არჩილ თალაკვაძე კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს

gurianews.com

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს

2018 იან 6 12:58:21

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალავაძე 11 წლის მარიამ გობრონიძის გარდაცვალებას ეხმაურება და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 11 წლის მარიამ გობრონიძის გარდაცვალების გამო, რომელიც 4 იანვარს კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. შემძრა იმის გააზრებამ, რომ მხიარული, სიკეთით სავსე გოგონა ჩვენთან აღარ არის. ვუსამძიმრებ მის მშობლებსა და ახლობლებს", _ აღნიშნულია თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში მცხოვრები 11 წლის მარიამ გობრონიძე გუშინ, თბილისი-ხაშურის ავტომაგისტრალზე (კასპის მონაკვეთი) მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც გვითხრეს, მარიამი კასპში, ბებიასთან იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ქვეითად მოსიარულე მარიამს.

 მარიამ გობრონიძე ოზურგეთის 2006-10 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატისა და ამჟამად ოზურგეთის სარაგბო კლუბ "არწივების" თანამშრომლის გელა გობრონიძის შვილიშვილია.

მარიამი მშობლების ერთადერთი შვილი იყო.


ნახვა: 3570


 ახალი ამბები
  • ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც შხამიანი გველები არიანცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისის ჩათვლით, თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამის შესახებ imedinews-ს სააგენტოში უთხრეს. სააგენტოს ცნობით, 2017 წელს უწყების თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამასთან, ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, შხამიანი გველები გვხვდება ძირითადად, ორთაჭალაში, კრწანისში, ფონიჭალაში, აფრიკისა და აეროპორტის ტერიტორიებზე. რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხოველთა მონიტორიგნის სააგენტოში ამბობენ, რომ გიურზის დაჭერის წელს მხოლოდ 1 შემთხვევა იყო. ამავე თემაზე: ქვეწარმავალთა რაოდენობამ იმატა _ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის რჩევები მოსახლეობას ტოქსიკოლოგის რჩევები მოსახლეობას _ რა უნდა იცოდეთ ქვეწარმავლების ... ...
  • "საბავშვო ბაღში ჩემი შვილი აითვალწუნეს" _ კონფლიქტი მშობელსა და აღმზრდელს შორის"გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი აღელვებული ეწვია. _ ვცხოვრობ ოზურგეთში. ჩემი შვილი ლ. კ. ოთხი წლისაა. დამყავს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, რომელიც ჩვენს ქუჩასთან ყველაზე ახლოა. ძალიან გვიჭირს ყველანაირად და სხვაგან ვერ გადავიყვან, თორემ იქ გაჩერება არ შეიძლება. დამეხმარეთ, ჩემი შვილი აითვალწუნეს ამ ბაღში _ ბოლო პერიოდში ბავშვი რატომღაც სულ ჩასველებულია. მიკვირს, რატომ ვერ შარდავს მასწავლებლის დახმარებით ან სულაც მარტო, როცა ამას სახლში კარგად ახერხებს და პრობლემური არანაირად არ არის. მის პედაგოგთან ამის გამო უკმაყოფილება მომივიდა. მ. თ. მიყვირის, მეჩხუბება და მეუბნება, რომ ჩემს შვილს შუაზე გაგლეჯს. მეც ვუთხარი, რომ თავს გაგიტეხავ,-მეთქი... მერე მითხრა, ჩემი შვილი გაგიტეხავს თავს, სადმე ქუჩაში არ შეხვდეო. მას დიდი ბიჭი ჰყავს. დამიბარა, ხვალ ბაღში არ მოიყვანო შენი შვილი, თორემ გავგლეჯო. მაინც მივიყვანე ამ დილით და გადაულაპარაკა მეორე მასწავლებელს, ეს თავის "მატორზე" ვერ არისო... ძალიან მიჭირს ისედაც. ნერვიული ავადმყოფი ვარ, ვმკურნალობდი. ახლა წამლის კი არა, საჭმლის ფული არ მაქვს. ასე შეიძლება სულ გავგიჟდე. თხოვენ ტუალეტის ქაღალდს, სველ ხელსახოცს. სად მაქვს ამდენი ფული, რომ მე