არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ეჭვები

საზოგადოება

არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ეჭვები

2017 ოქტ 27 13:49:30

„პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ლანჩხუთში _ დარეჯან ბურჭულაძემ, ლელა ჩახვაძემ და ნონა მურვანიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და იმ დარღვევებზე ისაუბრეს, რომლის ფონზეც, მათი შეხედულებით, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ჩაიარა ლანჩხუთში.

„პატროტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომრის, ლელა ჩახვაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში  მას და მის შვილზე, გვანცა ჩხარტიშვილზე, რომელიც ნინოშვილის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, მიმდინარეობდა ფარული თვალთვალი და იყო დაშინების მცდელობები.

„არაერთ რეჟიმს მოვსწრებივარ, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს, რაც ამ წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილე. ეს იყო ჩუმი პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება ჩემი და გვანცას მიმართ. ყველაფერი ეს კი იმან გამოიწვია, რომ ჩემმა შვილმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადების ფონზე დატოვა „ქართული ოცნება“. ჩვენზე უცხო პირების მიერ, ყოველდღიურად მიმდინარეობდა თვალთვალი, კონტროლდებოდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი, მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენს დაშინებას და დისკრედიტაციას“, _ აღნიშნა ლელა ჩახვაძემ, რომლის შეფასებითაც წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ შედეგი ამომრჩევლის მოსყიდვითა და დაშინებით დადო. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა არჩევნებში გამარჯვებისთვის.

დააშინეს ყველა, ვისი დაშინებაც შეიძლებოდა და იყიდეს ყველა, ვინც გაიყიდა. ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ მოსახლეობას საკუთარი ნება არ დაეფიქსირებინა ამ  არჩვენებზე. ჩემი და გვანცას დისკრედიტაციით „ოცნებამ“ დაანახა საზოგადოებას, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ წავიდოდა. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და „პატრიოტთა ალიანსმა“ მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა ლანჩხუთის საკრებულოში, მაშინ, როცა სხვა რაიონებში ჩვენმა პარტიამ საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა“, _ დასძინა ჩახვაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთი წევრის, საკრებულოს მოქმედი დეპუტატის, დარეჯან ბურჭულაძის შეფასებით, რომელიც ამ ჯერზე სადეპუტატო მანდატის გარეშე დარჩა, ამ არჩევნებზე ხალხის ნება ძალაუფლებასთან დამარცხდა. მისივე თქმით, სამომავლოდ  ის პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და კვლავაც  აქტიურ მოქალაქედ რჩება.

„პლატონს თუ დავუჯერებთ, „პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალათა ხელისუფლებას“, ამიტომ მე ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიქნები მისი ღირსეული ოპონენტი. სამწუხაროდ, ამ არჩევებში ხალხის ნება დამარცხდა, გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ. ეს ხლისუფლება ავტორიტარიზმის გზით მიდის, ამას კი რაც მოჰყვება საამისო მაგალითები მრავლად გვქონია“, _ თქვა ბურჭულაძემ და ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა წინასაარჩევნო პერიოდში მის მიმართ გამოხატული სითბოსთვის.

 „დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, ნონა მურვანიძემ კი აქცენტი იმ დარღვევებზე გააკეთა, რასაც მისი შეფასებით, შესაძლებლობას ქმნიდა ხმები გაყალბებულიყო საარჩევნო უბნებზე. ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მისი პარტია ფინანსური კუთხით ყველაზე მეტად დაიჩაგრა. მურვანიძეს საეჭვოდ ეჩვენება „ევროპული საქართველოს“ მიერ დადებული შედეგიც.

გასაკვირია ახალშექმნილი პარტიისგან ასეთი შედეგები. საოცარია, როცა ხედავ, რომ ბაქრაძე-უგულავას პარტია როგორ იღებს 12%-ს.  აქ ხომ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომელიმე პოლიტიკური გუნდი დაიყენოს გვერდით?!“  _  კითხვა დასვა მურვანიძემ.




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...