ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი
2017 აგვ 22 11:30:43
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში პერიოდულად ახალი აალებები ხდება, რისი მიზეზიც ძლიერი ქარია.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს.
ორ თურქულს ვერტმფრენს კი ბორჯომის ხეობაში შუადღის სამი საათისთვის ელოდებიან.