დაირღვა თუ არა 7 წლის ბავშვის უფლებები _ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელში

საზოგადოება

დაირღვა თუ არა 7 წლის ბავშვის უფლებები _ დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელში

2019 ოქტ 17 17:55:19

დღეს დიდი აჟიოტატი მოყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს და ფოტოს, სადაც შვიდი წლის გოგონა არის გადაღებული.

“გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით, ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.“ - წერს სოციალურ ქსელში ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია.

ის ასევე აღნიშნავს: განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე. შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა.

სოციალურ ქსელში ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, გოგონა ოზურგეთიდან არის. მისი ახლობელი კი ფეისბუქზე შემდეგი სახის კომენტარს წერს.

მ.ც.-ძე: არ შემიძლია ამ თემას არ გამოვეხმაურო. დავიწყებ იქიდან, რომ ეს ბავშვი, არის ულამაზესი და უნიჭიერესი. 6 წლის ასაკში ცდილობს მიაღწიოს წარმატების მწვერავლებს და ჩვენ რას ვაკეთებთ? _ ბავშვს ყოველგვარ იმედს და ხალისს ვუკლავთ, ჩვენი ბოღმით, მერე რა რომ გამოპრანჭულია, თქვენი შვილები მსგავს კონკურსში რომ გამოდიოდნენ, არ გამოპრანჭავდით ? თქვენ არ იპრანჭებოდით ბავშვობაში? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არის ბავშვი. როგორ შეიძლება მსგავსი სიტყვები ჩემმამდე მართლა არაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ არვიცნობ ამ ულამაზეს პატარას, მინდა ვუსურვო უამრავი წარმატება ცხოვრებაში და ვურჩიო, რომ არავის ლაპარაკს ყურადღება არ მიაქციოს და ისწრაფოს თავისი მიზნებისა და ოცნებების ასრულებისთვის. #არაბულინგს. (ამის შემდეგ გოგონას მშობლებს მიმართავს) საუკეთესო მშობლები ხართ თქვენს შვილს ასე რომ უვლით და ხელს უწყობთ წარმატების მიღწევაში.

"ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - ეს კი 7 წლის გოგონას დედის კომენტარია, რომელიც ასევე ფეისბუქით ვრცელდება.

სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამ და ბავშვთა უფლებადამცველმა, ანი აბაშიძემ შემდეგი სახის პოსტები გაავრცელეს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

მაია ცირამუა: ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო .... ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია "გაასექსუალუროს" და მერე ფბ-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს - ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ - აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი.
P.S. არ მკითხოთ რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა მიწერია ისედაც.

ანა აბაშიძე: პატარა გოგონასთან დაკავშირებულ ვიდეო და ფოტო მასალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით:1. მოხდა ბავშვისთვის სექსუალიზება; 2. ბავშვი ჩააყენეს მისთვის სრულიად შეუსაბამო და შეუფერებელ როლში და ამით მას მიაწოდეს მისთვის არასასურველი და ასაკის გათვალისიწინებით დაუშვებული სექსუალური შინაარსის ინფორმაცია; 3. ბავშვის საშუალებით მოხდა ბავშვთა ქორწინების რომანტიზება/ნორმალიზების ხელშემწყობი ქცევა; 4. შესაძლოა ბავშვი გახდეს ონლაინ და ოფლაინ პედოფილების სამიზნე; 5. შესაძლოა ბავშვი გახდეს ბულინგის სამიზნე
6. მსგავსი ქცევა არ ეხმარება ბავშვის ფსიქო-ემოციურ, კოგნიტურ და ფიზიკურ განვითარებას, უფრო აზიანებს მას.

ახლა რა უნდა მოხდეს, მნიშნელობა არ აქვს განზრახ თუ გაუფრთხილებლობით მოხდა ეს, შსს-მ, სოც სამსახურმა, მანდატურის სამსახურმა და სხვა დაკავშირებულმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი განცხადება აუხსნან და გააფრთხილონ მშობლები ამ რისკებზე და მოუწოდონ მასალის აღება დაუყოვნებლივ. ეს არის აუცილებელი პრევენციული ქცევა. თუ განმეორდება მსგავსი რამ უკვე უწყებების უშუალო ჩარევის საფუძველი გახდება.

