"დავეხმარებით ისე, როგორც სხვა ოჯახებს მსგავს შემთხვევებში" _ რა კეთდება პატარავების ოჯახის დასახმარებლად


საზოგადოება

"დავეხმარებით ისე, როგორც სხვა ოჯახებს მსგავს შემთხვევებში" _ რა კეთდება პატარავების ოჯახის დასახმარებლად

27 ნოე. 2019, 19:42:18

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვან-ზომლეთში, ხანძარმა პატარავების საცხოვრებელი სახლი, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მთლიანად გაანადგურა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა პატარა პატარავების ფოტომ, ქსელის მომხმარებლები შეძრა.

საზოგადოება თანხმდება, რომ  ეს ის მომენტია, როდესაც სოციალურ ქსელში „ლაიქების და გულების წერით  საქმე არ გაკეთდება და მოქმედებაა საჭირო“.

ხალხმა ერთმანეთის გულისხმიერების იმედით, პატარების დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო.

„რა საყვარელი და სასაცილო ბიჭები არიან-მეთქი, _ გავიფიქრე, ეს ფოტო რომ დავინახე, თუმცა, ახლა ამ ორი პატარის გულში თურმე დიდი დარდია, გუშინ სახლი დაეწვათ და მხოლოდ ამ ტანისამოსის და ჩუსტების ამარად დარჩნილან! რა ვიცი, ისევ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ, ჩოხატაურში, სოფელ ვან-ზომლეთში გიორგი და საბა პატარავებს იქნებ ახალი წელი სიხარულით გავუთენოთ!!!

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ანგარიშზე: GE14LB0711130627699000 ან პირადი ნომრით 46001010177“,_ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

იმის გასარკვევად, თუ რით დაეხმარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია უსახლკაროდ დარჩენილ პატარავების ოჯახს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.

როგორც ირაკლი კუჭავა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, პატარავების ოჯახი გაზაფხულამდე ქირით იცხოვრებს, რის თანხასაც მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს,  გაზაფხულზე კი დაზარალებულებს სამშენებლო მასალას ან სამშენებლო მასალის შესაძენად თანხას გადასცემენ და აღნიშნავს, რომ მერიას არ აქვს პატარავების ოჯახისთვის სახლის მთლიანად აშენების საშუალება.

„შევხვდით და ვესაუბრეთ ოჯახის წარმომადგენელს. პატარავები ამ დროისთვის ქირით ცხოვრობენ, რასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია გადაიხდის. პირველადი ნივთების შესაძენად მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო დაფინანსება. მუნიციპალიტეტს გააჩნია შემდეგი მუხლი ბიუჯეტში, სოციალური პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების შესახებ. პატარავების ოჯახს საცხოვრებელ სახლს მთლიანად ვერ ავუშენებთ. მესმის, რომ ოჯახს აქვს სერიოზული პრობლემა, მაგრამ არსებობს ოჯახები, რომლებსაც, ასევე, ესაჭიროება სარეზერვო ფონდიდან დახმარება. შესაბამისად, დავეხმარებით ისე, როგორც სხვა ოჯახებს მსგავს შემთხვევებში ვეხმარებით. 

გაზაფხულზე მივცემთ ფინანსურ დახმარებას სამშენებლო მასალების შესაძენად, ეს შეიძლება იყოს 3 000, 4 000 ან 5 000 ლარი, რითაც ოჯახი გადაწყვეტს, რა მასალა შეიძინოს ან ჩვენ შევიძენთ ამ მასალებს ოჯახთან შეთანხმებით და გადავცემთ. ასე ვიქცეოდით და ასე ვიქცევით მთელი ამ წლების განმავლობაში.

არსებობს სოციალური სოლიდარობის მცნება და მათ შორის, ადამიანები, კომპანიები. ვცდილობთ ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა და ასეთი თანამშრომლობის არაერთი პრაქტიკა გვქონია. სხვა მხრივ, მუნიციპალიტეტი სახლს ვერ ააშენებს მთლიანად“,_ ამბობს კუჭავა.

კითხვაზე _ რადგან მერია ვერ ახერხებს ოჯახისთვის სახლის მთლიანად აშენებას, როგორ უნდა შეძლოს სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სახლის ასაშენებელი  სახსრების მოძიება _ კუჭავა ამბობს, რომ პასუხი უკვე გაგვცა.

„რა გიპასუხოთ მეტი? გითხარით მერია რასაც შეძლებს და გავიმეორო ის, რაც გითხარით?“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა.




