ავტოპარკის განახლებისთვის გამოყოფილი 300 000 ლარი და მერიის პასუხი

საზოგადოება

ავტოპარკის განახლებისთვის გამოყოფილი 300 000 ლარი და მერიის პასუხი

2019 მარ 18 12:51:47

13 მარტს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა პავლე ჭყონიამ ისაუბრა. მან განმარტა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 16 მილიონ 154 702, 43 ლარით იზრდება.

საკრებულოს წევრები, მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხით დაინტერესდნენ _ ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო თანხა 300 ათას ლარს შეადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ აღნიშნული თანხის განკარგვამდე, მიზანშეწონილად მიაჩნია, შესაბამისი წესის პროექტის შემუშავება.

_ აღნიშნული თანხის განკარგვამდე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მოხდეს შესაბამისი წესის პროექტის შემუშავება, საკრებულოს მიერ დამტკიცება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის განაწილებას, მის გამოყენებას რაციონალურად და თავსებადი იქნება მთავრობის დადგენილებასთან. საკრებულო მიადევნებს თვალს ამ პროცესს და აქტიურად ჩაერთვება წესის შემუშავებაში, _ თქვა მან.

ღურჯუმელიძემ, ასევე, განმარტა, რომ ავტოპარკის განახლება ნამდვილად საჭიროა, არის ბევრი ძველი ავტომანქანა, რომელიც მთლიანად შავი ლითონის ჯართს წარმოადგენს და მხოლოდ ადგილს იკავებს. თუმცა, ვიდრე პროცესი დაიწყება, მერიაში უნდა შედგეს პროექტი და თანხის ხარჯვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებაროს.

დეპუტატებს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამთ და მხარი დაუჭირეს მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებებისთვის სამასი ათასი ლარის გამოყოფას.

მართალია, სხდომაზე დეპუტატებმა ავტოპარკის განახლება მოიწონეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს სხდომას "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი სწორედ იმიტომ არ დაესწრო, რომ არ ეთანხმებოდნენ საბიუჯეტო ცვლილებას და ავტოპარკის განახლებისთვის სამასი ათასი ლარის გამოყოფას.

მარტის დასაწყისში დაგეგმილი სხდომაც სწორედ ამიტომ გადაიდო, რამაც, ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერის განაწყენება გამოიწვია და შარაშენიძეს საკმაოდ მწვავე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოუხდა საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებთან.

"გურია ნიუსი" ამ დეპუტატებს ესაუბრა, თუმცა, ისინი, ძირითადად, მერთან დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

"გურია ნიუსის" კითხვაზე _ თუ რა მიზეზით არ ესწრებოდნენ სხდომას და მართლა ჰქონდა თუ არა დაპირისპირებას ადგილი, მათ ასეთი განმარტება გააკეთეს:

როზეტა სკამკოჩაიშვილი: "მსგავსი არაფერი ყოფილა. მერთან კამათი მქონდა სოფელ დვაბზუში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც ჩვეულებრივი ამბავია და აზრთა სხვადასხვაობაზეა საქმე. კონკრეტულად ეს ეხებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, მეტი არაფერი".

მარიკა ჩხიკვიშვილი: "საკრებულოს სხდომას იმიტომ არ დავესწარი, რომ ოფიციალურად შვებულებაში ვიმყოფებოდი. თუმცა, იყო ზოგი საკითხი, რასაც არ ვეთანხმებოდი და რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავაფიქსირებდი ჩემ მოსაზრებას. რაც შეეხება მერის დამოკიდებულებას, ეს არახალია. სხვას როგორ მოექცა, არ ვიცი. მე რომ არ მწყალობს, რაც საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოუჩენია ყველას მიმართ, წიკვინაც კი მიწოდა, საზოგადოებამ იცის, თუმცა, ამაზე პრობლემა არ აქვს _ მისთვის ძნელი არ არის, შეურაცხმყოფელი იყოს".

გელა ჩავლეშვილი, "ოცნების" დეპუტატი: "საპატიო მიზეზით არ ვესწრებოდი. მეტს ვერაფერს გეტყვით".

ლალი სიჭინავა: "მე სხდომას საპატიო მიზეზით ვერ ვესწრებოდი. მეუღლე მყავდა ავად. სხვა მიზეზი არ ყოფილა".

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო სამასი ათასი ლარის გამოყოფასთან და ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, თუ რას და როგორ აპირებს მერია, "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე სურგულაძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ ავტოპარკის განახლება თვითმიზანი და თანხების უყაირათოდ ხარჯვა არ არის:

"ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო აუდიტის აუდიტორული ანგარიშის რეკომენდაციების, ამასთან მუნიციპალიტეტის მიერ ლიმიტით განსაზღვრული საწვავის რაციონალურად ხარჯვის მიზნების გახორციელებისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულია წლის სტრატეგია, რაც გამოიხატება შემდეგში:

მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 17 ერთეული სამსახურებრივი ავტომობილიდან, აბსოლუტური უმრავლესობა, 10 წელზე მეტი წარმოშობისაა და მათი ტექნიკური მომსახურება ძვირადღირებული სერვისია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოხდა ამ ავტომობილების შეფასება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება, მათი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თუ რამდენად ეკონომიური და რაციონალურია შემდგომი ექსპლუატაცია. მისაღებია მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის წესი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა და ძირითადი აქცენტები გაკეთდება . . მორიგე ავტომანქანების პრინციპზე, რაც ამავდროულად გულისხმობს მათ GPS სისტემით აღჭურვას".

ალექსანდრე სურგულაძემ, ასევე, დააკონკრეტა პასუხი ამორტიზებული, ჯართად შეფასებული ავტომანქანების ჩამოწერისა და რეალიზაციის გახორციელების პროცესის შესახებ:

"ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით გახორციელდება, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. სწორედ ამიტომ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება . . მორიგე მანქანების სტატუსით ერთი მიკროავტობუსის, ერთი პიკაპის და სამი ერთეული სედანის ტიპის ჰიბრიდული ან ელექტროძრავიანი ავტომობილის შეძენა. ყველას შეეძლება, ამ პროცესებს თვალი ადევნოს", _ გვითხრა სურგულაძემ.

"გურია ნიუსმა" შავი ლითონის ჯართად შეფასებული იმ ავტომობილების ფოტო გადაიღო, რომელიც ამ დროისთვის მერიის შენობის უკანა ტერიტორიაზე დგას.

მუნიციპალიტეტის მერიაში გადმოგვცეს, ასევე, იმ 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალების სია, რომელიც მერიის საკუთრებაშია. აქ მითითებულია იმ რვა ერთეული ავტომობილის თუ ტრაქტორის დასახელება, რომელიც ამორტიზებულია და შეფასებულია შავი ლითონის ჯართად.

"გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს აღნიშნული მოძრავი ქონების პრივატიზების პროცესს, ასევე, კვლავ მიუბრუნდება ავტოპარკის განახლებისთვის სამასი ათასი ლარის გამოყოფის საკითხს და ინფორმაციას დეტალურად მიაწვდის ჩვენს მკითხველს.




 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...