"არჩევნებზე საერთო საკუთრება ვართ და ახლა კერძო?!" _ დაპირისპირება ოზურგეთის ბაზარში

საზოგადოება

"არჩევნებზე საერთო საკუთრება ვართ და ახლა კერძო?!" _ დაპირისპირება ოზურგეთის ბაზარში

11 ივლ. 2019, 11:15:56

ოზურგეთის აგრარული ბაზრის, იგივე შპს "სოფლის ნობათის" ტერიტორიაზეც უამრავი სავაჭრო დახლი და მაღაზიაა განთავსებული. მასში ერთ-ერთ სავაჭრო წერტილს წარმოადგენს "ფრინველებითა და ცხოველებით სავაჭრო" შენობა. ეს ობიექტი წინა ხელისუფლების დროს აშენდა და როგორც აქ მოვაჭრეები ამბობენ, ამოისუნთქეს, რადგან მუდმივად ღია ცის ქვეშ აღარ უწევთ ყოფნა, წვიმაში თავშესაფარი აქვთ და ღამითაც საიმედოდ ტოვებენ შენობაში შინაურ ფრინველებსა თუ ცხოველებს.

თუმცა, ახლა წინა პლანზე წამოიწია პრობლემა, რომელიც, შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი გახდეს აქ მოვაჭრეებსა და ბაზრის მოსაზღვრედ მცხოვრებ ვახრამოვების ოჯახს შორის.

მოვაჭრეები "გურია ნიუსთან" ცალ-ცალკე საუბრობენ, თუმცა, ვინაობის დასახელებისგან ყველა თავს იკავებს და ამბობენ, რომ ერთ აზრზე არიან, აქ მუშაობენ ყოველდღე და ვისაც უნდათ, იმათ გასცემენ პასუხს.

_ რად გინდათ გვარ-სახელი?! ყველა აქ ვართ, ყოველდღე აქ ვმუშაობთ და ერთ აზრზე ვართ. 17 წლის რომ გავხდი, იმის მერე ამ ბაზარში ვმუშაობ. ახლახან გვითხრეს, სამ დღეში დაგიკეტავთ ამ შენობასო. გვერდით მცხოვრებ ვახრამოვების ოჯახს არ მოვწონვართ _ სუნი აწუხებთ, თურმე. ჩვენ ყოველდღე ვასუფთავებთ აქაურობას. ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე მოვიდეს აქ და მოგვხედოს _ არჩევნებზე რომ დარბოდა, ახლაც გაგვირკვიოს, რატომ გვაგდებენ აქედან. ხომ შეგვპირდა, ხმა მოგვეცით და დაგეხმარებითო?! _ ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

_ ჩვენ ხმებისთვის ვჭირდებით მაგათ და მაშინ მორბიან ჩვენთან. მერე კი ამბობენ, რომ, თურმე, ეს ბაზარი კერძო საკუთრება ყოფილა და მათ არაფერი ეხებათ. არჩევნებზე საერთო საკუთრება ვართ და ახლა კერძო?! მოვიდეს აქ მერი და გაგვირკვიოს, რა უნდა იმ ოჯახს, რომელსაც წლების მანძილზე საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი აქ გასაყიდი ფრინველებისა და ცხოველების სათავსო. ფულს რომ ვუხდიდით, მაშინ არ აწუხებდათ სუნი? ახლა რომ ვთხოვოთ და ქირა გადავუხადოთ, ხომ უცებ დაგვთანხმდება? რაღაც მიზეზს ეძებს სწორედ ამის გამო. იმასაც ამბობს, თურმე, ორი ქათამი ჰყავდათ დატოვებული ზოგჯერ, ისიც ნათესავის. კარგად იკითხეთ მთელ ბაზარში, თუ მაგ ვახრამოვებს სახლში არ ჰქონდათ გახსნილი საქათმე თუ საღორე და ქირას თუ არ ვუხდიდით, _ ამბობენ მოვაჭრე ქალბატონები.

შენობის მოსაზღვრედ მცხოვრები ირმა ვახრამოვი კატეგორიულია და საკითხის სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვს:

_ დავიღალე ბაზრის დირექტორთან და მერიაში სიარულით. ეს სათავსო დაკეტონ ან სისუფთავის ხარისხი ისე დაიცვან, რომ აქ საშინელი სუნი არ იყოს. ამის მიღწევა რთული არ არის _ ყოველდღე დაგვა, მორეცხვა და ქლორით დამუშავება სჭირდება. თუმცა, ეს არ სურთ. ერთხელ დასუფთავება არ კმარა. როცა ასეთი სახით დაიგვება და დამუშავდება, იმ დღეს სუნი არ არის. თუმცა, ეს იშვიათად ხდება და ამიტომაც ყარს აქაურობა. გარეთ ვერ გამოვსულვარ, ფანჯარას ვერ ვაღებ და სტუმარი ვერ შემომყავს სახლში. სასწრაფოდ მოაგვარონ სისუფთავის საკითხი და მერე უნდა ქათმები გაყიდონ და უნდათ _ კამეჩები. ვითხოვ, რომ გადაწყვეტილი პასუხი გამცენ, _ გვითხრა ირმა ვახრამოვმა.