გვახსოვდეს, ბავშვს ვაზიანებთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, შედეგეს არ ცვლის ამიტომ ყველა თანაბრად ყურადღებით უნდა იყოს.“

"პალიტრავიდეოსთან" შსს პრესსამსახურში გავრცელებულ კადრებზე შემდეგი სახის კომენტარი გაკეთდა.

„გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და მონაწილეობით“.




 ახალი ამბები
  • "გაგხევთ ნაკერავზე" _ გრიგოლ ვაშაძე უმრავლესობასრა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე-,ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. "ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ვინც სახლში ხართ, გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩა და იმასაც გართმევენ. გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ. ჩვენ იმ თათბირზე, სადაც ვიყავი, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღინისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია, შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, ყველა არის გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული - ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკო-ში. მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები - თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ. შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. თქვენ თვითონ არ გეცინებათ?!ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ისიც გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს. თქვენ თვითონ, აღარ გეცინებათ?! ოპოზიცია ერთად არის. ასეთი ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ,-განაცხადა ... ...
  • ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - დიმიტრი ხუნდაძე"ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, "კურიერის" პიორდაპირ ეთერში გააკეთა. ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სიკეთეში მაჟორიტარების დარწმუნება ვერ შეძლო. "მთავარია ქვეყნის სტაბილურობა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მთავარია, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური გარემო და სწორედ ეს არ აწყობთ, თქვენ ხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა აწყობილი. ბიძინა ივანიშვილს არ დაურღვევია თავისი პირობა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იყო უმრავლესობის შეხვედრის სამი რაუნდი, სადაც ლიდერიც და გუნდის დანარჩენი წევრებიც შეეცადნენ, რომ ჩვენი დამოკიდებულება შეეცვალათ, მაგრამ არა ხელების გადაგრეხვით, ან რაიმე მუქარით, არამედ შიდა გუნდური წესებით და ერთმანეთის პატივისცემით. ვერ მოხდა შეთანხმება, ამიტომ მოხდა გამოსავალი ამ თითქოსდა და გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელიც ლიდერმა გუნდთან ერთად მოძებნა, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა. არა ხელების გადაგრეხვა, არამედ პასუხისმგებლობა თითოეული დეპუტატის. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე, მაჟორიტარებმა აიღეს და ამას აქვს, რა თავისი პოზიტიური სიკეთე. თუნდაც ის, რომ თითოეულ რეგიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება. რაც პროპორციული სისტემით არ ეყოლებოდა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "კურიერის" ... ...
  • აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალესამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ქართული ოცნების 14 ნოემბერი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა" _ გიორგი კვირიკაშვილისაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინმისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. კვირიკაშვილის თქმით, ეს იყო  პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება. "ქართული ოცნების 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული ... ...
  • "ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში" _ ზვიად კვაჭანტირაძეამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ამ ადამიანებს ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ, _ ეს განცხადება ამ წუთებში დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. კვაჭანტირაძის თქმით, ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. "ამ დეპუტატებმა, რომლებმაც ე. წ. გმირობა გამოიჩინეს, ცხოვრებაში ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ეს დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო დეპუტატები იყვნენ ქართული ოცნების რიგებში. ამ ადამიანებმა თუ მოაწყვეს “აჯანყება”… ჩანს, რომ ეს იყო კონტროლირებადი ვითარება, მით უმეტეს, ის დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თავიდან ბოლომდე სუს-ის კონტროლირებადები არიან. მე ვფიქრობ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება განწირულია დამარცხებისათვის. ბატონო ბიძინა, 15 მაჟორიტარს თუ ვერ უვლით, ქვეყანას როგორ მოუვლით? განაცხადა აქციაზე მისულმა ზვიად ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?