ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი

საზოგადოება

ჩოხატაურიდან ალასკამდე _ კუნძულზე მცხოვრები ერთადერთი ქართველი

2017 სექ 6 11:19:33

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ამერიკაში მოღვაწე დეკანოზმა კონსტანტინე პაიჭაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ალასკის შტატის, კუნძულ კოდიაკზე მიმდინარე ქორწილია აღბეჭდილი, სადაც სიძე-პატარძალი ქართულ სიმღერას _ ,,მივალ გურიაში მარა”, ასრულებენ.

ვიდეო იმდენად საინტერესოა, რომ გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით მამა კონსტანტინეს და თავად მოეთხრო ამის შესახებ.

_ ჩვენი წინა ინტერვიუს დროს, თქვენ ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოში მსახურობდით, ამჟამად, როგორც შევიტყვეთ, სხვა შტატში გადასულხართ. მოგვიყევით ამ ცვლილების და ახალი სამოღვაწეო ადგილის შესახებ.

_ დიახ, ჩვენი წინა შეხვედრისას, ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სამრევლოს წინამძღვარი ვიყავი. ერთი თვეა, რაც ალასკის შტატის, კუნძულ კოდიაკზე გადმოვედი წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სახელობის ეკლესიაში.

როცა ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია შეიქმნა, მისი მმართველი მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში შევიდა კონტინენტზე არსებული ყველა ქართული სამრევლო. რადგან ეპარქია ახალშექმნილია,  ყოველი ახალი სამრევლოს გახსნა, ან რომელიმე უკვე არსებული სამრევლოს ჩვენს იურისდიქციაში გადმოსვლა გარკვეულ სამღვდელო ცვლილებებს იწვევს. ასე იყო ამჟამადაც.


 _ ზოგადი წარმოდგენისთვის, იქნებ მოგვიყვეთ, სამრევლო, სადაც ამჟამად მოღვაწეობთ, თქვენ მიერ დაარსდა თუ შემოუერთდა საქართველოს ეკლესიას და ცხოვრობენ თუ არა კუნძულზე ქართველები?

 _ კუნძული კოდიაკი, ალასკის შტატის სამხრეთით მდებარეობს, იგი სიდიდით მეორეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო არქიპელაგის უდიდესი კუნძულია და 50-ე ადგილზეა მსოფლიოში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ალუტიკებია, რომლებსაც ხშირად ესკიმოსებადაც მოიხსენებენ. კუნძულის მოსახლეობის ძირითად საქმიანობა თევზაობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადებაა, ასევე, ისტორიულად მათი საქმიანობა იყო ვეშაპებზე ნადირობა.

კუნძულზე, 1998 წელს, ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ დაარსდა სამრევლო და მასთან ერთად წმიდა ინოკენტის სახელობის აკადემია. საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს აქაური სამრევლოს წევრები, ისინი მოდიან ქვეყნის სხვადასხვა შტატებიდან და როგორც პირველქრისტიანული თემები, ერთად ცხოვრობენ. ძირითადი სამრევლო ახალგაზრდებისგან შედგება, რომლებმაც სულის ცხონებისთვის აირჩიეს დამკვიდრებულიყვნენ კუნძულზე. ყოველივე ზემოთქმულის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელია როგორც აქ, სიყვარულით ეძახიან ,,მამა” პაისი. რომელიც თავის მეუღლე  ,,მატუშკა” მარიასთან ერთად ნამდვილ დედ-მამობას უწევენ აქ ჩამოსულ ახალგაზრდებს. საოცრად მზრუნველი, მოამაგე და მოსიყვარულე ოჯახია. ძალ-ღონეს არ იშურებენ თითოეული მადგანის უკეთესი ცხოვრებისათვის, რაშიც თავად დავრწმუნდი, რა მზრუნველობით გადაიხადეს მათი ,,შვილობილების” ქორწილი.

  2015 წელს, მათ სურვილი გამოთქვეს ბულგარეთის იურისდიქციიდან გამოყოფის შემდეგ გამხდარიყვნენ საქართველოს ეკლესიის წევრები. წმიდა იოანე სანფრანცისკოელის სამრევლო ოფიციალურად იქნა მიღებული საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში.

 _ რატომ აირჩიეს მათ საქართველო და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ეკლესია?

 _ ,,მამა” პაისის და მთლიანად სამრევლოს, ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ საქართველოსთან. თითოეული მათგანი რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში. იცნობენ ქართულ კულტურას, უყვართ საქართველო და ყველაფერს სწავლობენ მის შესახებ. 