მოვაჭრე ქალბატონები, თავის მხრივ, თავს ყველაზე დაჩაგრულად მიიჩნევენ და ითხოვენ, მათთვის განკუთვნილ შენობას ვინმე დასაკეტად არ შეეხოს.

შპს "სოფლის ნობათის"  დირექტორი ნოდარ ცინცაძე "გურია ნიუსთან" ამ პრობლემის შესახებ ამბობს, რომ თუ შესაბამის სისუფთავეს ვერ უზრუნველყოფენ, შენობას საღამოობით დაკეტავენ და შესაბამისად, მოვაჭრეებს მოუწევთ სახლში წაიყვანონ ფრინველი თუ ცხოველი, რომლის გაყიდვაც დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს:

_ არაერთხელ მივმართე მათ, რომ დაეცვათ სისუფთავის ხარისხი. ყოველდღიურად სრულყოფილი დასუფთავება და დაქლორვაა საჭირო. თუ სისუფთავე არ იქნება დაცული, იძულებული გავხდები, დავკეტოთ შენობას და მოვაჭრეები როცა მოვლენ, მოიყვანონ გასაყიდი ფრინველი თუ ცხოველი და საღამოს, თუ ვერ გაყიდიან, ისევ სახლში წაიყვანონ. მეტი გზა არაა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რამდენჯერ მივუთითეთ და რა უნდა ვქნათ მეტი?! _ გვითხრა მან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსშია:

_ ეს არის კერძო საკუთრება და უნდა მიხედოს ბაზრის დირექციამ. იქვე მცხოვრები ოჯახი ანტისანიტარიას აპროტესტებს და ითხოვს დახმარებას. ჩვენ მაგ მოვაჭრეებს არაერთხელ მივეცით მითითება. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთეთ.

_ როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ხელისუფლებას არჩევნების დროს ახსენდება იქ მყოფები და მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მისვლას ითხოვენ. თქვენ თუ გაეცანით ადგილზე სიტუაციას?

_ სულ არჩევნები ხომ არ იქნება სალაპარაკო თემა? ელემენტარული სისუფთავეა საჭირო. ყოველდღიურად წყლით უნდა მოირეცხოს, დამუშავდეს და სუნი არ იქნება. თუ ამ რეჟიმს დაიცავენ, პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ასე არ აკეთებენ. ღონისძიება რომ გატარდება, ეჭვგარეშეა, რადგან აუტანელ სუნს ვერავინ იგუებს. ბაზრის დირექტორმა უნდა მიხედოს ამ საქმეს, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

თავის მხრივ, ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ მომავალი კვირიდან ეს თემა სალაპარაკო აღარ უნდა იყოს და საბოლოოდ დაესვას წერტილი ამ საქმეს:

_ ვიმეორებ, ამ ხალხს აქედან არავინ აგდებს. მაქსიმალური სისუფთავეა საჭირო და თუ ანტისანიტარია ძველებურად გაგრძელდა და ვახრამოვების ოჯახი კვლავ განცხადებით შემოვიდა, აუცილებლად მივიღებთ გადამწყვეტ ზომებს, _ გვითხრა ცინცაძემ.




 ახალი ამბები
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ საბოლოო ბილეთი უნდა გამოვუწეროთ და სახლში გავუშვათ„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში", _ ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია _ უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ, მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე და დღეს ყველას აბსოლუტურად დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა ... ...
  • მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყებამომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება. „მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი, დაიწყება პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლოს ცვლილებები უკვე შევა კონსტიტუციაში. „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული იმ შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დავდეთ. ბუნებრივია, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხრიდან ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა და, სავარაუდოდ, პროექტის მისაღებად საჭირო ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშეც შეგროვდება, თუმცა თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ ინიციატივას, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იქნება“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ... ...
  • 15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება (R)თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს. TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA-ს მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” - მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი „მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: მაიკლ რუკმანი - ლიდერობა ციფრულ ერაში ვალერი ბაბუშკინი - მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში კოტე ხოფერია - როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად სერჰატ კეჩიჯი - შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა კარლო ჯოვინე - TBC მატია ბონი სფორცა - CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება კევინ სილიანო - ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი მარიამ მელიქაძე - New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია ნუცა აბაზაძე - შესავალი R-ში რუდრადებ მიტრა - როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ალექსანდერ დიურკა - TBC ვიოლეტა მიშევა - მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა ანდრეას გალატულასი - ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები ირაკლი მენაბდე - ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის Neiron AI - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.  ბილეთები: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?