ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარდაცვლილია 2 ადამიანი

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარდაცვლილია 2 ადამიანი

1 ივნ. 2020, 21:30:45

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში.

როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია.

როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




 ახალი ამბები
  • წყალგაყვანილობის მშენებლობა და დაპირისპირება სოფელშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008" ახორციელებს. პროექტი წელიწადნახევრიანია და მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. მუშაობის პროცესში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მოსახლეობის წარმომადგენლები გამუდმებით ლაპარაკობენ კომპანიის მიერ უდიერად შესრულებულ სამუშაოზე. კონკრეტულად კი, ამბობენ, რომ მშენებლები აზიანებენ ძველი წყალგაყვანილობის მილებს, რის გამოც წყალი იღვრება, აუზი იცლება და ასეთ გვალვაში ხალხი უწყლოდ რჩება. _ სათავე ნაგებობიდან მომავალ მილს ფამფალეთის ტერიტორიაზე ერთგან დამაგრებული ჰქონდა "არკა". ეს თაღი არეგულირებდა სხვადასხვა უბანში წყლის თანაბრად მიწოდებას. ამათ კი დააზიანეს მუშაობის დროს, გაგლიჯეს ეს "არკა" და გააკეთეს უფრო მაღალი. სინამდვილეში კი სოფლის გამგებელმა, გიორგი მდინარაძემ თავის სახლში შეაყვანინა და ჩვენ ასე დაგვტოვა, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა მანანა მჟავიამ. ადგილზე მოსულმა მერის წარმომადგენელმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო სიცრუე და მოითხოვა, მის სახლში წავსულიყავით და გვენახა, რომ "ტყუილს მოკლე ფეხი აქვს": _ ხალხო, ჭა მაქვს. ეს წყალი ჩემთან საერთოდ არ შემოდის. რაც შეეხება კომპანიის უდიერ მუშაობას, ახლახან მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ასევე, კომპანიის ხელმძღვანელებს არა ერთხელ ვესაუბრე. ამასთანავე, გვალვაა, წყლის დებეტმა იკლო, ხალხი გაღიზიანებულია, მაგრამ მე რატომ მაბრალებთ? უსამართლოდ გინდათ, კისერში მწვდეთ, მაგრამ ვერ მოგართვით! საკმაოდ სქელი კისერი მაქვს, რომ იცოდეთ, _ უთხრა მან მჟავიას და შეახსენა ისიც, რომ თვითონ დიდხანს არ ცხოვრობდა სოფელში, მერე ჩამოვიდა და ახლა ყოველთვის მას უპირისპირდება. თავის მხრივ, მანანა მჟავია და მირანდა დგებუაძე დაჟინებით მოითხოვდნენ, ადგილზე მოსულიყვნენ კომპანიის წარმომადგენლები და ამომწურავი პასუხები გაეცათ მათ კითხვებზე; _ ჩვენთან წყალი იყო გამოყვანილი ძველი დროიდან. ახლა ამ წყალს ტექნიკური წყლის სახელით იცნობენ და კარგია თუ ცუდი, სანამ ახალი არ გაკეთებულა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა კომპანია ახალ გაყვანილობას აკეთებს, ბუნებრივია, სადღაც დაზიანება მოხდება, თუმცა, ის მაშინვე უნდა გააკეთონ. ესენი კი მიყოლებით აზიანებენ ყველგან, თან ტოვებენ ასე დაგლეჯილს და დაზიანებულს. როცა მეტი პასუხისმგებლობა არ აქვთ, ვიღაც თავზე უნდა დაადგეს _ ან მათივე ხელმძღვანელი, ან სოფლის ხელმძღვანელობის რომელიმე წარმომადგენელი, _ ამბობდნენ ადგილზე მოსული ფამფალეთელები და მიუხედავად მრავალგზის შეხსენებისა, გიორგი მდინარაძის მხრიდან, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს წინა დღესაც ესაუბრა, მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, სასწრაფოდ გაეუქმებინათ ე. წ. "არკა". მათი თქმით, სწორედ ამ მაღალმა "არკამ" დააბრკოლა მილში წყლის მიმოქცევა. უფრო მეტიც, ადგილობრივებს მუშებმა უთხრეს, რომ ეს ყველაფერი მერის წარმომადგენლის, გიორგი მდინარაძის დავალებით გააკეთეს. გაბრაზებულმა მდინარაძემ ტელეფონში ე. წ. "სპიკერი" ჩართო და სასწრაფოდ დაურეკა კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც ჰკითხა, რატომ იცრუა. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ არავის დაუვალებია მისთვის "არკის" დაშლა ან პირიქით _ გაკეთება: _ მოხდა ისე, რომ როცა წყალგაყვანილობა გაგვყავდა, უნებურად დავაზიანეთ ის პატარა თაღი, რომელიც მანამდე იყო იქ გაკეთებული და წყლის წნევის დარეგულირებას უწყობდა ხელს. ამიტომ თავადვე გავაკეთეთ. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს უფრო მაღალი გაგიკეთებიათ და ჩქარა დაშალეთო. უცებ ვერ დავშალეთ. თან გვალვაა და წყალმა ძალიან დაიკლო. ამიტომ "არკა" არ არის უწყლობის მთავარი მიზეზი. კარგი, ბატონო, მაგასაც გავაკეთებთ. უცებ არ ხერხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ხომ ყოველდღე ვმუშაობთ და დრო ხომ უნდა ვნახოთ, რომ ესა თუ ის საქმე გავაკეთოთ, _ თავის მხრივ, თავს იმართლებდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მდინარაძეს ესაუბრებოდა. _ მე ახლა ჩამოგიყალიბებთ ოთხ მიზეზს, რატომ არის ასე ცოტა წყალი. უპირველესი _ გვალვაა და ძალიან ცოტაა წყლის დებეტი. მეორე _ რამდენიმე ადგილზე გახეთქილია წყლის მილები. მესამე _ ეს "არკა" ამხელა არ უნდა გაკეთებულიყო. ბევრიც რომ იყოს წყალი, მაინც გაუჭირდება "გაგნება". როცა წყალი კარგად მოდიოდა, ხომ გახსოვთ, რომ ეს "არკა" ხელს არაფერს უშლიდა, ახლა რომ ამოიჩემეთ? რატომღაც მე რომ მაბრალებთ. უმთავრესი მაინც გვალვაა და ერთი გაწვიმება უფრო ადრე გადაჭრის ამ პრობლემას, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად, _ უთხრა შეკრებილებს გიორგი მდინარაძემ. ადგილობრივმა მცხოვრებმა გოგი ჩანჩიბაძემ ისაუბრა უწყლობის პრობლემაზე და თქვა, რომ ეს ახალწარმოშობილი მიზეზი არაა: _ პირიქით, ადრეული პერიოდიდან იწყება წყლის მილების მოძველების და დახეთქვის ამბები. ახლა აკეთებენ, მაგრამ გაკეთება თუ არ დასრულდა, მამაზეციერს არ შეუძლია, ორ დღეში წყალი მოგვცეს. ადრე ხალხი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს _ რომ გაფუჭდებოდა, მივდიოდით, ვნახულობდით, სად იყო დაზიანებული და ვაკეთებდით. მარტო მე რამდენი მირბენია ამისთვის. ახლა რომ დაწყდება წყალი, რატომღაც ჰგონიათ, რომ ვიღაც გადამთიელი უნდა მოვიდეს და გაუკეთოს. თავად კი ხელი არ გაანძრიონ. არაა ახლა ასე. სხვა დროა. თუ არა, უნდა დაველოდოთ, როდის გაკეთდება ახალი გაყვანილობა, _ თქვა მან. "გურია ნიუსი" ოზურგეთის საკრებულოს წევრს სოფელ ვაკიჯვრიდან, ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძეს ესაუბრა. თავის მხრივ, ნიჟარაძემ თქვა, რომ გამუდმებით ადევნებს თვალს სოფელში ამ პრობლემის მოგვარების საქმეს. _ ახლა ხალხი გაღიზიანებულია უწყლობის გამო, რადგან ძალიან არის შემცირებული დებეტი. დიდი ხანია, გვალვაა, რაც იშვიათად ხდება. როგორც მე ვიცი, ბევრ სოფელშია ასეთი პრობლემა. რაც შეეხება "არკას", კომპანიის მიერ დაზიანდა და თავადვე უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, უფრო მაღალი გაუკეთებიათ და არა ერთხელ ვუთხარი, რომ უნდა დამოკლდეს. გია მდინარაძის უბანში ეს მილი არ შედის და სიცრუეა, რომ მან დაავალა თაღის გაკეთება. ვინც ამას ამბობს, ხომ შეუძლია იქვე, ათი მეტრი მანძილი გაიაროს და ჩავიდეს მდინარაძის ეზოში, რომ დარწმუნდეს სიმართლეში?! ასე ლაპარაკი არ შეიძლება. პროექტი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, მასშტაბურია _ ერთი თემის ოთხი სოფელი მომარაგდება წყლით და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. წყლის გაყვანას, რეზერვუარების მშენებლობას ახლავს მომენტები, როცა შეფერხებები წარმოიშობა ხოლმე. საქმის კურსში ვარ. ახლა მთავარი მიზეზი მაინც გვალვაა. წყალმომარაგება მესამედიც აღარაა. თან მილი რომ გასკდება ან მშენებლობისას ზიანდება, ორმაგად ღიზიანდებიან აქ მცხოვრებლები და სამართლიანადაც. მე თვითონ დავდივარ ტყე-ღრეში, როცა მილები დახეთქილია. ხალხმაც უნდა იზრუნოს, როცა გასაჭირია, ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, _ გვითხრა ნიჟარაძემ. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, სოფელ ვაკიჯვარში მერის წარმომადგენელს  გიორგი მდინარაძეს ნამდვილად აქვს ოზურგეთის მერიაში განცხადება შეტანილი, სადაც მითითებულია კომპანია შპს "უნივერსალ ჯორჯია 2008"-ს მუშაობაში უხეში დარღვევების შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა, მოთხოვონ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, მეტი პასუხისმგებლობით იმუშაონ ასეთი პროექტის გახორციელებისას. "გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს ვაკიჯვრის თემში წყალსადენის მშენებლობის პროცესს, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა ... ...
  • ცესკო - პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდასაქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის წესი შეიცვალა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს. როგორც კომისიაში აცხადებენ, პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც უკვე ძალაშია. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნაცვლად ძველი რედაქციით გათვალისწინებული 25 000 ხელმოწერისა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, მოქმედებს გამონაკლისი, რომლის შესაბამისად, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია; ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო; აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო. ამ დროისთვის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება აგროვებს. ცესკომ ექვსივე პარტიას აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია უკვე ... ...
  • ტამიშთან დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს (R)2 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და 27 წლის წინ, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. სამშობლოსათვის დაღუპული გმირების პატივსაცემად, მემორიალთან, უწყების ხელმძღვანელთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კობა კობალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი, გიორგი მათიაშვილი და ვეტერანები იმყოფებოდნენ. 1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი ზარალი მიადგათ აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებსაც. ქართული შენაერთების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.დიდება გმირებს!  ... ...
  • მოჭრილი ჭადრების ნაცვლად ჟორდანიას ქუჩას ნეკერჩხლის ხეივანი დაამშვენებსლანჩხუთის შემოსასვლელში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ, სადაც ტროტუარის მოწყობა მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ნეკერჩხლის ხეებს დარგავენ. საქმე ისაა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელებისას აქ არსებული ჭადრის ხეები მოიჭრა, რასაც ლანჩხუთელთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მაშინ პასუხად მერიამ განმარტა, რომ  უწყებაში არაერთხელ შევიდა განცხადება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, სადაც ისინი იქ  არსებული  ჭადრების ხეივანის მოჭრას ითხოვდნენ. მერიისვე ინფორმაციით, ჟორდანიას ქუჩაზე ნეკერჩხალი დაირგვება. „განაშენიანების გეგმა მოიცავს საფეხმავლო ბილიკების მოწყობას დეკორატიული ფილებით, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხი, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ბოძები, დაიწყება ქუჩის გამწვანება და ჭადრების ნაცვლად მთელ ქუჩაზე დაირგვება ნეკერჩხლის ჯიშის ნერგები“, _ განმარტავენ მერიაში. როგორც ირკვევა, აქ გასახორციელებელი სამუშაოების ღირებულებაა 549 999 ლარი და  ორ ეტაპად წარიმართება.  პირველი ეტაპისთვის  გათვალისწინებულია 642 ათასი ლარის სამუშაოების შესრულება, ხოლო მთლიანად პროცესი 2021 წელს ... ...
