ჩაშლილი პროექტი და „წყალში გადაყრილი ფული“ _ რატომ არ აშენდა ლანჩხუთში რაგბის მოედანი

საზოგადოება

ჩაშლილი პროექტი და „წყალში გადაყრილი ფული“ _ რატომ არ აშენდა ლანჩხუთში რაგბის მოედანი

2019 აპრ 23 16:32:08

ლანჩხუთში, მერიის შენობის მიმდებარედ, სარაგბო კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაანონსდა და ადგილზე გარკვეული სამუშაოებიც გახორციელდა, თუმცა, ირკვევა, რომ პროექტი ჩაშლის პირასაა.

კომპლექსის მშენებლობის  იდეის ავტორი და დამფინანსებელი  რუსეთში მცხოვრები, სოფელ ქვიანის მკვიდრი, გიორგი ფირცხალაიშვილი გახლდათ. მისი ერთადერთი ვაჟი რუსეთის ქალაქ როსტოვის სარაგბო გუნდის წევრი იყო და დიდი მომავალიც ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ 19 წლის  ვაჟკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ  შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა გიორგი ფირცხალაიშვილმა, სპორტის ეს სახეობა აეღორძინებინა ლანჩხუთში და  საკუთარი ხარჯებით ქალაქის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სარაგბო კომპლექსის აეშენებინა, რომელსაც შემდეგ  უსასყიდლოდ  გადასცემდა  მუნიციპალიტეტს.

ამ  ჩანაფიქრს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დადებითად შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, წინასწარი, სიტყვიერი თანხმობით,  მიწის ფართიც გამოყო სარაგბო კომპლექსის ასაშენებლად და ასევე, სიტყვიერი გარანტიაც შეაშველეს ბიზნესმენს, რომ ეს  საქმე ბოლომდე მივიდოდა.

 წინასწარი მონაცემებით, ქალაქის ცენტრში უნდა მოწყობილიყო ორი სარაგბო სტადიონი _ ძირითადი და სათადარიგო, თავისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებითა და სველი წერტილებით. ძირითად მინდორს გაუკეთდება ტრიბუნა, დაახლოებით, 750 ადამიანზე გათვლილი და თანამედროვე ტაბლო. ასევე, ადმინისტრაციული შენობა, სატრენაჟორო დარბაზი და პატარა სასტუმრო, რომელიც საწვრთნელ შეკრებებს მოემსახურებოდა.

აღნიშნული პროექტის ჩაშლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ  საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, კახა ასკურავამ გააკეთა.

„საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო რაგბის სტადიონი, ყველა თავისი საჭირო მოწყობილობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც თავად მერიამ შესთავაზა,  უარი განაცხადა. ათი ათასი ლარი, რომელიც უკვე დახარჯული ჰქონდა, მითითებული ადგილის მოსასწორებლად, უბრალოდ, წყალში გადააყრევინეს.

დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში, მერიამ ის ვერ გაარკვია, მათსავე მითითებულ ადგილზე შეძლებდა თუ არა საბოლოდ ამ კეთილ ადამიანს მოეწყო სტადიონი.
საბოლოოდ კი, ამ მეტად საშურის საქმის ჩაშლის მიზეზი, უაზრო ბიუროკარტიული ბარიერების გარდა, კერძო პირების პირადი ინტერესებიც გახდა...“ _ წერს ასკურავა და აქვე აანონსებს, რომ „ის მაგარი კაცი მაინც მოაწყობს რაგბის სტადიონს, ოღონდ თავად მიიყვანს მის წამოწყებულ საქმეს ბოლომდე. საქმის ბოლომდე მიყვანის ყველანაირი გაგებით“.

 მერიაში აღნიშნული პროექტის შეჩერების ფაქტს ადასტურებენ და ზოგადი განმარტებით შემოიფარგლებიან, რომ მშენებლობის შეჩერება  გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზმა გამოიწვია.  თუმცა,  კონკრეტულად რა „ობიექტური პრობლემების“ გამო ემუქრება პროექტს ჩაშლა, ამაზე მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის მიერ გაკეთებული განმარტებით, ის ყველანაირად გვერდში დაუდგა ამ პროექტს, მაგრამ  მოხდა გაურკვევლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თუმცა, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ კარგი საქმის ბოლომდე მიყვანა მოხერხდეს.

ის, რომ აღნიშნულ პროექტს ჩაშლა ემუქრება, ფაქტია, თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, არა  ბიუროკრატიული ბარიერების გამო, არამედ კერძო პირების ინტერესების  გადაკვეთის მოტივით. მათი არგუმენტით, ტერიტორია, სადაც ბიზნესმენი მერიასთან შეთანხმებით  სარაგბო კომპლექსის აშენებას გეგმავდა, „კონფლიქტში მოვიდა“ იქვე არსებულ ორ ბიზნესთან _ ჩაისა და თხილის გადამამუშავებელ საწარმოებთან. აქვე, მერიის მიერ რაგბის მოედნისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე, „გამწვანების სახელით“  ხეებია დარგული ერთ-ერთი კერძო პირის მიერ.

ის, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა მართლაცაა,  რაგბისთვის გამზადებულ ფართსა და მის მომიჯნავედ უკვე არსებულ მცირე ბიზნეს შორის, ამას მხარეები  პირად საუბრებში არ უარყოფენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ მხარეს არ სურს. ერთადერთი, რასაც ბიზნესმენი  გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, ისაა, რომ იგი  დაღალა გაურკვევლობამ.

„ერთი წელია უკვე თითქმის გასული, რაც ეს საქმე წამოწყებულია და კონკრეტული პასუხი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვერ მივიღეთ. ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე ვაკეთებ ამ ყველაფერს და არ მინდა ვინმესთან სადაო დარჩეს რამე, ამიტომ მირჩევნია, ეს სტადიონი ჩემსავე სოფელში გავაკეთო, ტერიტორიასაც თავად შევიძენ და ყველაფერს პირადად მივხედავ“, _ ამბობს გიორგი ფირცხალაიშვილი.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...