„ასფალტს „კატოკის“ მაგივრად ფეხით ბეკნიან“ _ გაოცებული ლანჩხუთელი მაჟორიტარი

საზოგადოება

„ასფალტს „კატოკის“ მაგივრად ფეხით ბეკნიან“ _ გაოცებული ლანჩხუთელი მაჟორიტარი

1 თებ. 2019, 18:19:36

„ასფალტს „კატოკის“ მაგივრად ფეხით ბეკნიან“ _ გაოცებული ლანჩხუთელი მაჟორიტარი

სოფო წილოსანი

გურია ნიუსი

„ლანჩხუთში კიდევ რამე თუ გამაოცებდა, ვერ წარმომედგინა. კაი კომიკური ამბავი კი ვნახე რამდენიმე დღის წინ. ტელეფონით გადაღება შემრცხვა, რაც ვნახე _ ქალაქის ცენტრში ასფალტს აგებდნენ თუ ამას დაგება ჰქვია. გამიგია, კაცმა „კატოკით“ გაასწოროს ასფალტი, მაგრამ ლანჩხუთში ასფალტს „კატოკის“ მაგივრად ფეხით ბეკნიან.  ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?!“ _ გაოცება ვერ დამალა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მაჟორიტარმა კახა კვიტაიშვილმა.

„მაგი რაა, ამფერიც მაქვს ნანახი _ „კალიასკიანი მატოციკლეტი“ ხომ იცით, იმით დაჰქონდათ ფოთიდან და ისე აგებდნენ ასფალტს“, _  შეეშველა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე კვიტაიშვილს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ ფეხით დატკეპვნის ამბავი კი გაიკვირვა, თუმცა,  განმარტა, რომ ეს, ე.წ. ცივი ასფალტია და მის გასწორებას კატოკი არ სჭირდება, ნიჩაბიც საკმარისია. ჩხაიძის თქმით, ცივი ასფალტის დაგება ზამთრის სეზონის გამო ხდება და გაზაფხულდება თუ არა იგი ცხელი ასფალტით ჩანაცვლდება.

უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მძიმეწონიანი მანქანების გაჩერების ადგილის დარეგულირების საკითხი გააჟღერა.

„მეწარმე კაცი ვარ, ქალაქის ცენტრში მაქვს  მაღაზია, თუმცა, იმის გამო, ხშირ შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორია მძიმეწონიანი მანქანებითაა ჩახერგილი, მომხმარებელი მაღაზიაში შემოსვლას ვერ ახერხებს. ისეთი ქაოსური მდგომარეობაა შექმნილი, რომ ფეხით გავლა ხდება შეუძლებელი. ხომ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ და ამ უზარმაზარ მანქანებს ქალაქის ცენტრში გაჩერება ავუკრძალოთ. გარდა იმისა, რომ გამვლელებს ხელს უშლიან, გზის საფარიც ზიანდება“, _ აღნიშნა იმნაიშვილმა და  ლანჩხუთში ტაქსების რაოდენობის შეზღუდვის იდეაც გააჟღერა.

როგორც იმნაიშვილს განუმარტეს, ეს საკითხი მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებში შედის.

იმნაიშვილის მიერ გაჟღერებული თემა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ვერიკო კვირკვლიამ უფრო განავრცო და გარევაჭრობის პრობლემასაც შეეხო: „ვიცით, სად იდგნენ  და  ვაჭრობდნენ გარემოვაჭრეები. ახლა სამი მეტრით უკან დაწიეს. ცოტა უხერხულია. სხვა ადგილი უნდა გამოენახათ. კითხვა მაქვს, რატომ შეირჩა ის ადგილი გარევაჭრობის მოსაწყობად, ვინმე ჩვენ შეგვეკითხა?! ასევე, უნდა ვთქვა ავტობანზე მომუშავე მანქანების შესახებ, წერილი უნდა მივწეროთ იმ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ გზის გაკეთებაზე. ეს მანქანები, სადაც მოესურვებათ, იქ არიან გაჩერებულები. ხომ შეიძლება, ადგილი გამოიყოს სპეციალურად და ასე ქაოსურად არ იყოს. ვეღარ გაივლი ქუჩაში“.

სხდომის მიწურულს კი სიტყვა  ოპოზიციონერმა დეპუტატმა  ლელა ჩახვაძემ ითხოვა. ჩახვაძემ მერიას გულგრილობაში დასდო ბრალი: „საკრებულოს თავმჯდომარე კომისიებში გაწევრიანებულ დეპუტატებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, თუმცა, ამის საშუალება ხომ უნდა გვქონდეს. ექვსი წერილი გვაქვს ფრაქციის სახელით გაგზავნილი მერიაში, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მიგვიღია. წერა-კითხვის უცოდინარი ხალხით გაივსო სამსახურები. მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ ფორმალურად არ ვატაროთ სხდომები“, _ აღნიშნა ჩახვაძემ, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომაზე მყოფ მერის მოადგილეს სთხოვა ამ პრობლემის მოგვარება.




 ახალი ამბები
  • რას ეძებდნენ, გაუგებარია- ანა დოლიძის დედის ბინა გაქურდესიუსტიციის საბჭოს ყოფილიწევრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მოძრაობაც დააფუძნა, ანა დოლიძე, დედის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  „დედაჩემის ბინა გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”,_ წერს დოლიძე სოციალურ ... ...
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...