"არ გათავდა მაგათი დღეს-ხვალე"

საზოგადოება

"არ გათავდა მაგათი დღეს-ხვალე"

2017 მარ 1 23:13:51

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში მცხოვრები კორნელ ორაგველიძის ოჯახმა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, დახმარებისთვის "გურია ნიუსს" მიმართა და საკუთარი პრობლემის გაშუქება ითხოვა.

საქმე ისაა, რომ ორაგველიძეები მეწყერულ ზონაში ცხოვრობენ,  რის გამოც, მათი საცხოვრებელი სახლი მთლიანად ამორტიზირებულია და მობინადრეების სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 

ზამთრის ცივ დღეებში, სიცივისგან თავის დასაცავად, ორაგველიძეებს დაბზარულ კედლებზე თუნუქის ფურცლები აქვთ აფარებული. ზოგან კი, სადაც ამის შესაძლებლობაა, ბათქაშით ცდილობენ კედლებს შორის გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას.

გარდა კედლებისა, სახლში იატაკიც დეფორმირებული და აყრილია.

"ზოგან თუნუქი მივაკარით, ზოგანაც ამოვლესეთ, რომ ქარი და სიცივე არ შემოვიდეს. სახლში პატარა შვილიშვილი მყავს, ყოველ დილა-საღამოს შიშით ვიღვიძებთ და ვიძინებთ.

ეს პრობლემა უკვე რვა წელია გვაწუხებს. მაშინ გია გოგუაძე იყო გამგებელი და მივმართე კიდეც დახმარებისთვის, ახლაც არა ერთი განცხადება მაქვს დაწერილი ჩემი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე შედეგი არაა. 

2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ იყო ჩამოსული შუხუთში ლელოს საყურებლად, ნახა ჩემი მდგომარეობა და გამგებელ ურუშაძესა და მაშინდელ დეპუტატს, თემურ ჩხაიძეს პირადად დაავალა, მოექციათ ჩემთვის ყურადღება და შესაბამისი დახმარება აღმოეჩინათ, ამათ კი  ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი, არა შენ უნდა შეასრულო ივანიშვილის დანაბარები, არა _ შენო.

რამდენჯერ მივედი გამგეობაში, მპირდებიან, დღეს-ხვალო,  მაგრამ არ გათავდა  დღეს-ხვალე ამდენი ხანია. ურუშაძის ნახვა მინდოდა პირადად, მაგრამ  არ მოხერხდა, გამგეობის კანცელარიაში განცხადება რომ დავტოვე, იქ მითხრეს, ბატონი ზაზა ვერ მიგიღებთო", _  ამბობს კორნელ ორაგველიძე და  სახლში გვეპატიჟება, რომ საკუთარი თვალით ვნახოთ იქ არსებული მდგომარეობა.

"ხომ ნახეთ, რამდენი ძალისხმევა დამჭირდა, კარი რომ გამეღო _ ისეა კედლები დაბრეცილი, წესიერად არც ფანჯარა იღება და არც კარი. ასეთ ყოფაში მყავს ოჯახი, პატარა ბავშვი.

ბიძინა ივანიშვილმა რომ შეხედა ამ სახლს,  გაოცდა, აქ  ბავშვი როგორ გყავთო. იმის მერე  ოთხი წელი გავიდა და კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს", _ ამბობს მასპინძელი. მისი თქმით, ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად არაერთხელ იყვნენ გეოლოგები და შესაბამისი დასკვნაც დადეს, რომელიც სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დევს.

"ოზურგეთიდან, ბათუმიდან და თბილისიდანაც იყვნენ მოსულები. ნახეს, შეისწავლეს და 16 ქულაც მომანიჭეს, მაგრამ რეალური შედეგი ამ დრომდე არაფერია. სახლი ლანჩხუთში იმას უყიდეს, ვისაც ჩემზე მეტი ქულა ჰქონდა. ადგილობრივი ხელისუფლება რომ არ მაქცევს ყურადღებას, იმის ბრალია ეს", _ დასძენს კორნელ ორაგველიძე.

ოჯახის უფროსი სახლის დათვალიერების შემდეგ ეზოსაც გვაჩვენებს, სადაც ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა და ახლა მეზობლად მცხოვრები ოჯახი საკუთარი სახსრებით ცდილობს დამცავი ჯებირის აშენებას.

"აგერ, სახლის გვერდზე მიწის დიდი მასა ჩამოინგრა. გვერდით მეზობელმა საკუთარი სახსრებით დაიწყო დამცავი ჯებირის გაკეთება, რომ მერე მის სახლსაც იგივე პრობლემა არ შეექმნას, რაც მე მჭირს. ეს კაცი თავის წილს საკუთარი ფულით აკეთებს, მე კი ამის საშუალება არ მაქვს. ვიყავით მისული სოფლის რწმუნებულთან და ვითხოვე, სახლის ყიდვაში თუ არ მეხმარებიან, ამაში მაინც დამიდგნენ გვერდით _ შვიდი ათასი ლარი მაინც მომცენ", _ ამბობს ორაგველიძე.

ორაგველიძეების ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ბოლო საკრებულოს სხდომაზე შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, აკაკი იმნაიშვილმა გააჟღერა და გამგებელს ბიძინა ივანიშვილის დანაბარები  შეახსენა.

"ყველამ იცის, რა მძიმე მდგომარეობაშია კორნელ  ორაგველიძის სახლი და  ეზო. სანამ ტრაგედია არ დატრიალებულა, ამ ოჯახს დროზე დავეხმაროთ. ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დაგავალათ, მიგეხედათ ამ ოჯახისთვის, დახმარებოდით  ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და ის მერე საკუთარი ფონდიდან შეუძენდა ორაგველიძეებს სახლს, მაგრამ თქვენ არ მოინდომეთ. ისე, ბატონი ბიძინა ყოველთვის ასრულებს მის დანაპირებს, მისი გაკეთებული საქმეებიდან ეს კარგად ჩანს", _ უსაყვედურა დეპუტატმა გამგებელს. თუმცა, დეპუტატის შენიშვნა მიუღებელი დარჩა თავად ზაზა ურუშაძისთვის:

"რას ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა რა დამავალა, სახლი უყიდე იმ ადამიანსო?! როცა ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ქულებს ადგენს ლტოლვილთა სამინისტრო. 12 სახლი შეიძინეს გასულ წელს ლანჩხუთში. ეტყობა, ამ ადამიანს არ აქვს იმდენი ქულა, რომ სამინისტრომ  სახლი შეუძინოს და მე ან მუნიციპალიტეტმა რა უნდა გავაკეთოთ?! თუ ფონდს უნდა გაეკეთებინა, მოგცემთ მისამართს და თავად მიბრძანდით და გაარკვიეთ", _ ასეთი იყო გამგებლის პასუხი.

გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურში გვპასუხობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველა საჭირო საქმიანობა გასწია კორნელ ორაგველიძის ოჯახთან მიმართებაში.

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მეტის შესაძლებლობა ნამდვილად არ გვაქვს. ჩამოვიყვანეთ გეოლოგები, დაიდო დასკვნა და დოკუმენტაცია ლტოლვილთა სამინისტროში გადაიგზავნა, რომელმაც ეს სახლი საცხოვრებლად საშიშად არ ჩათვალა. ახალი საცხოვრებელი სახლის შეძენა კი მუნიციპალიტეტს ნამდვილად არ შეუძლია", _ ამბობს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...