მოვამარაგო?! ბაღში ტუალეტის ქაღალდი არ უნდა ჰქონდეთ? ბავშვი უკვე ყოველ დილით მიძალიანდება ბაღში წასვლისას, არ მიმყვება, ძალით მიმყავს. ტირის, ისიც განერვიულებულია, _ ტიროდა ქალბატონი. ქალბატონს, როგორც თავად მოგვიყვა, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ორივე აღნიშნულ ბაღში დაჰყავს. თუმცა, მეორე შვილის მასწავლებელთან პრობლემა არ აქვს და ბავშვის მოვლა-პატრონობითაც, რასაც ბაღში უწევენ, კმაყოფილია. მან გვიამბო ისიც, რომ ბაღიდან მის მაზლს დაურეკეს, რომელიც პოლიციაში მუშაობს. ამ უკანასკნელმა კი, თურმე უთხრა, რომ ეს ქალი ნორმალური არ არის, არ ველაპარაკები და ნურაფერს დაუჯერებთ, ნურც აყვებითო, "ვერ არისო"... როგორც ქალბატონმა დ.-მ გვითხრა, შეხვდა საბავშვო ბაღის გამგეს, ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს მაკა ჭყონიას და აღნიშნული პრობლემის შესახებ უამბო. _ ასევე, სამჯერ მივედი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კოტე შარაშენიძესთან, თუმცა, მითხრა, "მაცალე ერთიო", კარი გაიხურა და სადღაც წავიდა, _ თქვა აღელვებულმა მშობელმა. ჩვენს რესპონდენტს ფინანსური პრობლემები აქვს. ამასთანავე, როგორც თავად ამბობს, ნევრასთენიის გამო მკურნალობდა და ახლაც სჭირდება წამლები, რომელსაც უკვე უფულობის გამო ვერ ყიდულობს. "გურია ნიუსი" იმ საბავშვო ბაღს ეწვია, რომელზეც ქალბატონი მ. დ. საუბრობს. ადგილზე უკვე მისული დაგვხვდა ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი, მაკა ჭყონია. მან გვითხრა, რომ უკვე საქმის კურსშია და დილიდანვე საბავშვო ბაღისკენ გაეშურა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის სამუშაო დღის დაწყებისთანავე ედევნებინა თვალი. _ ეს მშობელი ჩემთანაც იყო. მიამბო თავისი პრობლემის შესახებ. დილიდანვე აქ ვარ. თვალს ვადევნებ ბაღში მშობლების მიერ ბავშვების შემოყვანის პროცესს. გამოვიკითხე ყოველივე, გავესაუბრე მშობლებს. უკმაყოფილო არავინაა. მ. დ.-ს შვილიც თავის ჯგუფშია, ჩვეულებრივ, ნორმალური სამუშაო დღეა. სხვა მშობლებმა, ერთმა მაინც ხომ უნდა თქვან, თუ მსგავსი რამ ხდება? და კიდევ, მშობელს კიდევაც რომ შეეშალოს ან რაიმეთი უკმაყოფილო იყოს, ჩვენ ვალდებული ვართ, ყველანაირად დავეხმაროთ მას, გავითვალისწინოთ მისი თხოვნა, ვკითხოთ რაზე და რატომ აქვს პრეტენზია, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ და ბაღის გამგეს და მასწავლებელს გაესაუბრა. აღმზრდელი მასწავლებელი მ. თ. ამბობს, რომ მას მსგავსი, რაშიც აღსაზრდელის მშობელი დებს ბრალს, არაფერი უთქვამს: _ მსგავსი არაფერი მითქვამს. რატომღაც ამომიჩემა. დამირეკა და ისე მლანძღავდა, ბოლოს ტელეფონი გავუთიშე, სხვა გზა არ მქონდა. 12 წელია ამ საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ახლა 38 ბავშვი მყავს. ერთხელაც არ მქონია კონფლიქტური სიტუაცია. ეს ქალბატონი ძალზე ნერვიულია. რატომღაც ჰგონია, რომ მის ბავშვს ყურადღებას არ ვაქცევთ. ერთი ვინმე მაინც ხომ უნდა მყავდეს მსგავსი პრეტენზიით? როგორ შეიძლება, მასწავლებელმა 4 წლის ბავშვს ჯიბრში ჩავუდგე, საცვალში ისველებდეს და არ გამოვუცვალო? ეს წარმოუდგენელია! _ ატირდა პედაგოგი. საბავშვო ბაღის გამგე მ. ტ.-მ თქვა, რომ ამ კონფლიქტის შესახებ იცის: _ ეს მშობელი ჩემთანაც იყო. სახლშიც მომაკითხა. მივიღე და ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ხდება. ვთხოვე, დაწყნარებულიყო. რომ ჩვენთან მის შვილს არ ითვალწუნებენ. მაქსიმალურად იხარჯება ყველა პედაგოგი და მომავალშიც ასე იქნება. მ. დ.