„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში" 661 კომპანია დარეგისტრირდა (R)

საზოგადოება

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში" 661 კომპანია დარეგისტრირდა (R)

21 აგვ. 2017, 18:04:34

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში  „ბიზნესდაჯილდოება 2017" მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.  დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

 რეგისტრაცია  2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი კომპანია „წლის სტარტაპერისა" (231 კომპანია) და „წლის მცირე ბიზნესის"  (229 კომპანია) კატეგორიაში დარეგისტრირდა.

 დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა :

 წლის ბიზნესი -  153 კომპანია

  • წლის მცირე ბიზნესი -  229 კომპანია
  • წლის ტურისტული ბიზნესი -  95 კომპანია
  • წლის აგრო ბიზნესი -  42 კომპანია
  • წლის ქართული პროდუქტი -  133 კომპანია
  • წლის სტარტაპერი -  231 კომპანია
  • წლის ინოვაციური ბიზნესი -  140 კომპანია

 აღსანიშნავია, რომ  წლევანდელი „ბიზნესდაჯილდოების" მიმართ განსაკუთრებულად დიდია ინტერესი  იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ. 

 "ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ბიზნესის შექმნასა და უკვე არსებული ბიზნესების განვითარებას - სწორედ ეს გახდა  "ბიზნესდაჯილდოების"  პროექტის შექმნის საფუძველი.  მოხარული ვართ, რომ პროექტი ყოველწლიურად  უფრო მასშტაბური ხდება. წელს მონაწილე კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ფაქტია, რომ დაჯილდოების მიმართ ინტერესი იზრდება და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გააქტიურდნენ კომპანიები რეგიონებიდან. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების, ისე სტარტაპების წარმატებაში", -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

 „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის"  პრეზენტაცია ივნისში გაიმართა. წელსაც პროექტის მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს,  საკუთარი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით მთელ საქართველოს გაუზიარონ.

 წელს განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესების კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს. შესაბამისად, პროექტები, რომლებსაც  მონაწილე კომპანიები  CSR-ის ფარგლებში  ახორციელებენ, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

 „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის" დასკვნითი ღონისძიება ნოემბერში გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს 6 ნომინაციაში. მე-7  ნომინაციის -  „წლის სტარტაპერის" გამარჯვებული კი საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით, სოციალური ქსელისა და სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გამოვლინდება.

 პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.businessaward.ge (R)




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...