ჭირისუფალი: „უფასოდ გადმოცემული წამლის ღირებულებაში კუბოს ფულს ნუ გაგვიქვითავენ“

საზოგადოება

ჭირისუფალი: „უფასოდ გადმოცემული წამლის ღირებულებაში კუბოს ფულს ნუ გაგვიქვითავენ“

2018 მარ 13 14:21:21

გასულ თვეში „გურია ნიუსი“ წერდა ოზურგეთში, ანდღულაძის ქუჩაზე მცხოვრები მარტოხელა, სოციალურად დაუცველი   ინსულტიანი  მოხუცის, ლეილა ანდღულაძის შესახებ, რომლის   შვილიშვილი, ბელა კუპატაძე მეტ  ყურადღებას ითხოვდა ხელისუფლებისგან და ასევე, მადლიერებას გამოთქვამდა გაწეული დახმარების გამო, რომელმაც ვერ შეამსუბუქა მოხუცის  ყოფა.

სამწუხაროდ, ლეილა ანდღულაძე ახლახან,  გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ლეილა ანდღულაძის შვილიშვილი, ბელა კუპატაძე „გურია  ნიუსთან“  მაშინაც   აღნიშნავდა და ახლაც ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ  მათ ოჯახს  გაუწია სათანადო დახმარება, კონკრეტულად, მუნიციპალიტეტის  მერის  მოადგილემ ირაკლი სირაძემ    და დეპუტატმა ლელა საჯაიამ. თუმცა,  მოხუცის  გარდაცვალების შემდეგ, როცა  ისედაც გაჭირვებულ ოჯახს სარიტუალო ხარჯები დასჭირდა, 400 ლარის ოდენობით  შეპირებული თანხა არავინ გადასცა. მოხუცი ვალით დაკრძალეს. დღეს კი, სარიტუალო სამსახურიდან ფულისთვის აკითხავენ.

 _ უმძიმეს მდგომარეობაში გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბებია. ინსულტი ჰქონდა,  ვერ გამოვიყვანეთ   მდგომარეობიდან. ის, დიდი ხანია, მარტო ცხოვრობს. მე და  დედაჩემს,  თვითონაც მძიმე სოციალური მდგომარეობის  პატრონს მოხუცი მარტო მაინც არ დაგვიტოვებია. ჩამოვედით და ვუვლიდით. შეგახსენებთ, რომ მამაჩემიც, ასევე, მძიმე ავადმყოფია და მოვლას საჭიროებს.

როცა ბებია გარდაიცვალა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილე ირაკლი სირაძე   შეგვპირდა,  რომ რაკი ასეთ   გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით,  დასაკრძალი რიტუალისთვის თანხას ჩაგვირიცხავდნენ, ოღონდ ანგარიშის ნომერი უნდა წარგვედგინა.  დედაჩემმა ყველაფერი მიიტანა. თუმცა, დღემდე ამაოდ ველოდებით. პირიქით, დეპუტატმა ლელა საჯაიამ გვითხრა, რომ კი შეგპირდათ ირაკლი სირაძე, მაგრამ ახლა თქვა რომ ადრე, ავადმყოფობის დროს რომ წამლები მივუტანეთ ლეილა ანდღულაძეს, იმ თანხაში უნდა გამოვუქვითოთო. საინტერესოა, კუბოს ფულს მიქვითავენ  უფასოდ  გადმოცემულ წამალში, რომელიც ისეც ეკუთვნოდა სოციალურად   დაუცველ, ინსულტიან მოხუცს? რომ არ მომკვდარიყო ბებიაჩემი,  რა ეშველებოდათ? უფასოდ გადმოცემული წამლის ღირებულებაში,  კუბოს ფულს ნუ გაგვიქვითავენ, მადლს თუ მოაყოლებენ, მადლობას ვეტყვი, _ ამბობს ბელა კუპატაძე.

ქალბატონი ბელა, ასევე, ამბობს, რომ, საბოლოოდ, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერს კოტე შარაშენიძეს დაუკავშირდა.

_ მერს მოვუყევი ყოველივე. მითხრა, მალე დაგირეკავო. მართლაც დამირეკა და მითხრა, არ ინერვიულო, მალე მიიღებ ამ თანხასო. თუმცა, დღემდე ველოდები. ჭიშკართან კი მევალე დადის დამკრძალავი ბიუროდან. მიცვალებული ვალით დავმარხეთო, რომ ვამბობ, იქნებ, ვინმეს გაეცინოს. თუმცა,  მამაჩემი რომ არ გამხდარიყო ასე მძიმედ ავად, ვისი შესახვეწი რა გვჭირდა. სახელმწიფოს ეს ელემენტარული რაღაც არ შეუძლია, დავიჯერო?  _ ამბობს ქალბატონი ბელა.

„გურია ნიუსი“ ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ლელა საჯაიას.

_ მე ვიცი, რომ ეს თანხა მათ ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო. გავარკვიე, რომ სამასი ლარი ჩარიცხულია და  ამ დღეებში ოჯახი მიიღებს. მე ვიყავი აწ გარდაცვლილ ლეილა  ანდღულაძის ოჯახში, როცა ის ავად იყო. წამლებიც პირადად მივუტანე.  მაშინ, რაკი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა, ნისიად გავიტანე აფთიაქიდან, რომ ავადმყოფისთვის გვეშველა. მაქსიმუმი გავაკეთეთ,  რაც შეგვეძლო. ის თანხა ხომ უნდა ჩაირიცხოს აფთიაქში,  რაც წამლის  ღირებულება იყო? ამაზე იყო საუბარი.  გეტყვით, რომ გარკვეულია ყველაფერი და წამლის თანხაში არ გაექვითება სარიტუალო ხარჯი. ამ მოხუცს მომვლელიც  დავუნიშნეთ  და შესაბამის თანხას იღებდნენ. ჩვენ ყველა გაჭირვებულს ვეხმარებით  შესაძლებლობის  ფარგლებში, _ გვითხრა მან.

ჩვენ, ასევე მივმართეთ   ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს და  ვთხოვეთ, დაზუსტებული პასუხი მოეწოდებინათ,  სოციალურად დაუცველი მოხუცის,  აწ გარდაცვლილი  ლეილა ანდღულაძის  დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის  ოჯახისთვის ჩარიცხვის თაობაზე.

 „ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილი ლელია ანდღულაძის სარიტუალო   ხარჯების ანაზღაურებას აუცილებლად უზრუნველყოფს. თანხა გარდაცვლილის ოჯახს მალე გადაერიცხება,  _ მოგვწერეს მერიიდან.




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...