ჭანიეთის ახალი საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა _ „საჩუქრად ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“

საზოგადოება

ჭანიეთის ახალი საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა _ „საჩუქრად ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“

2018 ნოე 9 18:36:23

9 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის ახალი  საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.  ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე  და სხვა ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები,  სკოლების დირექტორები, ფოლკლორული ანსამბლები.

სკოლის დირექტორმა მალვინა ნინიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს სოფელში ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაში.

„ჭანიეთელთათვის  უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა, რომ გვეძლევა საშუალება ახალ სკოლაში ვაკეთოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები, _ თქვა მან.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მასწავლებელთა თავდადებასა და ერთგულებაზე ისაუბრა, რომლებიც მიუხედავად ძნელბედობის წლებისა და  გასაჭირისა, არასდროს შეჩერებულან და აკეთებდნენ საქვეყნო საქმეს.

_ გვიგულეთ თქვენ გვერდით, _ უთხრა მან  ჭანიეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა ევროპული სტანდარტით აგებული სკოლის ღირსებას:

_ ცხრა ნოემბრის შემდეგ აქ არის ევროპა, რადგან ეს არის ევროპული სტანდარტით აგებული სკოლა. იგი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმბოლოს. მინდა, მადლიერება გამოვხატო ზვიად კვაჭანტირაძის მიმართ. როცა მას ხელი ჩამოვართვი და აქ მოვდიოდი, ვიფიქრე, რომ მთავარია საქმე სწორად დათესო, რომლის შედეგის დადგომისას, შესაძლოა, იქ არ იყო, მაგრამ მთავარია, კარგი შედეგი, _ თქვა მან.

ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა ისაუბრა ახლო მომავალში კიდევ მრავალი სკოლის რეაბილიტაციის შესახებ და  საგანგებოდ მიეფერა ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი ქავთარაძეს, რომელმაც ემოციური ლექსი-მისალმებით ზეიმის მონაწილეებს ცრემლიც კი მოჰგვარა.

ორიგინალური და დასახსომებელი საჩუქარი უძღვნა სკოლას სოფლის მკვიდრმა, სოფელ მერიის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ციური ბაბილოძემ. მან საკუთარი ხელით გადაწერილი „ვეფხისყტაოსანი“ გადასცა სკოლის დირექტორს მალვინა ნინიძეს.

_აქ სწავლობენ ჩემი შვილიშვილები და ამ საზეიმო დღეს, მათ, როგორც ამ სკოლის მოსწავლეებს, მივუძღვენი ეს საჩუქარი, _ თქვა მან. 

 როგორც სტუმრებმა, ისე მასპინძლებმა, სიხარულითა და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ  ევროსტანდარტებით აშენებული ჭანიეთის საჯარო სკოლის ექსტერიერი და ინტერიერი არა მარტო საუკეთესო დიზაინით გამოირჩევა, არამედ სრულად მიესადაგება სკოლის შინაარსობრივ ფუნქციას.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...