 ახალი ამბები
  • ზურაბ ჯაფარიძე: "მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის"„გირჩი _ მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მზად არის რევოლუციისთვის, რომელიც იქნება უსისხლო და "ოცნების" ხელისუფლება ძალაუფლებას დათმობს. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ძალა, რადგან მმართველი გუნდი "ყველაფერზე წამსვლელია" _ ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში _ გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.  "მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებითა და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ, ზოგადად, კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე, კი რა თქმა უნდა", _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ  გადაცემის წამყვანის, თამარ ბაღაშვილის კითხვაზე, "ამ განცხადებისთვის შეიძლება თქვენც დაგიბარონ პროკურატურაში", ჯაფარიძემ კითხვის პასუხად თქვა, რომ "არაუშავს".   "უფ, არაუშავს. ხო მაგრამ სიმართლეა, მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით არ თმობენ ხელისუფლებას, ძალაუფლებას ეს ძალაუფლება წავართვა... რა პრობლემაა რევოლუციასთან. სისხლის არ ვღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ", _ ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. წყარო: ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს საქციელს უწონებსდღეს, ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ამ ფაქტს საქართველოს ყოფილის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა. „არ დათმო! ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციის წარმომადგენელს რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, (გაქოცდა) თავზე ნაგვის ყუთი დაახურეს! ირაკლი ჩავლეიშვილს მცდელობა ქონდა ტერიტორიას ტაქსით განრიდებოდა თუმცა ტაქსის მძღოლმა მგზავრობაზე ვარი განუცხადა და ავტომობილში დაჯდომის უფლება არ მისცა!“ _ წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე და პოსტს ღიმილიანი „სმაილიკით“ ... ...
  • თეა წულუკიანი: "როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევიდან ჭკუას გვასწავლი, უხერხულია" სტრასბურგში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მაშინდელი მთავარსარდლის ამ ბრძანების დედანი არ შეინახეს, ამიტომ მოიპოვეს დოკუმენტის ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. „10 აგვისტოს დილით ჯარი რა თქმა უნდა დაემორჩილა მთავარსარდალს. მთავარსარდლის ეს ბრძანება, დედანი არ შეინახეს, ალბათ ასე მოაწერა ხელი, თან არ ვიცი რაზე ფიქრობდა და მერე სადღაც გაიბნა თუ დაიკარგა. ეს ხომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა - რატომ? იმიტომ რომ ისინი ზედაპირულები იყვნენ და არა ის კორიფეები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, ამიტომ ჩვენ მოგვიწია, იმიტომ რომ სააკაშვილის ეს ბრძანება იყო ძალიან დიდი მტკიცებულება ჩემთვის, იმისათვის რომ რუსეთი რომელიც ამტკიცებდა, რომ შენ 10-ში კი არ შეწყვიტე ომი, არამედ შენ ომობდი 11-შიც, 12-შიც, ისკანდერი კი არ ჩამოვაგდე, მაგრამ გორში იმიტომ ვიყავი რომ შენ შენივე მოსახლეობას ებრძოდი და მე ვიცავდი, ამ დონის ცინიზმამდე ვიყავით, რომ რუსეთი გვიმტკიცებდა, რომ თქვენს მოსახლეობას მე ვიცავდი თქვენგანო. სტრასბურგშიც იმეორებდა და ეს გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი აცხადებს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ ქართველ სამოქალაქო პირებს მე ვიცავდიო, კი არ ვაწამებდიო. ამიტომ გვჭირდებოდა მთავარსარდლის ეს ბრძანება, რომ დოკუმენტურად დაგვემტკიცებინა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ. დედანს რომ ვეძებდით, ვწვალობდით, ამას სხვა სიტყვა არ ქვია, სააკაშვილს კი არ ვიცავდით, ჩვენ ვიცავდით ჩვენი ჯარის სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მაგრამ მათ რაკი თვითონ არ აქვთ არანაირი ღირსება, თორემ როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან ხომ გვაჭამა და მართლა გვაჭამა ეს სირცხვილი. როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ და შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი, ელემენტარულად, ეს ცოტა არ იყოს, უხერხულია. ამიტომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტი ოღონდ ასლი, რომელიც ინახებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ასლი თქვენ იცით არ არის მტკიცებულება და ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიყენეთ, საქმეს რომ აწარმოებ ყველა ხერხს მიმართავ, ამას ქვია საქმის დაცვის სტრატეგია და ტაქტიკა და ეს ასლი და პლიუს თვითონ სააკაშვილის ბრძანება. ალასანია იყენებდა ჩურკინთან პაექრობაში გაეროში და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავდეთ და ვთქვით, რომ ეს ასლი კი არის, მაგრამ ნამდვილად არსებობდა და ელჩი ალასანიას ვიდეო