დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

საზოგადოება

დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა

2019 ოქტ 22 12:39:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა. 

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. (R)




 ახალი ამბები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...
  • პარლამენტის პიკეტირება ყოველ ორშაბათს - დემონსტრანტებმა ახალი სამოქმედო გეგმა დასახესრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო. ახალი გეგმის იდეა  ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის. "კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ. "ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები," - განმარტა გუგავამ. დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ ... ...
  • რა იგეგმება მომავალ კვირას თბილისშიმოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში დიდი შეკრება იგეგმება, ხოლო სამშაბათს სესიის ჩასაშლელი პიკეტი შედგება. “ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი. თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, _ თქვა დღეს გამართულ აქციაზე ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: გოცირიძე არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომს იქით ვერ მიდისსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა და მუშაობა გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღონ. მათ შორის, თალაკვაძემ დაასახელა მიწის რეგისტრაციის ინიციატივა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგების, ექიმების, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასის ზრდას და პენსიის მატებას. „პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს“, - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარეს მედიამ ჰკითხა აზრი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის ბოქლომის დადების აქცია-პერფორმანსზე: „ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის. როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა“. არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, პარლამენტის სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს და მომავალ კვირაში პლენარული სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდება. 18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?