ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველი

საზოგადოება

ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველი

2018 აგვ 20 17:22:58

ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.

 სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.

განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება.

მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას:

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში;
  • საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
  • სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას;
  • გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ  მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ.

დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის  საუკეთესო ინტერესებით.




 ახალი ამბები
  • თუ დამიჭერენ, გული დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - მელიათუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - ეს განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ გააკეთა. მელია პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და პარლამენტს მელიასთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.  მელია საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ხვალ დაიბარა და ასევე თქვა, რომ ისინი დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება. „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.  "უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული," - განაცხადა ნიკა მელიამ.  როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ... ...
  • შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალესშეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოთხმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. "ვუერთდებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციას. ჩვენ არ დავიშლებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება."- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილე, მინდია ადაძემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ... ...
  • რომან გოცირიძე: ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდებანიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოვარდება, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე. გოცირიძე აცხადებს, რომ იწყება დიქტატურა. „ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც ამ თავის ლაქიებს, ბიუროზე მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს. მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს ისტორია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. რომან გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას დასჯის ნაცვლად შოუ დადგეს. „შოუთი გახარიას პარლამენტში მოსვლის ამ გარკვეული პრელუდიით ზეიმი სურთ. ნიკა მელიას მხრიდან არავითარი მოწოდება არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხაზი გადაკვეთა. ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება – გადატანითი მნიშვნელობით, მას თითსაც ვერ დააკარებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე ... ...
  • ნიკა მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენთუ გონიათ, რომ ამ ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, ძალიან შემცდარა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სპეცრაზმთან ერთად იძინებს შეშინებული -ასე ეხმაურება ნიკა მელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება. „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.  "უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პოლიტიკური პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული ივანიშვილისთვის უკანალში," - განაცხადა ნიკა მელიამ.  ნიკა მელია იმ დეპუტატებს მიმართავს, ვინც მისი იმუნიტეტის საკითხი უნდა განიხილოს. "არ იდარდოთ, თავისუფლად დააჭირეთ იმ ღილაკს იმიტომ, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში," - განაცხადა ნიკა ... ...
  • შალვა შავგულიძე: არავითარი დანაშაულის შემადგენლობა ნიკა მელიას მოქმედებაში არ ყოფილა ნიკა მელიასთვის წარდგენილ ბრალს შალვა შავგულიძე ეხმაურება. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ცდილობს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს მშვიდობიან მომიტინგეებს. მისივე თქმით, არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს ნიკა მელიას ქმედება 20 ივნისს არ შეიცავდა. შალვა შავგულიძის განცხადებით, ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, თავისი დანაშაული სხვას გადააბრალოს და, მეორე მხრივ, ეს არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა.  „ეს არის, ფაქტობრივად, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მცდელობა, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს გადააბრალოს ის დანაშაული, რომელიც ამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩაიდინა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად. არავითარი დანაშაულის შემადგენლობა არც ნიკა მელიას მოქმედებაში,  არც ერთი სხვა ოპოზიციონერის მოქმედებაში, არც ერთი იმ აქციაში მონაწილის მოქმედებაში არ ყოფილა. იმ დღეს თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მიტინგის, მე ვერ ვიტყვი დარბევა, ეს იყო დახვრეტა და სადამსჯელო ოპერაცია მიტინგის წინააღმდეგ, ეს იყო ხელისუფლება და ცდილობენ, ახლა თავად ამ აქციის მონაწილეებს დააბრალონ და ეს ძალიან ჰგავს 9 აპრილის მდგომარეობას მაშინ, როდესაც აი, აქ 9 აპრილს ჩადენილ დანაშაულს და მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობების დაბრალებას ცდილობდნენ თავად მომიტინგეებზე, მაგრამ მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას დასჭირდა რუსი გენერალი როდიონოვი, რომ ასეთი სადამსჯელო ოპერაცია განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, ეს ოპერაცია განახორციელა საქართველოს შს მინისტრმა და, სამწუხაროდ, გამოიყენა ქართული პოლიციის რამდენიმე უღირსი პოლიციელი,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.  შალვა შავგილიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მოუწევს, გადააყენოს გიორგი გახარია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული. ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...