“ჩვენ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ“ - “თანასწორობა გვჭირდება“ ოზურგეთში

საზოგადოება

“ჩვენ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ“ - “თანასწორობა გვჭირდება“ ოზურგეთში

2018 ნოე 8 15:48:28

„ჩვენ ვართ მარტოხელა დედები, მიგრანტი ქალები, დაბალანაზღაურებადი ქალები. ჩვენ გვავიწროებენ სამუშაო ადგილას. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა კერძო საკუთრებაზე. ჩვენ ბედისწერად ოჯახში აუნაზღაურებელი დრო განგვისაზღვრეს. ჩვენ თქვენ გვერდით ვცხოვრობთ. მოგვისმინეთ, დაგველაპარაკეთ და შეცვალეთ რეალობა“ - ამ თემებზე იყო საუბარი კაფე “რვას+1“-სში, რომელიც  სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში ჩატარდა. სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ხელმძღვანელის მაკა მეშველიანის თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას იმ უთანასწორობის შესახებ, რომელიც არსებობს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით, კონკრეტულად ქალთა ეკონომიურად გაძლიერების თვალსაზრისით.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ის საჭიროებები, რომლითაც აღმოიფხვრება თანასორობა უთანასწორო ქვეყანაში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით.

ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, როგორც პარლამენტის და ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც უკავშირდება პოლიტიკის ცვლილებას და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას. მათ შორის მიმდინარეობს შრომის კოდექსის ცვლილებები და ამ ცვლილებებშშეიძლება იყოს გათვალისწინებული ქალთა საჭიროებები, რომ მათ შეძლონ უკეთ სრულყოფილად იყვნენ ჩართულები ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ჩვენს შეხვედრაზე, ასევე, ერთ-ერთი საკითხი იყო ქალთა სექსუალური შევიწროება, რომელიც გახლავთ სწორად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტი. იმიტომ, რომ ქალებს უწევთ სამსახურიდან წამოსვლა, როდესაც ისინი ხვდებიან შევიწროების მსხვერპლი“, _ გვითხრა მაკა მეშველიანმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჟურნალისტი თათია სამხარაძე. ის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილს. რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მომჩივანი მხარის, თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა.

პროექტის  “თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში ჩემი როლი არის ე.წ. ცვლილებების აგენტის როლი, რომელიც აჟღერებს იმ საკომუნიკაციო მესიჯებს, როგორც პროექტს გააჩნია. მაგალითად ეს არის მოთხონა სახელმწიფოსგან მიიღოს სექსუალური შევიწროების კანონი, შექმნას ალიმენტის ამოქმედების უფრო ეფექტური სისტემა, რომელსაც არ ექნება ხარვეზები და სხვა პოლიტიკური თემები, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოების განჯასაღებისათვის ისევე, როგორც გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა დემოკრატიულ პროცესებში.  “-გვითხრა თათია სამხარაძემ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიის აქტივობები ოზურგეთში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე გაიმართა  დისკუსია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების გზაზე არსებული უხილავი ბარიერების შესახებ. დისკუსიის მოწვეულმა სტუმრებმა თათია სამხარაძე და ციცინო შენგელია, ისაუბრეს ქალების კარიერული განვითარების გამოწვევებზე. 




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...