დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ მოსამართლეს შორის - ვის საქმეებში ჩარევას ითხოვდა ახვლედიანი მამისეიშვილისგან

საზოგადოება

დაპირისპირება ყოფილ და მოქმედ მოსამართლეს შორის - ვის საქმეებში ჩარევას ითხოვდა ახვლედიანი მამისეიშვილისგან

7 ივნ. 2017, 14:04:31

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ქობულეთში, სასტუმრო „არმაზის“ მეპატრონის, გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს პასუხობს.

დავით მამისეიშვილი აცხადებს, რომ არა მარტო ართმელაძის საქმეზე, მამუკა ახვლედიანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სხვა საქმითაც ინტერესდებოდა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მამუკა ახვლედიანი აგრძელებს სიცრუისა და ცილისწამების გავრცელებას აწ გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის საქმესთან დაკავშირებით და ცდილობს მისი ტრაგიკული ბედი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის.

აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით აუცილებელია გავაკეთო ზოგიერთი დამატებითი განმარტება, რათა მიმდინარე მოვლენები და ახვლედიანის სამარცხვინო გამოხდომები, მისი ამორალური და უზნეო ქცევა გასაგები გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2015წლის ნოემბერში ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა. მომხდარი  შემზარავი ტრაგედიის გამორკვევის მიზნით გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა საკმარისი დასაბუებული ვარაუდის სტანდარტი პირის დაპატიმრების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. საკითხი ეხებოდა სამი არასრულწლოვანი მოზარდის დაწვის ფაქტს ზაზა ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში.

ზოგადად მამუკა ახვლედიანმა სასამართლო სისტემის მიმართ პირველი კრიტიკული განცხადება გააკეთა 2015 წლის 29-30 დეკემბერს -  ზაზა ართმელაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ და ეს კრიტიკა ამ კონკრეტულ საქმეს არ ეხებოდა.

უფრო მეტიც, ამ პერიოდიდან მოყოლებული 2017 წლის 4 ივნისამდე  მამუკა ახვლედიანი ამ საკითხზე არავითარ კომენტარს არ აკეთებდა და სავარაუდოდ დაივიწყა კიდეც. მხოლოდ ზაზა ართმელაძის  ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მან ჩათვალა, რომ შეეძლო ეს შემთხვევა გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ და წარმოეჩინა ისე, რომ თითქოს ხდებოდა მასზე ზეწოლა და ჩემს მიმართ დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია ყოველგვარი მორალური და ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე და აწ გარდაცვლილის სახელის გამოყენებით პირადი ინტერესების დაკმაყოფილება მოისურვა.

შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა მამუკა ახვლედიანის განცხადება თითქოსდა 2015 წლის ნოემბერში იგი დაპირისპირებული იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ბრალდებულის პატიმრობა მასზე ზემოქმედების მიზნით მოხდა, რადგან იმ დროს ბუნებაში არ არსებობდა მამუკა ახვლედიანის მხრიდან რაიმე კრიტიკა სასამართლოს სისტემის მიმართ და მე, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლე მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას თვენახევრით ადრე (როგორც ზემოთაღინიშნა მამუკა ახვლედიანმა 29-30 დეკემბერს გააკეთა პირველი კრიტიკული განცხადება სასამართლო სისტემის მიმართ) წინასწარ განმეჭვრიტა მისი უღირსი ქმედებების და უზნეო საქციელის ფართო დიაპაზონი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2015 წლის ნოემბერში ზაზა ართმელაძის დაკავების შემდეგ, მამუკა ახვლედიანი დამიკავშირდა როგორც კოლეგა და ახლობლურად მთხოვა ზაზა ართმელაძისათვის (რომელიც მისივე განმარტებით მეუღლის ნათესავი იყო და დააკავეს ახვლედიანის სახლიდან გამოსვლის შემდეგ), არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რაც  მე არ გავითვალისწინე, ვინაიდან საქმე ეხებოდა სამი ბავშვის სიკვდილს და საქმის კონკრეტული გარემოებები არ იძლეოდა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას.

სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მამუკა ახვლედიანი ინტერესდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმით, კერძოდ, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვამდე რამოდენიმე თვით ადრე ახვლედიანი ასევე დამიკავშირდა და სატელეფონო საუბრისას მთხოვა ბათუმში მოქმედი ორი  ბიზნესსუბიექტის დავაში ჩარევა, რაც მისთვის ასევე უშედეგოდ დასრულდა.

სავარაუდოდ, ამ ფაქტების გამო განაწყენებულმა ახვლედიანმა ხელი შეუწყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრების მხრიდან ჩემს მიმართ ორგანიზებული შეურაცხყოფისა და მუქარის განხორციელებას, რომლის აღკვეთა მას როგორც მაშინდელიიუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელს შეეძლო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა ორგანიზებული შეკრებისას წესრიგის დაცვას მამუკა ახვლედიანის დავალებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები უზრუნველყოფდნენ სკოლის პერიმეტრზე და რატომღაც მხოლოდ ეს დღე იყო გამონაკლისი, რაც მიუთითებს მამუკა ახვლედიანის ჩართულობას ჩემზე განხორიელებულ თავდასხმაში.

საგულისხმოა, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ  შეთხზული მეტად ჩახლართული ლეგენდა ლოგიკურ ახსნას ვერ პოულობს და იძულებულია გადავიდეს თავდასხმის  ყველაზე  უღირს ფორმებზე. უარყოფს რა ჩემთან სატელეფონო კავშირებს და თითქოს ემიჯნება ჩემზე გავრცელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას.ბატონი ახვლედიანი თანმიმდევრული ვერ არის და ერთგან ახსენებს, რომ ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრებს მან ურჩია აქცია არ გაემართათ ჩემს სახლთან, ანუ თვითონვე აღიარებს ზაზა ართმელაძის ოჯახის წევრებზე საკმაო გავლენის არსებობას და ამ საკითხით დაინტერესებას.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ გარდაცვლილი ადამიანით მანიპულირება საკუთარი არაჯანსაღი ინტერესების დასაცავად და სარგებლის მისაღებად წარმოადგენს უზნეობისა და უპრინციპობის  კლასიკურ შემთხვევას. დასანანია, როდესაც იგი  თავისი,  მართლაც სახედაკარგული მოქმედებებით უფრო და უფრო ღრმად ეფლობა სიყალბის ჭაობში“, _ აღნიშნულია დავით მამისეიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მტკიცებით, სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს, ზაზა ართმელაძეს აღკვეთ ღონისძიებად, პატიმრობა მასზე ზეწოლის მიზნით შეუფარდეს.

ახვლედიანმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S-ში განაცხადა, რომ ართმელაძე მისი მეგობარი და ახლობელი იყო. 

მისივე თქმით, ართმელაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც გაიგეს, რომ მისი ახლობელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ართმელაძე  29 მაისს დამწვარი სასტუროს ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე:

ე.წ. ხასანას სასტუმროს ერთ-ერთმა მფლობელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

წერილი, რომელიც სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ თვითმკვლელობამდე დაწერა _ "ძნელია ატანა"

ქობულეთში ე.წ.ხასანას სასტუმროში ხანძრის გამო დაკავებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?