დაიბრუნებს თუ არა თხილი მარჩენალის სტატუს

საზოგადოება

დაიბრუნებს თუ არა თხილი მარჩენალის სტატუს

2019 ივლ 31 16:06:14

ბოლო წლების განმავლობაში, თხილის კულტურის არსებობას სიდამპლის დაავადებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა. არა ერთი ფაქტის მოწმეც გავხდით, რომ გლეხმა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში თხილის მცენარე აჩეხა და კენკროვანი კულტურა ან ჩაი გააშენა. ასეთი ფაქტი, მართალია, ბევრი არ არის, თუმცა, საუბარი ბევრგან ისმის, რომ გააგრძელონ თუ არა თხილის მოვლა-შეწამვლის ღონისძიებები, თუ ამოძირკვონ ზოგიერთის მსგავსად და იფიქრონ ახალი კულტურის გაშენებაზე.

დღეისთვის ოზურგეთში უკვე დაწყებულია თხილის ჩაბარება. მიმღები პუნქტები ერთ კილოგრამს ორ ლარად იბარებენ, რაც ამ დროისთვის ურიგო ფასი არ არის, რადგან ნაყოფი მთლიანად ნედლია და წონა, რომელიც გამოშრობის შემდეგ, თითქმის, ნახევრდება, ახლა მეურნის სასარგებლოდ "მუშაობს".

როგორც მიმღებ პუნქტებში გვეუბნებიან, მათ უკვე აქტიურად დაიწყეს მუშაობა და შარშანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესია თხილის ხარისხი. ჩასაბარებლადაც ბევრს მოაქვს და ამავე დროს, ფასიც არაა ცუდი ამ პერიოდის შესაბამისად. მერე კი თანდათან მოიმატებს, თუ რა თქმა უნდა, ხარისხი არ გაუარესდა.

ერთი კილოგრამი თხილის ფასს კვლავ პრიმიტიული ფორმით ადგენენ _ ერთი ცალი თუ გატეხისას საღი აღმოჩნდება, ოცი ცალი ასეთივე უკვე ორ ლარს ნიშნავს. თუმცა, ზოგან, თუ თხილი კარგად გამოიყურება, არც ტეხენ და პირდაპირ ორ ლარად იბარებენ ერთ კილოგრამს.

_ გასულ წელს თხილის შეწამვლამ შედეგი გამოიღო. წელს ამინდიც წაეხმარა _ მაისი მშრალი და მზიანი იყო, შარშანდლისგან განსხვავებით. სწორედ მაისშია ფოთოლიც და ნაყოფიც შედარებით ნორჩი და ამ პერიოდში ერევა სიდამპლეც ყველაზე მეტად და პირიქით, თუ კარგი ამინდებია, ნაყოფი საუკეთესო განვითარების სტარტს აქედან იღებს, _ გვეუბნება აგრონომი და ფერმერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი აკაკი ღლონტი.

"გურია ნიუსი" არა ერთ მეურნეს ესაუბრა, რომლებსაც თხილის კულტურის მოზრდილი პლანტაციები აქვთ და გააჩნიათ საკუთარი საინტერესო მოსაზრებები თხილის კულტურის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.

ომარ შავიშვილი, მეურნე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი: "ყველამ იცის, რომ თხილის კულტურამ გურიაში მარჩენლის ფუნქცია იკისრა. ასე ვთქვათ, თავი თავადვე დაიმკვიდრა. ახლა კი ხედავთ, თხილის სიდამპლის დაავადებამ ხალხი წელში გაწყვიტა, მგონი, გაგვაღატაკა კიდეც.

ასეთი საუბარი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის. შარშანდელი შეწამვლების შემდეგ, იმ ეტაპზე, რომ ნაკლებად სჯეროდა ხალხს, წელს უკვე იმედი გაჩნდა, რადგან თხილს აშკარად დაეტყო გამოჯანსაღება. კვლავ თუ ასე გავაგრძელებთ, უკვე ჩანს იმედი, რომ თხილის კულტურა დაიბრუნებს მარჩენალის სტატუსს, თუმცა, ტემპი არ უნდა შევანელოთ. ფაროსანას ზიანი თხილთან მიმართებაში ნაკლები იყო, თუმცა, ახლა ფაროსანაც ცოტაა და ეს ძალიან კარგია. მართალია, წელს ნაყოფი ხარისხიანია, მაგრამ საკმაოდ მოიხალა, რადგან მაისი და ივნისი განსაკუთრებით ცხელი იყო _ გვალვიანმა დღეებმა თავისი ქნა. ბუნების ასეთ "გამოხდომებს" სრულად ვერასდროს დავაღწევთ თავს, რადგან ის ჩვენ არაფერს გვეკითხება. ახლა მთავარია, შეწამვლა თუ მიწის განოყიერება, გამოჭრა თუ სხვა აგროსამუშაოები არ მიაკლდეს მცენარეს. ძალიან მომწონს სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნა, თუმცა, ხალხს ხელისუფლება შესაწამლი პრეპარატების ყიდვაშიც რაღაც ფორმით უნდა დაეხმაროს. მცენარის სრულფასოვანი მკურნალობისთვის გლეხკაცს სახსრები არ გააჩნია და მიიტანეთ მათ ყურამდე. თუმცა, ეს თავადაც კარგად იციან, მგონია, უმეტესობამ მაინც".

