ბავშვი და ქორწინება_ ერთმანეთთან შეუთავსებელი მცნებები

საზოგადოება

ბავშვი და ქორწინება_ ერთმანეთთან შეუთავსებელი მცნებები

2019 ივლ 1 15:38:22

ბავშვთა ქორწინება ის საკითხია, რომელიც მსოფლიოს წინაშე კვლავ გამოწვევად რჩება.

როგორც გაეროში ამბობენ, ბავშვთა ქორწინება არის ეკონომიკური და სოციალური ძალების ურთიერთქმედების შედეგი და 18-წლამდე  650 მილიონი გოგონა ქორწინდება.

ადრეულ ასაკში დაქორწინება კი ბავშვობის შეწყვეტას და არაერთი სხვა პრობლემის წინაშე დადგომას ნიშნავს.

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა.

2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში რეგიონების მიხედვით დანაშაულის ჩადენის ადგილის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ქვემო ქართლი _ 34%, აჭარა _ 18%, კახეთი _ 10%, სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 9%, იმერეთი _ 9%, თბილისი _ 7%, სამცხე-ჯავახეთი _ 5%, შიდა ქართლი _ 4%, გურია _ 3%, სხვა ტერიტორია _ 1%.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 12-14 წლის გოგონებში ნაადრევი ქორწინების სავარაუდო მსხვერპლია 16%, ხოლო 15-16 წლის გოგონებში _ 82%, 16 წელს ზემოთ კი ნაადრევი ქორწინების სავარაუდო მსხვერპლი 2 %-ია.

რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებიც არასრულწლოვნებთან ქორწინებასა და სქესობრივ კონტაქტში იმყოფებიან, ბრალდებულების უმეტესობა 18-დან  25 წლამდე ასაკის კაცების 63%-ია, 18 წლამდე ასაკის ბიჭების 11%, ასევე 25-26 წლის კაცების 26%.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი, 18 წელს მიუღწეველი პირის დაქორწინებას კი კანონი კრძალავს და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე,  აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით დაიწყო საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით _ „ნუ წაართმევ ბავშვობას“.

გარდა იმისა, რომ ბავშვების დაქორწინება დანაშაულია, ბავშვთა უფლებების რა დარღვევასთან გვაქვს საქმე? _ ამ კითხვით „გურია ნიუსი“    „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს,  ანა არგანაშვილს დაუკავშირდა.

უფლებადამცველის თქმით, ბავშვთა ქორწინება საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ბავშვების ყველა უფლება ირღვევა.

„ბავშვი და ქორწინება არის ერთმანეთთან შეუთავსებელი მცნებები და არა მხოლოდ ირღვევა უფლებები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია,  შესაბამისად, არის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი. ბავშვთა უფლებების კონვენცია გვეუბნება, რომ, ფაქტობრივად, ეს მოვლენა, ანუ ბავშვთა ქორწინება შეუთავსებელია ბავშვის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიც არის ბავშვის განვითარება, განათლების უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება და თუნდაც, ბავშვისთვის თამაშის უფლება. შესაბამისად, არ რჩება უფლება, რომელიც არ ირღვევა. ამის საპირწონედ, მე ვერ გავიხსენებ ვერცერთ სიკეთეს, რომელიც შეიძლება ან ბავშვმა ან საზოგადოებამ მიიღოს ბავშვის ქორწინებისგან“, _ ამბობს არგანაშვილი.

თუმცა, ადრეულ ასაკში ქორწინება მხოლოდ შესაძლებლობების შეზღუდვა და უფლებადარღვევები როდია. ის ადრეულ ასაკში ორსულობასა და მშობიარობას ნიშნავს.

რა საფრთხის წინაშე დგება გოგონა, რომელიც ჯერ კიდევ თვითონაა ბავშვი და ბავშვის გაჩენას აპირებს, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ნაადრევმა ორსულობამ გოგონას _ამ საკითხებზე სასაუბროდ „გურია ნიუსი“ ორსულობისა და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, მეან-გინეკოლოგს, დაკა კაპანაძეს დაუკავშირდა.

კაპანაძის თქმით, 18-წლამდე ასაკში დაორსულება საფრთხეს უქმნის, როგორც დედას, ასევე, ბავშვს და ზრდის სიკვდილიანობის რისკს.

„ქორწინება ადრეულ ასაკში ზრდის, როგორც დედათა, ასევე, ბავშვთა სიკვდილიანობის რისკს. 14-15-16 წლის გოგოს, რომელსაც მენსტრუალური ციკლი აქვს რეგულარული, ფიზიოლოგიურად შეუძლია ბავშვის გაჩენა, მაგრამ რა შედეგს მივიღებთ ასაკის მატებასთან ერთად ასეთი ადრეული მშობიარობის შედეგად ეს უკვე სხვა საკითხია. 18 წლამდე მიუღწეველი გოგონას ორსულობა აუარესებს პენიტოლოგიურ და სამეანო შედეგს. შესაძლებელია, სხვადასხვა სამეანო გართულებები, პრე-ეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა და ასე შემდეგ“, _ ამბობს კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, გარდა ამისა, მცირეწლოვანი გოგონები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ორსულობის გართულების ნიშნების შესახებ, არ თვლიან აუცილებლად ექიმთან ვიზიტებს ორსულობის პერიოდში, რაც კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...