ამიტომ, როცა მათ დაუდგათ საჭიროება იურისდიქციის არჩევისა მათ მიმართეს, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუბე საბას (ინწკირველი) და მისი ლოცვა კურთხევით და ღვაწლით მოხდა მათი ჩვენს იურისდიქციაში გადმოსვლა.

იმდენად უქვართ საქართველო და ქართული კულტურა, მთხოვეს, მათთვის ქართული ენა მესწავლებინა და ვატარებ ქართულის გაკვეთილებს.

 _ ახლა უშუალოდ ქორწილის შესახებ მოგვიყევით...

 _ გაბრიელის და ტაბითას ქორწილი 3 სექტემბერს ჩატარდა. გაბრიელი ევროპელია, ჰოლანდიიდანა და ის რამდენიმე წელია აკადემიის წევრია, ხოლო ტაბითა კალიფორნიის  შტატიდანაა. მათ აქ გაიცნეს ერთმანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიელების მიერ შექმნილი ეს უკვე მეთხუთმეტე ოჯახია, რომელიც აქ კუნძულზე ცხოვრობს და ყოველ მათგანს 4-5 შვილი ჰყავს. როცა რომელიმე წყვილი ,,მამა” პაისს გაუმხელს ერთმანეთისადმი გრძნობებს, მათ ეძლევათ უფლება, ერთად აკეთონ საქმე, იყვნენ სულიერი მეგობრები კიდევ უფრო მეტად, ყოველგვარი ხორციელისგან შორს, რათა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ერთი წლის შემდეგ ისინი ქორწინდებიან. მათი ასეთი დამოკიდებულება კი იძლევა ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას, რაც მტკიცე ოჯახის საწინდარი და საფუძველია. ამის შედეგია მათი მრავალშვილიანობაც.

 ასე იყო გაბრიელის და ტაბითას შემთხვევაშიც. საოცარი განცდა იყო საქორწინო სამზადისი, როგორც საკუთარი დის და ძმის ქორწილს, ასე უყურებდნენ და ირჯებოდნენ აკადემიელები. მოამზადეს სპექტაკლი, შესრულდა მრავალი სიმღერა, მათ შორის ქართულიც მრავლად იყო.  უკრავდა ბენდი მათივე მონაწილეობით. მოკლედ ნამდვილი დღესასწაული იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქორწილში ალკოჰოლიანი სასმელების გარეშე ჩაიარა.

_ ჯვრისწერის საიდუმლო ქართულად შესრულდა?

 _ გაბრიელის მამა, მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ამსტერდამის ერთ-ერთი ეკლესიის მსახური მამა იოსებია. რა თქმა უნდა, ჯვრისწერის საიდუმლო, რადგან საქართველოს  ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ აღესრულა, ძირითადად, ქართულის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, ერთობლივად ვმსახურებით მე და მამა იოსები.

_ უახლესი გეგმები რა გაქვთ, მამაო, ალბათ, არც ისე იოლია კუნძულზე ცხოვრება და მით უფრო ალასკის კლიმატი...

_ რა თქმა უნდა, იოლი არსად არაა ცხოვრება, მით უფრო, სამშობლოდან და ოჯახიდან შორს. მაგრამ თუ ცხოვრებით ვიქნებით ქრისტესთან, მაშინ ყველგან და ყველაფერი იოლია, თუ არადა, მის გარეშე ყველგან ძნელია და ყველაფერი არაფერია. უახლოესი გეგმებია ვასწავლო მათ ქართული და თავად უკეთესად ვისწავლო ინგლისური. ამჟამად წირვას, ძირითადად, ქართულად და გარკვეულ ნაწილს ინგლისურად ვატარებ, გზადაგზა კიდევ მეტი და მეტადაა საჭირო საკუთარ თავზე შრომა.

რაც შეეხება კლიმატს, აქ, ძირითადად, წელიწადის ორი დროა ზაფხული და ზამთარი, უკვე საკმაოდ აცივდა, წვიმს და ნისლია. ჰაერი და ბუნება ძალიან წააგავს ჩვენი ბახმაროს კლიმატს, ნაძვნარითა და ნისლით. რადგან კუნძული კონტინენტიდან უფრო სამხრეთითაა, აქ შედარებით დაბალია ტემპერატურა და უფრო თბილა, ვიდრე თავად კონტინენტზე.

_ წარმატებებს, საინტერესო და შედეგიან მსახურებას გისურვებთ...

 _ მადლობა. წარმატებებს ვუსურვებ "გურია ნიუსს" და მთელ მის გუნდს, არასდროს მოგკლებოდეთ მკითხველი და თქვენი საქმის დამფასებელი ადამიანები.

ამავე თემაზე:  ამერიკელი სიძე-პატარძლის შესრულებული "მივალ გურიაში მარა"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...