კარლო მამინაშვილი, მეურნე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მკვიდრი: "ყველა ვჩქარობთ, რომ თხილი ახლავე მოვკრიფოთ და ჩავაბაროთ, რადგან ისმის ხმები, რომ სიდამპლის ბაქტერია, ხმობის პროცესში, თხილის გულს თანდათან აზიანებს, რადგან შიგ არის მოქცეული. ვინც ჩაიბარებს, შესაძლოა, იფიქრონ, ისიც ხომ დაზარალდებაო, თუმცა, მეწარმეებს თუ საწარმოებს გააჩნიათ საშრობი აპარატურა და შეუძლიათ პროდუქციის დროულად და დაჩქარებითაც გაშრობა, დამუშავება-დახარისხება. თხილის იმედად ვიყავით _ ხალხი ხვნა-თესვისთვის ორ-სამ ტომარა თხილს ინახავდა და ყანას თესავდა. ახლა ნახეთ, თითო სოფელში 10-15 ოჯახს თუ აქვს ყანა დათესილი. ზოგან არც კი. ეს საქმეა? არაა სიმინდი, ესე იგი, არაა ქათამი, ღორი, ძროხა და აბა, სოფელ რაა ამ ყველაფრის გარეშე? როგორც ჩანს, ამაზე საერთოდ არავინ ფიქრობს, არადა, მთელი მთავრობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენკენ უნდა იყოს მობრუნებული".

როგორც აგრონომი აკაკი ღლონტი ამბობს, ნედლ თხილს არც ერთ ქვეყანაში არ იბარებენ და აცლიან გაშრობას. შიში იმისა, რომ ახლა თუ არ ჩააბარეს, მომდევნო თვეებში ნაყოფი დაზიანდება, მისი თქმით, რეალურია:

_ თუ გასულ წელს და ასევე, წლევანდელ სეზონზეც შეწამვლის პერიოდები დავიცავით და არაფერი მივაკელით მცენარეს, მაშინ ნაყოფის შენახვას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, რადგან ბაქტერია თავისთავად არ "ზის" მასში. თხილს სჭირდება ზუსტი აგროტექნიკა და საქმესაც ეშველება. ის არ არის გადასაგდები კულტურა, სასწრაფოდ მისახედია. მიუხედავად ამინდის ხელშეწყობისა, შეწამვლამაც შედეგი გამოიღო. ვხედავთ, წელს თხილის ხარისხი უმჯობესია, თუმცა, სრულ განკურნებამდე დრო უნდა, _ ამბობს ღლონტი და გვესაუბრება საუკეთესო შედეგზე, რაც თხილის კულტურის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებულ მუშაობას მოჰყვა.

გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, რომლებიც, ძირითადად, სოფლების მცხოვრებთა საკარმიდამო ნაკვეთებზე მათივე თანხმობით მოეწყო, თხილის პლანტაციებში აგროწესების სრული დაცვით, თანმიმდევრულად ჩატარდა სამუშაოები _ ნიადაგის ანალიზი, მოკირიანება, სასუქის შეტანა თუ შეწამვლა, რასაც დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფები ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ.

_ ახლახან აიღეს სინჯები, როგორც ფოთლის, ისე ნაყოფის შესამოწმებლად. ფიტოპათოლოგი, მეცნიერი ლამზირი ბერაძე თავად მივიდა ნაკვეთებში და სინჯები აიღო, ლაბორატორიიდან კი ძალიან კარგი შედეგის შესახებ გვაცნობეს.

ყველა ნორმის დაცვის შემდეგ, თხილის, როგორც ფოთოლი, ისე ნაყოფი, თითქმის, მთლიანად საღია და დაავადება არ აღინიშნება. მხოლოდ ერთეულ მცენარეებზეა ნაცრისფერი სიდამპლის გავრცელება. ასეთ დროს უკვე ადვილად დასანახია, რომ საჭიროა სპილენძის ქლორჟანგის შესხურება და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება, კარგ ამინდში. რაც მთავარია, დაავადებები და მავნებლები არ აღმოჩნდა და ამ ნაკვეთების შექმნის მიზანიც ეს იყო _ სწორად და ვადების დაცვით მოვლილი თხილის პლანტაციები მოსალოდნელზე ადრე გამოკეთდა, _ ამბობს აკაკი ღლონტი.

