"ბჟუჟიდან გააქვთ ჩვენთვის გაურკვეველი რაოდენობით ინერტული მასალა"

საზოგადოება

"ბჟუჟიდან გააქვთ ჩვენთვის გაურკვეველი რაოდენობით ინერტული მასალა"

2018 აგვ 2 13:53:00

"მაკვანეთში, მდინარე ბჟუჟზე ინერტული მასალების მოპოვება ხდება. მიუხედავად მრავალჯერადი ღონისძიებებისა, სოფელმა ვერ აღკვეთა ინერტული მასალების გატანა. წლებია, ეს პრობლემა დგას და არა ერთი წერილი გაკეთებულა თუ სიუჟეტი მომზადებულა. მდინარის კალაპოტი ისე დაიწია, სოფლის ერთ ნაწილს დაუშრა ჭები და მოსახლეობა დარჩა სასმელი წყლის გარეშე. კრიტიკული მდგომარეობაა განსაკუთრებით ხუთ ოჯახში.

სიტყვიერად მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. 80-100 მეტრში მოყვანილია ცენტრალური წყალგაყვანილობა, მაგრამ..." _ ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მერეს უბნის იმ მცხოვრებთა გულისტკივილია, რომლებმაც "გურია ნიუსს" მიმართეს.

მოსახლეობა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ზაფხულში განსაკუთრებით რთულია მათ სოფელში ცხოვრება:

"მანქანები ხან დადიან შემოვლითი, ხან კი ცენტრალური გზით. მდინარე ბჟუჟიდან გააქვთ ჩვენთვის გაურკვეველი რაოდენობით ინერტული მასალა. არ ვიცით, რა მოხდება", _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

"მაკვანეთის ტერიტორიული ერთეულის "მერეს უბანში" წყლის პრობლემის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისთვის ცნობილია. რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვადასხვა უწყებების კომპეტენციას განეკუთვნება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, რის შემდგომაც მოხდება შესაბამისი ზომების მიღება", _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

პრესსამსახურში არ იციან, კონკრეტულად, ვინ აწარმოებს სამუშაოებს სოფელ მაკვანეთში მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მაკვანეთში ალექსანდრე ბურძგლა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ყოველ კვირას ახალი ჯგუფები შემოდის და ზუსტად არ აქვს ინფორმაცია იმ პირებს შესახებ, რომლებიც ინერტული მასალის მოპოვებას ცდილობენ.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალა გააქვს ოზურგეთელ ბესო სარიშვილს, მაგრამ იგი "გურია ნიუსთან" ფაქტს არ ადასტურებს:

 "ადრე გაგვქონდა ინერტული მასალა. ახლა დავანებე თავი ამ საქმიანობას, რადგან მოსახლეობა აპროტესტებდა _ აქციები მოაწყვეს. ფაქტობრივად, ვერ ვიმუშავე. შიდა გზის გახსნას ველოდებოდი და არ გახსნილა, საიდანაც გამოვატანდით", _ გვითხრა სარიშვილმა.

ინერტული მასალის გატანის შესახებ საუბრობს "გურია ნიუსთან" რეზო მასხულია:

"ვადასტურებ, რომ ვმუშაობ ინერტული მასალის გატანაზე. ცოტ-ცოტა რაოდენობით გაგვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ორ კარიერზე _ წითელმთასა და მაკვანეთში. ამ ეტაპზე გაგვაქვს წითელმთიდან, სადაც მიმდინარეობს საკალმახე მეურნეობის მშენებლობისთვის მზადება და იქ არანაირი პრობლემა მოსახლეობასთან არ გვაქვს. მაკვანეთიდან აღარ გაგვაქვს _ არ გვინდა მოსახლეობის განაწყენება.

ველოდებით კარიერის გზის გახსნას, რომელიც ამ ეტაპზე დაკეტილია, რადგან წყალმომარაგების სამსახური რაღაც სამუშაოების ატარებს და აქედან გამომდინარე, ცენტრალური გზიდან არ ვაპირებთ მანქანებით გავიტანოთ ინერტული მასალა. ველოდებით ამ გზის გახსნას, რომ ჩვენი სამუშაოები გავაგრძელოთ", _ თქვა რეზო მასხულიამ.

"გურია ნიუსი" ადგილობრივ მცხოვრებ კობა ჭანუყვაძეს ესაუბრა:

"ალტერნატიული გზა მოგვცენ, რომ არც მოსახლეობა დაზარალდეს და არც ჩვენ. არის ამის საშუალება და ვითხოვთ, დაკეტილი გზის გახსნას. გახსნან გზა _ ვერტფრენით ხომ ვერ გამოვიტანთ, ინერტულ მასალას?!" _ ამბობს კობა ჭანუყვაძე.

