაციის მოსმენას, თუნდაც ზრდილობის გამო, ისურვებდა.

"ბოლოს და ბოლოს სტუმარია და მოვუსმინოთო“ _ ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნას, დარბაზიდან შურდულივით წამოსული რეპლიკა შეხვდა: "სტუმარი თუა წევიყვანოთ რესტორანში, მაი არ გვეშლება ჩვენ..."

პროექტის ავტორმა გიორგი მარგებლიძემ "გურია ნიუსთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"რა ვთქვა,? რის დასრულება, საუბრის დაწყებაც არ მაცალეს. რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, დღეს არის დრო ჩვენს ქვეყანაში, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა. თუ არ უნდათ, არ იქნება!“ _ გვითხრა მან.

 "გურია ნიუსი“ ამ თემაზე სტატიას ვრცლად უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...