ახლა მოვუსმინოთ მეურნეებს, რომლებმაც სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიღებული შედეგები საკუთარი თვალით ნახე და შედეგიც ირწმუნეს:

_ გასულ წელს ჩვენ ავტობუსებით გადაგვიყვანეს იმ სოფლებში, სადაც სპეციალური ნაკვეთები შეიქმნა. დავესწარით ყველა პროცესს და ახლა შედეგი რომ ჩანს, ეს ძალიან კარგია და გვიხარია. თუმცა, ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, საკმაო თანხაა საჭირო, რაც გლეხკაცთა უმრავლესობას არ გააჩნია. დავიწყოთ ნიადაგის ანალიზით, მოკირიანებით, მერე შეწამვლით, რასაც პრეპარატები სჭირდება; ზოგს მუშახელის დაქირავებაც უწევს. საამისო სახსრები კი, როგორც ვთქვი, გლეხების უმრავლესობას არ გააჩნია, ამიტომ რაღაც ფორმით სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარა, პირველ ეტაპზე მაინც, ვერ შევძლებთ თხილის ამ დონეზე მოვლას, _ გვეუბნება თხილის პლანტაციის მფლობელი გურამ ქავთარაძე.

_ კარგია შედეგი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რამდენი რამ სჭირდება, ყველაფერი კი თანხებთან არის დაკავშირებული, რაც უმრავლესობას არ გააჩნია სოფლებში. ეს ხომ ყველამ იცის და ამიტომ, როგორც საცდელ ნაკვეთებზე არ მიაკლეს არაფერი მცენარეს, ჩვენც რომ ასე გავაკეთოთ, დახმარება გვჭირდება. ეს უნდა შეისმინოს მთავრობამ _ ისე არაფერი გამოვა. შარშან თხილი გაცილებით მეტმა ოჯახმა შეწამლა, ვიდრე წელს. ესეც ხომ ყველამ იცის. რატომ? იმიტომ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი გაჭირვებულია, ვიდრე შარშან, _ ამბობს მეურნე ჯუმბერ სურგულაძე.

აკაკი ღლონტი ნაწილობრივ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ამბობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია, მოსავლის მიღებამდე მცირე სესხის მიცემა გლეხებისთვის, რითაც სეზონისთვის საჭირო სამუშაოების უკლებლივ ჩასატარებლად ეყოფათ:

_ ჩვენი მიზანია, გლეხი გავხადოთ ფერმერი. მალე გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას, რა დაჯდა თითოეულ იმ ნაკვეთზე პლანტაციის სრულფასოვნად მოვლა, რომელთა ფართობი 3 000 კვ. მეტრს არ აღემატება. ჩვენი სამსახურის დევიზი, ჩემი წინადადებით, ის არის, რომ გლეხი ისე ჩავრთოთ ფერმერულ მეურნეობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძლიერი ფერმერული მეურნეობის ფლობამდე მივიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სამსახურს აზრი არ აქვს. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც შედეგი გამოჩნდა და ხალხს, ერთი მხრივ, უხარია, მეორე მხრივ კი, უკვე წუწუნებენ, რომ საამისო ფული არ გააჩნიათ. ყველაფერს ეშველება. პრობლემა სადაც არის, იქ უნდა გადავწყვიტოთ. აბა, სადაც არ არის, იქ რა გვინდა? _ ამბობს აკაკი ღლონტი და კონკურენციის სააგენტოს პოზიციასაც ითვალისწინებს, როცა ეს უწყება შერჩევითი დახმარების წინააღმდეგია. თუმცა, მოჰყავს თურქეთის სახელმწიფოს მაგალითიც, როცა ყოველ გაშენებულ ჰექტარზე, თხილის მეპატრონე ფერმერს გრანტით 2 200 ლირით ასაჩუქრებენ:

იქ ასევე, კარგად არის ამუშავებული დაზღვევის მექანიზმიც. ხოლო ბიოპროდუქციის, ანუ ბიოთხილის ჩამბარებელს, ასევე, ერთ კილოგრამ თხილზე ერთ დოლარს უმატებენ საჩუქრად, რადგან ბიოთხილის ფასიც, ჩვეულებრივთან შედარებით, 30%-ით მაღალია".

ქართველი მეურნეების ყურამდეც საკმაოდ არის მისული მეზობელი სახელმწიფოს მიერ ფერმერთათვის სერიოზული დახმარების შესახებ. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი სახელმწიფოსგან, თხილის კვლავ სასიცოცხლო ფუნქციის მინიჭებისთვის გლეხკაცის ეკონომიკაში, საჭირო და დროულ დახმარებას, თუნდაც გრანტის სახით, რომელიც, ძირითადად, პრეპარატების შესაძენად იქნება მიმართული.




 ახალი ამბები
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...