ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა 60 წლისაა

საზოგადოება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა 60 წლისაა

17 ოქტ. 2020, 11:01:22

ჩოხატაურის სამუსიკო სკოლა 1960 წელს დაარსდა. სამუსიკო სკოლა მუნიციპალიტეტში ერთადერთია და მასში სწავლობს 160 მოსწავლე, როგორც დაბის, ასევე, მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებთა შვილები.


სკოლას ჰყავს 1530 კურსდამთავრებული და დღესაც აქტიური, მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრებით, მუსიკალურ-ესთეტიკური აღზრდის პრინციპით, საკონცერტო ცხოვრების მრავალფეროვნებით მნიშვნელოვან კულტურულ საგანმანათლებლო კერას წარმოადგენს.

სკოლის პირველი პედაგოგები იყვნენ: ნონა თავართქილაძე, ნანა ჩხიკვაძე, ვერა ჩხიკვაძე, მურმან ბერულავა. სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილება (ფლეიტის კლასი). მოსწავლეები მუსიკალურ ცოდნას იღრმავებენ სხვადასხვა ჟანრში: კლასიკურ, ვოკალურ, ფოლკლორულ და საესტრადო ჯგუფებში.

სამუსიკო სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით. სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია სხვადასხვა თემატური ღონისძიებების მოწყობა სასწავლო წლის განმავლობაში, როგორებიცაა: ვენის კლასიკოსების საღამო, 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, დედის დღისადმი, წმინდა გიორგის დღესასწაულისადმი, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი, საახალწლო კარნავალი და სხვა სარაიონო ღონისძიებები.

2013 წლიდან ყოველწლიურად, სამუსიკო მოსწავლეები საანგარიშო კონცერტზე ერთად ხელოვნების სასახლეში ნაწარმოებებს წარმატებით ასრულებენ ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან.

2014 წლიდან სამუსიკო სკოლა აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ხელოვანთა კავშირის კლასიკური მუსიკის რესპუბლიკურ (საერთაშორისო) ფესტივალზე "მომავლის ვარსკვლავები" (სადაც სრულდება საფორტეპიანო, საგუნდო და ვოკალური ჯგუფის ნომრები). სამუსიკო სკოლა და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით "მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული მოღვაწეობისათვის". ყოველწლიურად ფესტივალზე გამარჯვებულ მოსწავლეებს იწვევენ გალა კონცერტზე ქალაქ თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

2014 წ. სამუსიკო სკოლა დაჯილდოვდა გურიის რეგიონის გუბერნატორის მიერ (დაბა ურეკის კულტურის სახლში), გურიის რეგიონის მუსიკალური სკოლების შემოქმედებით საღამოში აქტიური მონაწილეობისა და მაღალი პროფესიული დონის წარმოჩენისათვის".

2016 -2019 წლებში სამუსიკო სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგუნდო საზოგადოების, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში. პირველ ადგილზე გასული ვაჟთა გუნდი და ასევე, პირველ ადგილზე გასული (ვერცხლის მედალოსანი) გოგონათა გუნდები მიწვეულები იყვნენ ფინალურ კონცერტზე კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში, საზღვარგარეთიდან საგანგებოდ მოწვეული ცნობილი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ და დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით.

2018 წელს საქართველოს მუსიკალური საზოგადოების მიერ "საქართველოს სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა მე-7 რეგიონულ კონკურსზე" სამუსიკო სკოლას გადაეცა პირველი ხარისხის დიპლომები (საფორტეპიანო და საგუნდო ნომრებისათვის).

სამუსიკო სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 6 წელი, სადაც მოსწავლე იღებს დაწყებით კომპლექსურ სამუსიკო განათლებას, ეზიარება ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს. სკოლა ზრუნავს, მოზარდს გამოუმუშავოს პირველადი პრაქტიკული საშემსრულებლო უნარ-ჩვევები, აღზარდოს გემოვნებიანი მსმენელი და განუვითაროს პიროვნულ-ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებები.

2019 წელს საზეიმოდ გაიხსნა რეაბილიტირებული სამუსიკო სკოლა (საკონცერტო დარბაზის გადიდებით, თბოიზოლაციით).

    ა(ა)იპ ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ადმინისტრაცია, სამუსიკო სკოლის პედკოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები მადლობას ვუხდით მუნიციპალიტეტის  გამგეობას და საკრებულოს  სამუსიკო სკოლის მიზნების, ამოცანების შესრულებისათვის მხარდაჭერასა და დაფინანსებისათვის.