  • „ივანიშვილი ოქტომბერში უნდა წავიდეს“ _ გიგი უგულავა ოზურგეთშიახლახან, ოზურგეთს სტუმრობდა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი   გიგი უგულავა.   ის პარტიის ოფისში  მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.  როგორც თავად აღნიშნა, ჩამოსვლის  მიზანი არის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, წინასაარჩევნო სამზადისი და მუშაობის გააქტიურება. გიგი უგულავამ ისაუბრა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ და ძირითადად, ყურადღება გაამახვილა ხელისუფლებიდან ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით ჩამოშორებაზე. _ ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან ოქტომბერში უნდა წავიდეს.  ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და ამაში ოპოზიცია ერთიანია. ეს ჩვენი პრინციპული ერთობაა . ამისთვის  უნდა დაიგეგმოს სწორი  საარჩევნო კამპანია. სწორედ ასეთ საკითხებზე სასაუბროდ ვართ  დღეს ჩვენ აქ და შევხვდებით  „ევროპული საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან და  ასევე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზადაა  ყველა კითხვაზე პასუხისთვის. კითხვაზე, ნამდვილად იქნება თუ არა ხათუნა გოგორიშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატი გურიაში, მან თქვა, რომ შესაძლოა, ასეც იყოს, თუმცა, ეს უნდა გადაწყდეს ოპოზიციური პარტიების  ერთობლივი შეთანხმებით. _ ცალკე ოპოზიციურ პარტია,  რომელიც არ უნდა იყოს, გამარჯვების შანსი არ ექნება. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ამიტომ ერთსულოვანი ვართ საერთო კანდიდატის დასახელებისას. მიმდინარეობს კონსულტაციები, ვინ იქნება გურიის რეგიონში ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი.  ალბათ, ათ დღეში გახდება ცნობილი.  _ თქვა მან. გიგი უგულავამ ჩამოაყალიბა მისეული  პოზიცია, თუ როგორი სქემით შეიძლება გაიმარჯვოს ოპოზიციამ.   ხაზი გაუსვა, რომ ცალკე ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გაიმარჯვებს. 40 პროცენტს ვერ მოიპოვებს და  თქვა, რომ ასეთი შედეგის მოპოვება „ქართულ ოცნებასაც“ გაუჭირდება. _ჩვენი მოქალაქეების დაკვეთაა, ივანიშვილის და  მისი "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან წასვლა. ამაში ერთსულოვანია ქართული ოპოზიციაც.  ჭაობში ყოფნა და დარჩენა არ შეიძლება და ის უნდა შეიცვლოს ახლით, _ თქვა მან. „გურია ნიუსის“ კითხვაზე, რომელია ახალი პარტია და დღევანდელი ოპოზიციაც არის  თუ არა წარსული  და  ჭაობი, მან თქვა, რომ  ოპოზიციაშიც არის ახალი სახეები. თუმცა, როგორც ასეტი, პოლიტიკური პარტიები არსებობენ  მუდმივად  და ყოველდღე ახალ-ახალი  არ იქმნება. ხდება ბვრი რამის შეცვლა,  გადაფასება. _ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში. უნდა მოხდეს ეპოქალური ცვლილებები, სადაც იქნებიან კოალიციური გაერთიანებები და ხელისუფლებები ბატონები კიარ იქნებიან, ისინი იქნებიან მსახურები, ხალხის მსახურები _ განაცხადა  უგულავამ. _ ბატონო გიგი, თქვე ჩამოყალიბეთ  თქვენეული   ხედვა, ერთგვარი სქემა, რომლის წესის დაცვის შემთხვევაში, ოპოზიცია უთუოდ გაიმარჯვებს. ცალკე რომელიმე კი  _ვერა.   როგორია თქვენი პროგნოზი, მართლაც რომ  პრინციპით, „ძალა ერთობაშია“, გაერთიანდეს   მთელი ოპოზიცია , „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებთ ოქტომბერში? _თუ სწორად წარიმათა გათვალისწინებული და დაგეგმილი  საარჩევნო პროცესი,  კი. მე ინგა გრიგოლიასთან   სანაძლეოც მაქვს დადებული,  ციხიდან როცა ჩავერთე.  რომ 2012 წლის უკუპროპორციული  იქნება  ოქტომბერში ჩვენი გამარჯვება, _ ღიმილით გაიხსენა სანაძლეო უგულავამ. თუმცა რამდენად იქნება ეს სანაძლეო არგუმენტი ოქტომბერში ოპოზიცის გამარჯვებისა, ამას შემოდგომაზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...