ატომური წყალქვეშა ხომალდის ერთადერთი ქართველი მეთაური (R)

საზოგადოება

ატომური წყალქვეშა ხომალდის ერთადერთი ქართველი მეთაური (R)

2018 ივლ 31 19:33:41

დღეს, 31 ივლისს, კონტრ-ადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა.

ქართველი  ოფიცერი, რომელიც საბჭოთა ფლოტში წყალქვეშა ატომური ხომალდით 38 წელი დაცურავდა,   1989 წელს  სამშობლოში დაბრუნდა. 1991 წლის 7 ივლისს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნის შესახებ  600 კაცის პირადი შემდგენლობით.  მისი პირველი სარდალი სწორედ ალექსანდრე ჯავახიშვილი  გახდა  და საბჭოთა  წყლებში მიღებული გამოცდილება დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ჩამოყალიბებას  მოახმარა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა ჟურნალისტმა, ზაირა მიქატაძემ ბატონ ალექსანდრესთან უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

„მშობლებმა არ იცოდნენ, წყალქვეშ რომ ვმსახურობდი. დედაჩემს გაზეთების კითხვა უყვარდა, რუსული გაზეთში უნახავს ჩემზე სტატია სათაურით:  „წყალქვეშა ატომური ნავის ერთადერთი ქართველი მეთაური, რომელიც თვეობით დადის წყალქვეშ“...

„გამომიძახეს მოსკოვში,  საიდუმლო საზღვაო ინსტიტუტში. დაუყოვნებლივ  გამოვცხადდი  და იქ მეუბნება ინსტრუქტორი, მთავასარდალთან  ხარ გამოძახებულიო. წყალქვეშა ნავის მეთაურს რომ  მთავარსარდალი გეძახის, ეს ძალიან დიდი დიაპაზონია. იმ დროს  მეორე რანგის კაპიტანი ვიყავი. მეორე დღეს, 14 საათზე შევედი საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების მთავარსარდალთან, რომელიც გაშკოვი იყო გვარად.  დიდი, გრძელი კაბინეტის შუაგულში შემხვდა.  მარჯვნივ დიდი გლობუსი იდგა. მიმიყვანა გლობუსთან, ხელი შემოატარა  და მითხრა, შენ ამას გააკეთებ,  მაგრამ ამ ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოსო. ერთი ერთზე  ვისხედით. შტაბის უფროსი გარეთ  მელოდებოდა. როცა გამოვედი, მკითხა, რა უნდოდაო? ტყუილი ვუთხარი, შემეკითხა, ახალი გემი როგორ მოგწონსო?!   დავბრუნდი ბაზაში. ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი, „კაგებე“, პოლიტხელები... „ცივი ომი“ იყო და დაზვერვა მუშაობდა.

მოკლედ, მივიღე საბუთების საიდუმლო პაკეტი: გამევლო  არქტიკის ყინულები  და ჩრდილოეთ პოლუსით გადავსულიყავი წყნარ ოკეანეში. არ მომეწონა ეს მარშრუტი, რადგანაც ყინულების ქვეშ სიღრმეები არ არის და იქ თუ რამე დამემართებოდა, კაციშვილი დამხმარე არ მეყოლებოდა. გავიდა დრო, მოსკოვის მთავარი შტაბიდან მეორე პაკეტიც მოვიდა. გადასვლა იქნებოდა ოკეანეების შემოვლით. ე.ი. ატლანტისა და წყნარი ოკეანეები უნდა გამევლო. ღამის 4 საათზე ვაპირებდი გასვლას. გამომიძახა ჩრდილოეთის ფლოტის სარდალმა, ხვალ მთელი ფლოტილია იქნება მოწყობილი, დაახლოებით 1000 ადამიანი, ორკესტრი და ასე გაგაცილებთო. არადა, ჩუმად უნდ გავსულიყავი.

 არ მომეწონა ღიად გასვლა. ჯერ უნდა გავსულიყავი ბარენცის ზღვაში და იქ ჩამეყვინთა. მანამ იქ მივიდოდი, მთელი ავიაცია და კოსმოსი დამაფიქსირებდა. მეორე დღეს გავედი ბარენცის ზღვაში,  იქ კი კვალი ავურიე აგენტურას. უნდა გავსულიყავი ნორვეგიისკენ და იქედან ატლანტის ოკეანეში. მე წავედი ჩრდილოეთით, არქტიკაში,  ცოტა ხანი იქ ვიარე და მერე დავბრუნდი. ამ მანევრმა თავისი როლი ითამაშა. 75 დღე მოვანდომე ატლანტიკისა და სამხრეთ ამერიკის გავლასა  და წყნარ ოკეანეში გადასვლას. ერთი თვე მივდიოდით წყნარ ოკეანეში. სახელი გაამართლა, შტორმი ერთხელაც არ ყოფილა მართლა წყნარი იყო. მერე, როცა კამჩატკაზე დაგვაბრუნეს, სულ შტორმებში გვიწევდა სიარული. ჩვენს ეკიპაჟს შტორმის ეკიპაჟს ეძახდნენ. ორი შტაბი მართავდა ჩემს სვლას. როგორც გითხარით, 75 დღე მოგვიხდა ამ ცურვის შესრულება. ამის შესახებ არსად ვლაპარაკობდი, მაგრამ ჟურნალისტების ამბავი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ“.

საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტებში 38 წელი ვიმსახურე.  ეს წლები ჩემთვის არავის დაუფასებია. ბრიგადის მეთაური ვიყავი, წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლის მოადგილეც. სულ  ბოლო ადმირალის თანამდებობა იყო. როცა წყალქვეშ შემოვლა დავამთავრე, მოსკოვში  საბჭოთა კავშირის გმირობაზე წარმადგინეს. კრემლში  ასე უთქვამთ, ძალიან გრძელი გვარი აქვსო. ანუ რუსი რომ ვყოფილიყავი, გმირობას მოვიღებდი. 1985 წელს კონტრ-ადმირალის წოდებაზე წარმადგინეს, მაგრამ არ მომანიჭეს. მადლობის წერილებს არ მაკლებდნენ,  წინსვლის საშუალებას კი არ მაძლევდნენ. როდესაც შევხედე, რომ მავალებდნენ  რთულ  და სარისკო დავალებებს, რასაც   პირნათლად ვასრულებდი, მაგრამ დაფასება არ მქონდა, მივატოვე საბჭოთა ფლოტი და 1989 წელს საქართველოში დავბრუნდი.’’

„პრეზიდენტმა გამსახურდიამ სამხედრო საზღვაო ძალების შექმნის სამმართველოს უფროსად დამნიშნა. მარტო მე ვიყავი მეზღვაური, მთელი საქართველო გადავატრიალეთ, სამხედრო კომისარი, გენერალ-ლეიტენანტი შარაშენიძე მეხმარებოდა,  ვერ ვიპოვეთ ვერცერთი სამხედრო მეზღვაური. ვიყავი მხოლოდ მე.  მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიაში შეგვექმნა ჩვენი ოფიცრების მომზადების სისტემა, რაშიც აჭარის ხელმძღვანელობა  დამეხმარა და დავაარსეთ სამხედრო-საზღვაო ფაკულტეტი  შტურმანისა  და მექანიკოსის სპეციალობებით.  ახლა რომ სანაპირო დაცვაში დგანან, სულ ამ ფაკულტეტის დამსახურებაა.  ჩემს კისერზე გაიარა ამ ფაკულტეტის გამართვამ. ლენინგრადიდან ჩამოვიტანე პროგრამები და  გადავაკეთეთ ჩვენი ხომალდების შესაბამისად.

ამ ხანში აფხაზეთის ომი დაიწყო. ხალხის გადაყვანა აფხაზეთში და იქედან გამოყვანა, ავიაციასთან ერთად,  ჩვენ უნდა შეგვესრულებინა. პროფესიონალი სამხედრო კაპიტნების დახმარებით 42 ათასი ადამიანი მხოლოდ სოხუმიდან გამოვიყვანეთ. საბჭოთა კავშირის დროს კაპიტნები ყველა სამხედრო მიმართულებით მზადდებოდა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება.’’...

‘’საქართველოში ამერიკის ელჩი ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე თათბირზე. ერთხელ სადილზე მიმიწვიეს და დამსვეს ელჩის გვერდით. თითო ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ასეთი საუბარი დაიწყო. ახლა ჩვენთან არის ადამიანი, რომელიც თავისი რაკეტებით ვაშინგტონს და ნიუ-იორკს უმიზნებდაო. მივხვდი, რომ პროვიკაციას მიწყობდა. დღეს იგი ჩვენი მეგობარიაო, დაასრულა საუბარი ელჩმა  და ჩემი სადღეგრძელო დალია. მეც ხომ უნდა მეთქვა რაღაც?! ავდექი და ვთქვი, კი, ასე იყო, 13-ჯერ ვიყავი ოკეანეში, რათა თუ ბრძანება იქნებოდა, ბირთვული იარაღით  თქვენი ქალაქები გამენადგურებინა-მეთქი.  მე ვნახე თქვენი რუკა, ხმელთაშუა ზღვიდან თქვენი ხომალდების მეთაურები როგორ უმიზნებდნენ თბილისს. ასე რომ, ცივი ომი იყო თუ ჩვენ ვუმიზნებდით ვაშინგტონს, თქვნი ბიჭები თბილისს უმიზნებდნენ-მეთქი“.

ღვაწლმოსილი მეზღვაური კაპიტნის ფორმით დახვდა ჟურნალისტს. მკერდზე მეთაურის ნიშანი ეკეთა. ფოტოს გადაღება სთხოვეს. ხელჯოხი დააგდო, ფეხზე დადგომა გაიუჭირდა, სკამი შეაშვლაეს, დაეყრდნო და წელში გაიმართა, თითქოს, შტურვალთან დადგაო.  დადგა იმ  მოდელირებული ბირთვული ხომალდის გვერდით, რომლითაც იგი „ცივი ომის“ დროს ბალისტიკური რაკეტების სამიზნეებს იცავდა, მათ შორის, მშობლიურ თბილისსაც...

უფალმა გაანათლოს ატომური წყალქვეშა ხომალდის ერთადერთი ქართველი მეთაურის, ალექსანდრე ჯავახიშვილის სული!(R)




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...