 ახალი ამბები
  • მუხაშავრია: “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში გასაიდუმლოებულ შეხვედრებს ატარებს (R)“ქართული ოცნების”  წარმომადგენელი ნაძალადევის ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი, დახურულ, გასაიდუმლოებულ შეხვედრებს  ატარებს ამ ოლქში მდებარე სკოლებში და საბავშვო ბაღებში და  დაწესებულებების პერსონალს - სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს,  მზარეულებს -ავალდებულებს იარონ კარდაკარ და ამომრჩევლები  დაარწმუნონ რომ შემოხაზონ მხოლოდ 41. მიხეილ ყაველაშვილი ასევე პირადად ხვდება ხანდაზმულ ადამიანებს და მათ სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს, მაშინაც კი, როდესაც მათ ასეთი არ სჭირდებათ. ასევე პირადად მაწვდიან ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ძალიან აქტიურად არიან ჩაბმული კანონსაწინააღმდეგო პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც მოგეხსენაბათ არალეგალური და დაუშვებელია. თან, ეს ყველაფერი  ხდება ძალიან ინტენსიური ტემპით და  მოსახლეობა ამით შეწუხებულია. მივმართავ განათლების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, დაუყოვნებლივ გასცეს განკარგულება რათა შეწყდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუ რა თქმა უნდა მისი განკარგულებით არ ხდება ეს უკანონობა.  ჩემის მხრივ კი, გპირდებით ყველას, რომ მსგავსი უკანონო საქციელებისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას, ამა წლის პირველი ნოემბრიდან“,_ აცხადებს ლია მუხაშავრია, პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრი. (R) ... ...
  • როდის გახსნის პანდემიის გამო დახურულ ქუთაისის ბაზას WizzAir "ქუთაისის ბაზას, რომელიც პანდემიის ფონზე დავხურეთ, მომდევნო წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გავხსნით“, - ამის შესახებ BMG-ს უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა. ცნობისთვის: ზაფხულის სანავიგაციო სეზონი მარტის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მისი თქმით, ავიაკომპანია ბაზის გახსნას და ოპერირების განახლებას ზამთრის სეზონზე აპირებდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. „ფრენების აღდგენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე ან ერთ რომელიმე ქვეყანაზე, ეს არის ორმხრივი პროცესი და ყველას პირობა, როგორც - საქართველოს, ასევე მეორე ქვეყნის უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი მხრიდან მზაობა იმისა, რომ გავზარდოთ ფრენების სიხშირე და მიმართულებები, რა თქმა უნდა, არის და ვიფრენთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ვმუშაობთ კიდევაც რეისების გაზრდასა და დამატებაზე მათ შორის საქართველოში, თუმცა პროცესებს სჭირდება დრო და ძველი პოზიციების დაბრუნებას ეტაპობრივად ვეცდებით”, - აღნიშნა ანდრაშ რადომ. ამასთან, როგორც BMG-ისთან ინტერვიუში ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა თქვა, მათ რამდენიმე ქვეყანაში სტრატეგია შეცვალეს და ფოკუსი შიდა ფრენებზე გააკეთეს, მათ შორისაა იტალია, სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ შიდა გადაადგილებაზე მოდის, ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში დაიხურა ბაზა, ზოგან კი, პირიქით - მეორე და მესამე გაიხსნა. „პანდემიის ფონზე ფრენების უმეტესობა შიდა გადაადგილებაზე მოდიოდა და ამიტომ დადგა საჭიროება, გაგვეხსნა ახალი ბაზები; ასევე, ჩვენ მუდმივად ძიებაში ვართ ახალი მიმართულებების და სწორედ ამის მიზეზია ახალი ბაზის გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში, ხოლო გაუქმებული ფრენების გამო, ქუთაისის ბაზის დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა არ ვაპირებთ გაჩერებას; ახლაც და შემდეგაც ვიფრენთ იმდენს, რამდენის უფლება და საშუალებაც გვექნება. რაოდენობის გაზრდაზე კი, მუდმივად ვმუშაობთ. მეორე მხრივ, ვმუშაობთ ახალი თვითმფრინავების შეძენა-მომარაგების მიმართულებით, ვაახლებთ ავიაპარკს და როცა დასრულდება პანდემია და დაიწყება როგორც საავიაციო, ასევე, ტურიზმის სექტორის აღდგენა, მზარდ მოთხოვნას მომზადებულები დავხვდებით “, - აღნიშნა WizzAir-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპის სხვადასხვა მიმართულებებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისების ეტაპობრივად ანახლებს. ავიაკომპანიამ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირება რამდენიმე კვირის უკან განაახლა, ხოლო ნოემბრიდან ფრენებს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნის და ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზებზე განაახლებს. ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. შეგახსენებთ: უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზა 2016 წლის სექტემბერში გახსნა. 2020 წლის ივლისში, BMG-ის ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა ანდრაშ რადომ განუცხადა, რომ ბაზამ საქმიანობა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა და ავიაკომპანიამ მასში არსებული თვითმფრინავების რეალოკაცია მოახდინა. მაშინ ავიაკომპანიაში თქვეს, რომ ქუთაისის ბაზას საქართველოში ფრენების განახლებისთანავე არ აღადგენდნენ და ეს მხოლოდ სიხშირეების მატების შემდეგ მოხდებოდა. უფრო ვრცლად აღნიშნულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • აფხაზური ენის დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ- ზურაბიშვილი27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ... ...
  • ოზურგეთის ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება„გურია ნიუსის“  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა  მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ლაბორატორიულმა  დაკვნამ ეს გამორიცხა. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას. მან გვითხრა, რომ დღეს, საღამოს ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნას და ზუსტი პასუხიც ამის შემდეგ ეცოდინება. _ქალბატონო მაკა, ჩვენი  სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა არ უკავშირდება კვების პროდუქტებსა და სადეზინფექციო საშუალებებს.    რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? და შეიძლება თუ არა ეს იყოს ენტეროვირუსით გამოწვეული? -გიმეორებთ, საღამოს ველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას.  ზუსტი  პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება და მასინვე გავასაჯაროებთ, _ გვითხრა მაკა  ... ...
  • ოზურგეთში ჩვილბავშვიანი დედა არხში ჩავარდა: „ ესაა პარტიულ წარდგენებზე გამოყვანილი ტრაილერების „საჩუქარი“ “ახლახან ოზურგეთის ჭადრების ბაღში,  ჩვილი ბავშვით ხელში მიმავალი  გოგონა, მოულოდნელად სანიაღვრე არხში ჩავარდა. მან ფეხი დაადგა ცხაურს, რომლითაც არხია დახურული. თუმცა დაზიანებულმა და ჩატეხილმა ცხაურის ლითონის ზოლმა ვერ გაუძლო დაწოლას და გოგონა, ბავშვით ხელში, ცალმხრივად ჩავარდა არხში. გულისმომკვლელი დასანახი იყო წამებში მომხდარი ფაქტი, როცა ახალგაზრდა დედა, არხში ცალმხრივად  ჩავარდნილი,  ცალ მკლავში მომწყვდეულ ჩვილს ხელს არ უშვებდა, თანამგზავრი ქალბატონი კი ყვირილით ცდილობდა მის შველას. გოგონასთან საწრაფოდ მიირბინეს  გზად მიმავალმა მამაკაცებმა, ერთმა უცებ ბავშვი აიტაცა, მეორემ კი გოგონა არხიდან ამოიყვანა. საბედნიეროდ პატარა უვნებლად გადარჩა, ის მხოლოდ გაცხარებული ტიროდა. დედას კი, ახალგაზრდა გოგონას მუხლი დაჩეჩქვილი ჰქონდა და სიმწრისგან გაფითრებული და ატირებული ბავშვისკენ იმზირებოდა. უფრო იმიტომ, რომ სურდა დაენახა, უვნებლად გადარჩა თუ არა. გოგონა  იქვე, ერთ-ერთ დაწესებულებაში შეიყვანეს და სახელდახელო დახმარება აღმოუჩინეს. რაც შეეხება  ჩამტვრეულ ცხაურს ოზურგეთს ჭადრების ბაღში, რომელიც არც ისე დიდი ხნის გაკეთებულია და საკმაოდ კარგადაც, მისი დაზიანება, როგორც აქ გაბრაზებული მოქალაქეები საუბრობდნენ, პარტიული წარდგენების დროს  შეყვანილმა ტრაილერებმა  გამოიწვია. _„ევრონაცები“ იყვნენ , „ლელო“ თუ მანუჩარ კვირველია და მისი მხარდამჭერები, ვინმემ დაუშალა შემოსვლა? ხომ უნდა დააკვირდნენ, როცა ტრაილერებით შემოზიდეს თავისი ბანერები,  ავეჯი თუ ტექნიკა, რომ ამ არხების ცხაურებზე  ამხელა ტრაილერები არ გადაატარონ? მაგათი მოსვლისას დაიმტვრა ეს.   ესაა პარტიულ წარდგენებზე გამოყვანილი ტრაილერების  „საჩუქარი". ასფალტიან მოედანზე ემოძრავათ, კი შეიძლებოდა ეს,  მაგრამ მეტი დარდი არ აქვს პოზიციონერია თუ ოპოზიციონერი, _ ბრაზობდნენ ადგილზე თავმოყრილი მოქალაქეები, რომლებიც ამ კინაღამ ტრაგიკულ ფაქტს შეესწრნენ. ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორს თენგიზ  ქუტიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ეს  ცხაურები,  სხვადასხვა წარდგენების  დროს შემოყვანილმა  ტაილერებმა დააზიანეს. _ერთხელ გავაკეთეთ. მერე სხვებმა შემოიყვანეს მანქანები. ყურადღებით უნდა მოძრაობდნენ, თორემ სიარული ვინ ვის დაუშალა? დღესვე გავაკეთებთ, გავუშვებ თანამშრომლებს, - გვითხრა მან.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...