-ს 4 წლის შვილს კი, როგორც ყოველთვის, ახლაც მზრუნველობით და მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრობიან. "გურია ნიუსმა" საბავშვო ბაღის გასართობი თუ საძინებელი ოთახები დაათვალიერა, საბავშვო ბაღის გამგემ კი კიდევ ერთი დეტალის შესახებ გვიამბო: _ ჩვენ გვაქვს ჩანაწერთა წიგნი, ასევე, სპეციალური ფოსტა. ყველა მშობელს შეუძლია, ვინაობის მითითების გარეშეც ჩაწეროს შენიშვნები, გაგვიზიარონ თავიანთი ხედვები. შეგიძლიათ, ნახოთ, _ გვითხრა და ჟურნალი მოგვაწოდა. ქალბატონმა მაკა ჭყონიამ აღნიშნა, რომ მალე სკოლამდელ დაწესებულებებში ხანძარსაწინააღმდეგო დაგეგმარების პროცესი იწყება: _ ამ ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა თავად შეადგინეს შენობის საევაკუაციო გეგმა, შექმნეს ნახაზი, საგულდაგულოდ იმუშავეს თითოეულ დეტალზე. აღნიშნული ნახაზი, პირობითად პროექტი, აქვეა გამოკრული, _ მიგვანიშნა მან კედელზე. როგორც მაკა ჭყონიამ, ისე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელებმა თქვეს, რომ, შესაძლოა, მცირე კონფლიქტი იყო მშობელსა და პედაგოგს შორის, რომლის გაზვიადებას და გაღრმავებას არ დაუშვებენ და განსაკუთრებული ძალისხმევით იზრუნებენ უკმაყოფილო მშობლის და პატარა აღსაზრდელისთვის საუკეთესო გარემო პირობების ... ...
  • მოუწესრიგებელი ქუჩა და მოსახლეობის პროტესტილანჩხუთში, მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო წარმოქმნილი პრობლემებით შეწუხებული ნათლისმცემლის ქუჩის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებას სანიაღვრე არხის მოწყობის თხოვნით მიმართავს, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს მათ ქუჩაზე არსებული პრობლემა. ადგილობრივთა ინფორმაციით, არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არა ერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, თუმცა, უშედეგოდ. "უკვე საუბარი აღარაა შავი საფარის დაგებაზე _ სანიაღვრე არხები მაინც გაგვიკეთონ, რომ ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს ჩვენს ქუჩაზე არსებული პრობლემები. ყოველი გაწვიმებისას ლაფსა და ტალახში ვიხრჩობით, წყალი ეზოებში შემოდის, ძალიან ცუდ დღეში ვართ. არა ერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი ადგილობრივი ხელმძღვანელობის წინაშე, მაგრამ შედეგი არაა. ვერავინ იტყვის მერიაში, ვერც ძველი და ვერც ახალი კადრი, რომ არ სმენიათ ჩვენი პრობლემის შესახებ. კარგად გაიხსენონ წინა მოწვევის საკრებულოში რამდენჯერ დაისვა ჩვენი ქუჩის საკითხი, იყვნენ კიდეც მოსულები გასულ წელს და დაგვპირდნენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა ეტაპობრივად მოხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნება არაა მათი მხრიდან, ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანონ. არჩევნების წინ მოდიან, თანადგომას გვპირდებიან, მაგრამ მერე ყველას ყველაფერი ავიწყდება. ჩვენს ქუჩაზე ორი გმირი ცხოვრობდა, რომლებიც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ _ მათი სახელის და ოჯახების პატივსაცემად მაინც გაიხსენონ ეს ქუჩა! ხომ დადიან რაიონის პირველი პირები სოფელ-სოფელ და მოსახლეობას ხვდებიან?! მოვიდნენ და საკუთარი თვალით კიდევ ერთხელ ნახონ, რა მდგომარეობაში ვართ. რას ვითხოვთ განსაკუთრებულს?! უბრალოდ, გვინდა, რომ წვიმაში წყალი ეზოში არ შემოვიდეს და გზაზე კაცმა წესიერად შეძლოს გავლა. ამ ქუჩაზეც ცხოვრობენ ბავშვები და სკოლაში დადიან. როდემდე უნდა იარონ ტყიდან გამოქცეულებივით ტალახში ამოსვრილებმა?! ", _ ამბობენ ნათლისმცემლის ქუჩის უგზოობით შეწუხებული მაცხოვრებლები. როგორც ირკვევა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით, 4 541 950 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება იგეგმება, საიდანაც ერთ მილიონამდე ლარი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზებზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელებას მოხმარდება. "გურია ნიუსთან" საუბრისას, ლანჩხუთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ლევან ჩხაიძე, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებს, იგეგმება თუ არა ნათლისმცემლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება და არის თუ არა გათვალისწინებული ზემოთ ნახსენებ მილიონ ლარში ამ ქუჩის ... ...