წარვადგინეთ, რომელიც ჩურკინს ამ ბრძანებას საყვედურობს და ეუბნება, რომ ჩვენ აღარ ვომობთ და რატომ აგრძლებ თავდასხმას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მტკიცებულების ისტორია, ასე იყო თითოეულ მტკიცებულებაზე“, _ იხსენებს თეა წულუკიანი. რაც შეეხება ისკანდერის თემას, წულუკიანის თქმით, ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. „თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ბრჭყალებში კორიფეები - დიდი ბურჯალიანები, დიდი გვარამიები და ასე შემდეგ, აგვისტოს ომი დასრულდა და ეს ისკანდერი, რომელიც რუსეთმა გორში ჩამოაგდო 12-ში გაიტანეს ქვეყნიდან. არც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, არც ის გაფორმდა, რომ ერთი ნაწილი გავიდა ქვეყნიდან და დანარჩენი რაც დარჩა აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევები სად შეინახეს. როცა კორიფე იურისტი ხარ, ელემენტარული თემაა, რომ ეს ნამსხვრევები ამოიღო, დაალაგო და შეინახო, ეს არაფერი გაკეთებული არ იყო. პროკურატურასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება ჩვენ მივმართავდით ყოფილ თანამშრომლებსაც, იმიტომ რომ ყოფილი თანამშრომლები იყვნენ სამშობლოს საჯარო მოხელეები, უბრალოდ ეხლა სხვაგან არიან, ისინიც კი გვეხმარებოდნენ და როგორღაც ერთ მშვენიერ დღეს გათენდა ბედნიერი დღე და გვითხრეს, რომ მე მგონი ისკანდერის ნამსხვრევები, რაც საქართველოში შემორჩა, რომელიღაც ანგარში დაყარეს ესე უპატრონოდ. აი, იმ კორიფეებმა რომელიც სააკაშვილი კიევიდან ენაწყლიანობდა და გუშინ გვარამია ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში. მათ სწორედ ეს ისკანდერები ასე დაყარეს, მაგრამ გარბოდნენ და დაყრიდნენ, აბა, რას იზამდნენ? მართლაც აღმოჩნდა, რომ ეს ისკანდერის ის ნამტვრევებია და ამით დავიწყეთ ჩვენ რუსეთის ცინიზმის გაბათილება სტრასბურგში, რომელიც ჩვენს მხარეს, იუსტიციის სამინისტროს, ასე ვიტყვი ნუ ეწყინებათ გოგო-ბიჭებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ამ საქმეს იქ იცავდნენ ეუბნებოდნენ, რომ ეს რაც თქვენ გაქვთ ეს ფოტოშოფია, ჩვენ ჰოლანდიელი ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზეც ვაპელირებდით და გვქონდა ჰოლანდიური დოკუმენტებიც, ისინი ამბობდნენ რომ ეს ყველაფერი თქვენ შეთანხმდით და ფოტოშოფია, დამონტაჟებულია _ ამას სჭირდებოდა გაბათილება, რა არ უნდა აბსურდულადაც ჟღერდეს, მაგრამ სჭირდებოდა გაბათილება“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, ამიტომ იყო სააკაშვილი ბრძანება 10 აგვისტოს გამომყავს ჯარი და შემდეგ ეს ისკანდერი, ეს იყო ჩვეულებრივი გამოცდა. „ამის შემდეგ ვეძებთ უკვე ისკანდერის იმ ნაწილს, რომელზეც სერია უნდა იყოს. დავით ბაქრაძეს ჩვენ ელჩს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი მადლობა ასევე, რომლებიც დაგვეხმარნენ მოლაპარაკების წარმოებაში და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხელშეწყობით მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ეს 800 კგ ტვირთი საქართველოში. ამით დაინგრა მთლიანად რუსეთის ეს ნარატივი, რომ ისკანდერი გორში არ ჩამოვარდნილა და იმ ნოტაში, რომელიც მოყვა ამ ჭურვს თან იმიტომ, რომ უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღება-ჩაბარება გავაფორმეთ, იქ წერია, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს გავიდა ქვეყნიდან, ამიტომ იმას ვერ იტყვიან, რომ გვქონდა და ვმალავდით. შესაბამისად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის სიმართლის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში და ეს ჯარისკაცებმა ძალიან კარგად იციან, ოფიცრებმა ყველამ, რაც არ უნდა იყოს მათი ჩინი, რომ ჩვენ ვიბრძოდით მათი სიმართლის სამტკიცებლად და იმის საჩვენებლად, რომ დიახ სოფრომაძე აწამეს და მოკლეს, ანწუხელიძე აწამეს და მოკლეს სწორედ რუსებმა და არა ასე ვთქვათ ვიღაც წარმონაქმნებმა თვითაღიარებულმა და ხუბულური, რომელსაც უძახეს მოღალატე ხარო, სამაგალითოდ დასაჯეს და წაართვეს სიცოცხლე და არაერთი სამხედრო ტყვე, რომელიც აწამეს იმ 33 მოწმეს შორის იყო რომელიც ჩავიდა და სტრასბურგში მოსამართლეებს აძლევდა ჩვენებას“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა. წყარო: ... ...
  • ნინო ლომჯარია: "არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება"დღეს, ქალაქ ბათუმში გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.  “გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ _ წერს ფეისბუქზე ნინო ... ...
  • “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“ _ თოვლის ქანდაკება ვაკიჯვარშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა მიხეილ თავბერიძემ თოვლისგან ათენას ქანდაკება გააკეთა. “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“, - გვითხრა მიხეილ თავბერიძემ. მიხეილ თავბერიძე მხატვარია. ის სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....