მოსახლეობა შიშობს, რომ მდინარეებთან არსებული ძალიან ბევრი კარიერი საფრთხეს შეუქმნის სოფელს.

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ წიაღისეულის, მათ შორის, ინერტული მასალის მოპოვებას, საქართველოში აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც საერთოდ არ ექცევა არანაირი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან:

"ზოგადად, წიაღის მოპოვება გასული ათწლეულის განმავლობაში იყო საქმიანობა, რომელიც არ ექვემდებარებოდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.

ზოგადად წიაღის მოპოვება არის გარემოზე ყველაზე მძიმე დარტყმა. ვგულისხმობ, როგორც ბუნებრივ გარემოს, ისევე, სოციალურს. ამის შედეგებს ჩვენ ნათლად ვხედავთ, მაგალითად, რა ხდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში _ მარგანეცის მოპოვება რა ზიანს აყენებს, როგორც ბუნებრივ გარემოს, ისევე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მძიმე სიტუაციაზე შეიძლება ვისაუბროთ ბოლნისი-დმანისისა და თეთრიწყაროზე, სადაც "არ ემ ჯი" მოიპოვებს ფერად ლითონებს. მინდა აღვნიშნო, რომ 2006 წლამდე არსებული კანონმდებლობით, ის ქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, შეუძლებელი იქნებოდა. 2018 წლიდან შეიცვალა კანონმდებლობა და წიაღის მოპოვება დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მაგრამ... აქ არის კიდევ ერთი _ ინერტული მასალის მოპოვება, მდინარიდან ქვა-ხრეშის მოპოვება კვლავ რჩება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიღმა", _ ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, "წინასწარ არ ხდება გარემოზე იმ საქმიანობის ზემოქმედების შეფასება, რა საქმიანობასაც ეწევიან კომპანიები _ მთავრობა მათ პირდაპირ აძლევს ლიცენზიებს ან ნებართვებს, რომ მოიპოვონ ქვა-ხრეში მდინარის კალაპოტებიდან. ამ ქმედებამ თეორიულად ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოიწვიოს: იცვლება მდინარის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები, რაც ზეგავლენას ახდენს თევზებსა და სხვა ორგანიზმებზე, რომლითაც სასიცოცხლო არის წყალთან დაკავშირებული; შესაძლებელია, ასევე, ზეგავლენა მოახდინოს, როგორც მიწის ზედა წყლების ჩამოდენის რაოდენობაზე, ასევე, შესაძლებელია, გამოიწვიოს ზეგავლენა მიწისქვეშა წყლებზე":

"არასწორი ექსპლუატაცის შედეგად, შესაძლებელია, მდინარე გახდეს სახიფათო. სამწუხაროდ, ამის არა ერთი შემთხვევა იყო საქართველოში _ უბედური შემთხვევები და ადამიანების დაღუპვა სწორედ ამის შედეგი იყო. კარიერებიდან ქვა-ღორღის გატანის შედეგად ჩნდება ღრმულები და ასეთ ღრმულებში რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო კიდევაც.

რა მნიშვნელობა აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას?! წინასწარ უნდა დადგინდეს, ექნება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ მდინარეზე კონკრეტული კარიერის ფუნქციონირებას რაიმე ზეგავლენა ბუნებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე, ასევე, ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე, ჯანმრთელობაზე, სხვა რესურსების მდგომარეობაზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება უარყოფითი ზეგავლენები, მოხდება ამ ზეგავლენების შერბილება და შემცირება სათანადო ღონისძიებებით, რომელიც გაწერილი იქნება გარემოს ზემოქმედების შეფასებაში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიცემოდეს ეს ნებართვები.

ადგილობრივი მოსახლეობა მართალია _ წიაღის მოპოვება არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა ადამიანებისთვის _ მათ უნდა იცხოვრონ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში და ეს კანონმდებლობის ხარვეზი აუცილებლად ძალიან მალე უნდა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება გაუგებრობა ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ადამიანების შორის, რომლებიც ამ ბიზნეს ეწევიან. ის ადამიანები, რომლებიც ბუნების გარემოს შეცვლის გამო არიან დაინტერესებულები და შეწუხებულები, ყოველთვის მართლები იქნებიან. ჩვენთან სამართლებრივი საკითხები უკუღმაა და დასაბუთებას სთხოვენ მოსახლეობას და არა საქმის გამხორციელებელს, ვინც ამ საქმიანობას აწარმოებს", _ გვითხრა ირაკლი მაჭარაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წიაღის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "თუ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ირღვევა კანონი, გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს უნდა დაუკავშირდეს, სააგენტოს კი სოფელ მაკვანეთში არსებულ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს".




