ბაღებში საეჭვო ხორცი არ შესულა, თუმცა, ეჭვი ხორცის შეცვლაზე ეჭვად რჩება

საზოგადოება

ბაღებში საეჭვო ხორცი არ შესულა, თუმცა, ეჭვი ხორცის შეცვლაზე ეჭვად რჩება

2019 აპრ 15 12:38:01

12 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცის შეტანის საკითხზე იმსჯელეს.

_ რა გვჭირს, რაშია საქმე? რით დაგეხმაროთ, მობრძანდით, გვითხარით, _ ასე მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მისმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს მაკა ჭყონიას, რომელიც ბიუროს სხდომაზე სწორედ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ მოვიდა.

_ დავიწყებ იმით, რომ საბავშვო ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა. სკოლამდელი აღზრდის ცენტრში არის მონიტორინგის სამსახური, რომელიც ყოველდღე ამოწმებს ხორცის ხარისხს. დაკვლა ხდება დვაბზუს სასაკლაოზე, ყოველ სამშაბათს. დაფილვის პროცესს ყოველთვის ესწრება მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი და თუ რაიმე საეჭვო იქნება, სასწრაფოდ ვაყენებთ საქმის კურსში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. ასე მოხდა 28 მარტსაც _ ხორცის მორიგი დაფილვის დროს, როცა ჩვენ თვითონ მოვახდინეთ რეაგირება. ცენტრის მონიტორინგის თანამშრომლებმა გარეგნულად დაიწუნეს ხორცის ერთი ნაწილი, დაახლოებით, 15 კილოგრამის ოდენობით, რომელიც იყო მუქი შეფერილობის და რეაგირებისთვის მაშინვე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სიტუაციის შესწავლის მიზნით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სწრაფად გამოცხადდნენ აღნიშნულ ადგილზე (დვაბზუს სასაკლაოზე). აქ მათ დააფიქსირეს კრიტიკული შეუსაბამობები, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მაცივარში რაღაც პროცესი დაირღვა და ხორცის გარკვეული ნაწილი იყო მუქი შეფერილობის. ამიტომ არ დავუშვით ამ ხორცის ბაღებში შეტანა _ რეაგირება სასწრაფოდ გახორციელდა. საწარმოო პროცესი შეუჩერეს მომწოდებელს _ შპს ,,სოფოს’’. ვიმეორებ, ჩვენ თავიდან ავიცილეთ ბაღებში საეჭვო ხორცის შეტანა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბაღებში საეჭვო ხარისხის ხორცი არ შესულა, პრევენციაც დროულად განახორციელა ბაღების გაერთიანებამ, _ თქვა მაკა ჭყონიამ.

ჭყონიამ განმარტა, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ნამდვილად არასწორი იყო: 

_ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. იმ დღეს ბათუმში ვიყავი და სანამ ჩამოვედი, ვიფიქრე, რომ რაღაც ახალი ფაქტი მოხდა. ჩვენ გამუდმებით ჩასაფრებული ვართ, ასე ვთქვათ, რომ რაიმე მსგავსი არ მოხდეს, _ თქვა მაკა ჭყონიამ, რომელმაც, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, შპს "სოფოს" ხელშეკრულება შეუჩერა და ჩოხატაურში, კონკრეტულ პირთან გაფორმდა, რომ ბაღებს დროულად და შეფერხების გარეშე მიეწოდოს ხორცი: "მიმწოდებელ "სოფოს", ალბათ, მალე აღუდგება ხელშეკრულება", _ თქვა მან.

დეპუტატების თქმით, ერთის მხრივ, მისასალმებელია სკოლამდელი ცენტრის ოპერატიულობა, რომ საეჭვო ხორცი ბაღებში არ შევიდა და სასწრაფოდ მიიღეს შესაბამისი ღონისძიება, მაგრამ ეჭვი ეჭვად რჩება _ როგორ მოხდა, რა კრიტიკულ შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი, რომ მაცივარში ახლად დაკლული პირუტყვის ხორცის 15 კილოგრამი ცუდად გაიყინა, ფერი შეიცვალა და დანარჩენი ვარგისი იყო.

_ რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ბაღების გაერთიანების მონიტორინგის ჯგუფმა ოპერატიულობა გამოიჩინა, არ დაუგვიანია და ხორცი ბაღებში არ შეიტანეს. თუმცა, მე პროფესიით იურისტი ვარ და ლოგიკური კითხვა მაქვს: როგორ მოხდა, რომ ერთ მაცივარში ორ სხვადასხვა თაროზე შემოდებული ხორცის 15 კილოგრამს ფერი შეეცვალა და დანარჩენი კარგი იყო? დიდი ეჭვი მაქვს, რომ იყო ძველი ხორცი. ეს უნდა იქნეს გამოძიებული და აუცილებლად ვიმსჯელებდი ამ მომწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე, _ თქვა დეპუტატმა გოჩა კილაძემ.

ბიუროს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრებები, რადგან მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ეჭვგარეშეა, მას მიაწოდეს ინფორმაცია ასეთი ფაქტის შესახებ. დადასტურდა, რომ საეჭვო ხორცი არსებობდა და ეჭვი ნამდვილად ჩნდება, რომ ის უფრო შეცვალეს, ვიდრე მაცივარში რაღაც პროცესი დაირღვა და მხოლოდ 15 კილოგრამმა შეიცვალა ფერი, დანარჩენი კი ვარგისი დარჩა.

საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ მას აქვს ინფორმაცია:

_ მე ვიცნობ იმ ნასაკირალელ პირს, ვისიც იყო პირუტყვი. ხორცი იყო საუკეთესო. რატომ გახდა საეჭვო, მუქი შეფერილობის მცირე ნაწილი, რამ გააშავა ან რა მოხდა ასეთი მაცივარში? ყველას გაუჩნდება ეჭვი, რომ შეცვლილია და ეს უნდა იქნას გამოძიებული. თუმცა, ვამბობ, რომ ბაღების ხელმძღვანელობამ, მონიტორინგის ჯგუფმა გამოიჩინა ოპერატიულობა, ხორცი ბაღებამდე არ მიიტანა და ამას მივესალმები, _ თქვა მან.

_ ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რომ მედიასაშულებაში გაჟღერდა ეს ინფორმაცია _ უფრო გაფრთხილდება მიმწოდებელი და ყველა შესაბამისი სამსახური, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ განაცხადა, რომ ხორცის ყოველი მიღებისას მაქსიმალური სიფრთხილეა დაცული:

_ მუდამ ვაყენებთ საკითხს ისე, რომ ოდნავადაც არ გაიპაროს რაიმე დარღვევა, დაესწრონ სხდომებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ასე ვიზამთ მომავალშიც _ ყველა უწყებას, ვისაც ევალება, მოვთხოვთ, ჩაერთონ კონტროლის კუთხით, _ თქვა მან.

მაკა ჭყონიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბაღებში საეჭვო ხორცი არ შეუტანიათ _ მოხდა მისი განადგურება. სააღმზრდელო პროცესი კი წუთითაც არ შეჩერებულა:

_ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ყველა სახის პროდუქტის მონიტორინგს და კვების რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტის დარღვევის არც ერთ ფაქტს არ დავუშვებთ, _ თქვა ჭყონიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, მადლობაც კი გადაუხადა მაკა ჭყონიას და აღუთქვა დახმარება ნებისმიერ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება.




 ახალი ამბები
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...