  • "თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, უარი "ეროვნულ პარკს""მთელი კანონმდებლობა _ საერთაშორისო და ადგილობრივი, არის მოსახლეობის მხარეს, მაგრამ მაინც ხისტია ხელისუფლების პოლიტიკა და არ მოდის დათმობაზე. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით, სადაც გადაიკვეთება დაცული ტერიტორიების, კონკრეტულად, ეროვნული პარკის და მოსახლეობის ინტერესები, იქ საქმე უნდა გადაწყდეს მოსახლეობის სასარგებლოდ. თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, საერთოდ ვიტყვით უარს "ეროვნულ პარკზე", _ დავა კოლხეთის დაცული ტერიტორიების საკითხზე ლანჩხუთში ისევ აქტუალური ხდება. მეტიც, აღნიშნულ თემაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარე სოსო კვაჭაძე ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხისადმი ხისტ მიდგომაში ადანაშაულებს და სამომავლოდ ხალხმრავალ აქციებსაც აანონსებს. "ეროვნული პარკი" ლანჩხუთის ტერიტორიის, დაახლოებით, 12 ათას ჰექტარს მოიცავს, სადაც, ტრადიციული საქმიანობები ან მთლიანად იზღუდება, ან სერიოზული შეზღუდვებია. არსებობს მკაცრი დაცვის და ტრადიციული გამოყენების ზონები. მკაცრი დაცვის ზონაში ყოველგვარი ტრადიციული საქმიანობა აკრძალულია, ერთადერთი გამონაკლისია მეცნიერული კვლევა მანიპულაციების გარეშე. ტრადიციული გამოყენების ზონაში ნადირობა აკრძალულია; ლიმიტირებულია თიბვა, ძოვება; არ შეიძლება შენობა-ნაგებობების განთავსება. ფაქტობრივად, ამ ზონაშიც აკრძალულია ტრადიციული საქმიანობა, ნადირობა კი ყველგან აკრძალულია. ადგილობრივი სოციალური ფონი და მოსახლეობის გასაჭირი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ტრადიციული საქმიანობა არ გახორციელდეს ამ ნოყიერ მიწებზე, რადგან სასიცოცხლოდ ვართ დაკავშირებული მასთან", _ ამბობს სოსო კვაჭაძე და მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანს ლანჩხუთში მთავრობის იმ წევრთა ჩამოყვანას სთხოვს, ვისი პრეროგატივაცაა ამ საკითხის მოგვარება. "ვაანონსებთ დიდ აქციას _ შევკრებთ მოსახლეობას, მოვთხოვთ დეპუტატს, ჩამოიყვანოს წარმომადგენლობითი ორგანოდან, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის გადაწყვეტა. ან გადაწყდება საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ და ჩვენ დავიცავთ ჩვენს კანონიერ უფლებას, ან მოვითხოვთ ამ კანონის გაუქმებას ლანჩხუთის ტერიტორიაზე, რის სრული და კანონიერი უფლება გვაქვს. ან დაგვეთანხმებიან ან ვიჩივლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოვაწყობთ აქციებს და ა. შ." _ დასძენს კვაჭაძე. "კოლხეთის ეროვნულ პარკთან" მიმართებაში პრეტენზიები აქვთ მონადირეებსაც და დაცულ ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვას აპროტესტებენ. "სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე? ამ ტერიტორიებზე გურული კაცი საუკუნეებია ნადირობს. უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ _ თოფიც გვესროლეს. მდინარე ფიჩორზე წყალში მახეები აქვთ დადგმული. ამ მახეზე რომ ვინმე დამარცხდეს, პასუხი ვის მოვთხოვოთ? ჩვენ ეროვნული პარკის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ლიმიტირებული ნადირობა რატომ არ უნდა იყოს დაშვებული?! გვეუბნებიან, რომ შეშის შეგროვება შეიძლება, თევზაობაც, საქონლის ძოვებაც. ტყუილია ეს ყველაფერი! ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ვიღაცამ კაბინეტში დაწერა კანონი და სულ არ იცის, აქ რა ხდება. ჩვენ სხვა სანადირო ადგილები რომ გვქონდეს, პროტესტს არ დავიწყებდით", _ ამბობენ მონადირეები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ აქციაც კი გამართეს. მაშინ ლანჩხუთში მათთან შესახვედრად კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი ალექსანდრე ხაბეიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი და მისი მოადგილე, თომა დეკანოიძე ჩამოვიდნენ. ეს შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო, სადაც მხოლოდ ნადირობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაჟღერებულა. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, ზემოთ ნახსენები კომისიის შექმნა, რომელშიც საკრებულოს წევრი გიორგი ჩახვაძეცაა ჩართული. როგორც გაირკვა, ცოტა ხნის წინ ეროვნულ პარკთან დაკავშირებით, ჩახვაძეს კომისიის სხვა წევრებთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წევრებთან ჰქონდა შეხვედრა. "ეროვნული პარკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურში ჩავაყენეთ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს შეგვახვედრა. საუბარი გვქონდა იმ პრობლემებზე, რომელიც "ეროვნულ პარკისგანაა" გამოწვეული და ეხება ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 150 მეურნეობაა. კანონის მიხედვით, ლიმიტირებული ძოვებაა განსაზღვრული, შეზღუდულია სამასალე და საშეშე მასალის მოპოვება-დამზადება. ჩვენი მუნიციპალიტეტის სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის რთულად ასახსნელი და გასაგებია. რომ არა ეს ფერმერული მეურნეობები, ლანჩხუთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა. ჩვენ არსებული სიტუაცია ავუხსენით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს და მივიღეთ პირობა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებოდნენ", _ გვიყვება გიორგი ჩახვაძე. მისივე ინფორმაციით, იმავე საკითხებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს, გელა ხანიშვილსაც შეხვდნენ: "მინისტრის მოადგილესთანაც გვქონდა შეხვედრა, რომლისგანაც, პარლამენტარებისგან განსხვავებით, უფრო ხისტი შეხედულებები მოვისმინეთ. ის იცავდა პოზიციას, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამ მიდგომას არ გადაუხვევდნენ. ჩვენ შევეცადეთ, დაგვერწმუნებინა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, საჭიროა დათმობაზე წასვლა და მოსახლეობის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ჩვენი წინადადებები გავაცანით ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობას აწუხებს "ეროვნულ პარკთან" მიმართებით, ჯერჯერობით, სამინისტროსთან ეს მოლაპარაკებები გრძელდება", _ ამბობს გიორგი ჩახვაძე. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, გაიმართოს შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტისა და გუბერნიის წარმომადგენლებს და ლანჩხუთის მოსახლეობას შორის და ზემოთ ნახსენებ საკითხებზე ერთიანი და საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდეს. როგორც ჩახვაძე ამბობს, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ლანჩხუთის სატყეო უბნის აღდგენის საკითხიც გააჟღერა: "ამ შეხვედრაზე, უპირველესად, ლანჩხუთის სატყეო უბნის აღდგენის მოთხოვნა დავაყენე, რადგან გურიის რეგიონში ყველაზე მეტი ტყე და რესურსი ლანჩხუთს აქვს და ერთი კონკრეტული პიროვნების ახირებას არ უნდა მოერგოს სისტემა. უშუალოდ ამ საკითხზე მინისტრის მოადგილისგან მხარდაჭერა მივიღე", _ ამბობს საკრებულოს ... ...