 ახალი ამბები
  • ბათუმში ავტომობილი არასრულწლოვნებს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე  2 მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.   გოგონებს დაზიანება თავის არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის ისინი გამოკვლევაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, დადგინდება დაზიანების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...
  • ვინ უნდა მოერიდოს მარიხუანას მოხმარებასმარიხუანას მოხმარება სიგარეტის მოწევაზე მეტად პოპულარულია, თუმცა, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის  ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  კარდიოლოგები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. კარდიოლოგებმა მარიხუანას მოხმარებასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის ავტორების თქმით, ადამიანებს, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ან თავი დაანებონ  მარიხუანას მოხმარებას ან შეამცირონ. კვლევის ავტორების თქმით, ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მარიხუანას, რომლებსაც გულსისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მათ შორის, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მარიხუნას სამკურნალო მიზნით იყენებენ. კვლევის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებას ზოგიერთ კარდიოვასკულური მედიკამენტის ეფექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად, სტატინებზე. ექსპერტების თქმით, კარდიოლოგებმა უნდა ჰკითხონ პაციენტებს რა სახით და რამდენად ხშირად იყენებენ მარიხუანას, ჩაუტარონ მათ ტესტირება, განსაკუთრებით კი ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადანერგილი გული აქვთ ან გულის უკმარისობა აწუხებთ ან გულის შეტევა აქვთ გადატანილი. მათივე თქმით, ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანას ვაპინგი და სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებაა, რაც უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ... ...
  • რატომ ვერ სარგებლობენ სამტრედიაში ააიპ ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები უფასო კვებითსამტრედიაში, ააიპ-ი ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები, 22 იანვრის მდგომარეობით, უფასო კვებით ვერ სარგებლობენ. როგორც ,,გურია ნიუსს" უთხრეს, უფასო სასადილოს ფუნქციონირების პრობლემა ყოველი წლის დასაწყისში ექმნება.  აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი" დაუკავშირდა ,,სახლი თანადგომას" დირექტორს, მზევინარ ბოხუას. ბოხუას თქმით, სასადილო ახალი წლიდან ფუნქციონირების გაგრძელებას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რადგან კვების პროდუქტების შესყიდვაზე აუცილებელია ტენდერის გამოცხადება და სასადილო მუშობას ტენდერის დასრულების შემდეგ შეუდგება. ,,კანონის მიხედვით, საკვების მომწოდებლებზე ტენდერს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ ვაცხადებთ. ამდენად, იანვარი ჩვენთვის განსაკუთრებულად დაძაბული თვეა. ბენეფიციარები მოდიან ადმინისტრაციულ შენობაში და სადილს გვთხოვენ. როცა შიათ, ტენდერი არ აინტერესებთ. უფასო სასადილოში ის კატეგორია გვყავს, ვისთვისაც დღეში ერხელ სრულფასოვანი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“_ამბობს ბოხუა. ცნობისთვის, ,,სახლი თანადგომამ" ტენდერი 2019 წლის  23 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე გამოაცხადა 3 ტენდერი. სამიდან ორი შედგა, ხოლო ხორცის მომწოდებელზე-ჩაიშალა. "ხორცის ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოგვიხდა, 13 იანვრიდან გამარჯვებულს ველოდებით. შარშან 24 იანვრიდან შევუდექით მუშაობას, იმედია, წელს, იანვრის ბოლოსთვის მაინც შევძლებთ უფასო სასადილოს ამოქმედებას,“_ დასძენს  ,,სახლი თანადგომას"დირექტორი, მზევინარ ... ...
  • ნარინჯისფერი რთველი დასრულდანარინჯისფერი რთველი დასრულდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთში (140 ტ), ყირგიზეთში (58 ტ) საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა:სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა. ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც ... ...
  • "40 წელია, არჩევანში ასე არ გამმართლებია, ამოისუნთქა მელექედურმა!" _ ოპოზიციონერის მადლობა მერსსოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, აქაურმა, როგორც თავად თქვა, „ევროპული საქართველოს “ წევრმა და მუდამ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მყოფმა, ნაზი სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს საგანგებო მადლობა მოუხადა: _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთრა მან შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...