  • ბოდიში უწყლობისთვის და სამინისტროს მზადყოფნა კონსულტაციებისთვისჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში მცხოვრები რამდენიმე ათეული ოჯახი, 9 თვეა, უწყლოდაა. სტიქიისგან დაზიანებული ცენტრალური მილის გაკეთება მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ: _ წერილებიც მივწერეთ, პირადადაც არა ერთხელ ვიყავით მისულები, თუმცა, შედეგი ვერ მივიღეთ. ხან რას გვეუბნებიან და ხან _ რას, _ გვითხრეს დაბლაციხელებმა, რომლებიც გასულ პარასკევს მერიაში კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ. _ მივედით და უპასუხოდ წამოვედით. მერის მოადგილეს, თამაზ ჯინჭარაძეს შევხვდით, რომელმაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი გვაჩვენა და გვითხრა, რომ თანხები გამოყოფილი იყო, თუმცა, ინფრასტრუქტურის მინისტრის ცვლილების გამო სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯუმბერ ბარამიძემ. დაბლაციხეში მცხოვრები მადონა შარაშიძის თქმით, მერია მათ "ტყუილებით კვებავს" : _ რამდენიმე თვეა, ტყუილებით გვკვებავენ. პარასკევს გვითხრეს, რომ ახალი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დანიშვნის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ყველა პროექტი უკან გაიწვია და მხოლოდ ესაა მიზეზი, რომ რეაბილიტაციას ვერ იწყებენ. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგეთ და ამიტომ მოვედით თქვენთან. იქნებ, თქვენ მაინც დაგვეხმაროთ, _ აღნიშნა ქალბატონმა მადონამ. ჩვენ დეტალების გადამოწმებას თამაზ ჯინჭარაძესთან შევეცადეთ, თუმცა, მერის მოადგილემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა კი ამბობს, რომ ტენდერების შეჩერება ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია: _ საქმის კურსში ვარ იმის შესახებ, რაც ხდება. მე ოზურგეთში, თათბირზე ვიყავი და მხოლოდ ამ მიზეზით ვერ მოვახერხე მათთან შეხვედრა. ჩემმა მოადგილემ მათ პროექტებიც აჩვენა. ამ ადამიანების აღშფოთება არის სამართლიანი, მაგრამ ჩვენც არ გვეგონა, თუ ამ პროექტის გახორციელება გაიწელებოდა. პროექტი მზად არის, დაექსპერტებულია, თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადავიდა ახალ მოდელზე, შესყიდვების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებია და ამან გამოიწვია ტენდერების სისტემაში განთავსების გადავადება. ეს პროექტი, რომელიც, როგორც გითხარით, მოსახლეობამაც ნახა, აუცილებლად გახორციელდება. მაგრამ იმის გამო, რომ დააგვიანდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ უხერხულობის გამო ჩოხატაურის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას, _ გვითხრა კუჭავამ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ტენდერების და პროექტების შეჩერების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს": _  ჩვენ, რეკომენდაციის სახით, ვურჩიეთ მუნიციპალიტეტებს, რომ ახალ სტანდარტზე გადავიდნენ, რაც ამ პროცესის უფრო გამჭვირვალედ და ხარისხიანად ჩატარებას უზრუნველყოფს. საქართველოს მასშტაბით, ასეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება. აბსოლუტურად დაუშვებელია ამ პროცესის შეფერხება და ასე რომ არ მოხდეს, ჩვენ დამატებით კონსულტაციებს გავუწევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...