დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობისთვის იყრის კენჭს

საზოგადოება

დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობისთვის იყრის კენჭს

2019 ივნ 11 12:51:05

საქართველოს ბანკის დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობისთვის იყრის კენჭს. წიკლაურის კანდიდატურას საბჭოში ასარჩევად პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ესაჭიროება.

ჯანდაცვის კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე წიკლაურმა საინვესტიციო საბჭოს მოვალეობების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საპენსიო ფონდში თანხის აკუმულირება მაღალი ალბათობით ქვეყანაში საფინანსო ბაზრის განვითარებას გაასწრებს, რის გამოც მაღალი ალბათობით პირველი ხუთი წლის განმავლობაში თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობის სახაზინო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებზე განთავსდება. 

"საპენსიო საბჭოს რაც შეეხება, ერთ-ერთი მთავარი რაც არის, არის საინვესტიციო გეგმის შემუშავება. ერთ-ერთი რაც არის მთლიანად გამორჩენილი, ეს არის რისკის კომპონენტი, რომელიც მგონი მთლიანად კანონში არის გამორჩენილი. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკას ველოსიპედს არ ვიგონებთ, აქ საჭიროა ისეთი პოლიტიკის დაწერა, რომ ფონდი იყოს დივერსიფიცირებული, რომ პირველივე ბაზრის ვარდნის შედეგად, არ მოხდეს 20-30%-ის ვაიბაუტი. არსებული კანონი საკმაოდ შეზღუდულია, პირველი 5 წელი თანხის 80%-ის განთავსება ხდება მხოლოდ Fixed Income ინსტრუმენტებში, ანუ სასესხო ობლიგაციებში, რომელიც ნაკლებ ვოლატილურია, მაგრამ იმდენი თანხის აკუმულირება ხდება ამ საპენსიო ფონდში, პირველი 5 წლის განმავლობაში, რომ საინვესტიციო ოფიცერს ვისაც ავირჩევთ, საკმაოდ თავის ტკივილი ექნება თანხების განთავსებებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ კუმულატიური თანხა ფონდში გაუსწრებს ბაზრის განვითარებას. დღეს რა ინსტრუმენტებიც არის ბაზარზე, არის მაგრამ ვითარდება საკმაოდ ნელი ტემპებით. იპოთეკურ სასესხო ობლიგაციებზე მუშაობს ახლა ეროვნული ბანკი, მაგრამ საბოლოო ჯამში არ უნდა გავუბრაზდეთ საინვესტიციო ოფიცერს თუ ამ თანხის დიდი ნაწილი მოხვდა ისევ სამთავრობო ფასიან ქაღალდებში და საბანკო ქეშ დეპოზიტებში,"- განაცხადა დავით წიკლაურმა.

დავით წიკლაურს აქვს საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში.

დავით წიკლაური მუშაობდა საქართველოს ბანკში (2017-2019) მთავარი ფინანსური ოფიცრის და მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობებზე, სადაც იგი ხელმძღვანელობდა მთელ რიგ მიმართულებებს, მათ შორის, საინვესტიციო-საბანკო, კაპიტალის ბაზრის, აქტივების და პასივების მართვის მიმართულებებს.

2014 – 2016 წლებში, ბატონი დავით წიკლაური იკავებდა თიბისი ბანკის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის თანამდებობას კორპორატიული საბანკო მიმართულებით. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული თიბისი ბანკის საინვესტიციო-საბანკო მიმართულების განვითარებაში და თიბისი კაპიტალის ჩამოყალიბებაში და რამოდენიმე წარმატებულ ტრანზაქციაში ამავე მიმართულებით.

საქართველოში დაბრუნებამდე (2008-2014), დავით წიკლაური მუშაობდა Deutsche Bank -ის ლონდონის ოფისში, თავიდან თანამშრომლის რანგში კაპიტალის ბაზრის საკრედიტო ინსტრუმენტების მიმართულებით, ხოლო შემდგომ, ვიცე-პრეზიდენტის რანგში კაპიტალის ბაზრის და სახაზინო პროდუქტების მიმართულებით.

დავით წიკლაურს მიღებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები სატელეკომუნიკაციო საინჟინრო მიმართულებით და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლიდან, 2008 წელს.

დავით წიკლაური სხვადასხვა დროს საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს  და ბელორუსის სახალხო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. (R)




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს(R)საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილ. დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებისა, როგორიც ტურიზმია, რადგან მიგვაჩნია, რომ ტურიზმის სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ... ...
  • გადადგეს გახარია! - ავტომობილებით მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიწყო. საგამოძიებო უწყებისკენ ავტოკოლონა ,,რესპურბლიკის მოედნიდან" მიემართება. აქციის მონაწილეები  შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.  შსს-სთან რამდენიმე წუთით გაჩერდებიან და საყვირების დახმარებით დააფიქსირებენ პროტესტს. გიორგი გახარიას გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რასაც პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა ითხოვს. ისინი სისხლიანი ღამის გამო მოძალადეების დასჯას და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.  ... ...
  • რას „შეეწირა“ სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი და იცის თუ არა ეს მინისტრმაახლახან,  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „გურია ნიუსთან“ საუბარისას შეწირულმა თქვა, რომ საკუთარი სურვილით წავიდა. საზოგადოებაში კი მუდამ, ასეთი დანიშვნა-გათავისუფლებების დროს ისმის კითხვები _   „თუ კარგი იყო, ასე უცებ რატომ ატოვებინებენ თანამდებობას? თუ ცუდი იყო და რაიმე დააშავა, პასუხისმგებლობას რატომ არ აკისრებენ?“ საკადრო პოლიტიკას თავისი დაუწერელი კანონებიც ახლავს, თუმცა, საქართველოს მაგალითზე, ძირითადად, ეს არის,  კლანური ჭიდილის  გამოძახილი ან  შეუგუებლობა  ინდივიდთან, რომელიც თამაშის წესებს არ ემორჩილება, არ „ისვრება“. რა მოხდა კონკრეტულ   შემთხვევაში,  რამაც საზოგადოების საკმაო დაინტერესება გამოიწვია და დღეს ოზურგეთში აქტიურად სვამენ კითხვას _ ხომ არ ეხება ეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებას და ზოგადად, „ფაროსანას პროგრამას?“ გავრცელებული აზრი, რომ რაკი საქართველოში 53 მილიონი იყო გასულ წელს  გამოყოფილი ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის,  შეწირული ან წესიერია და შეეწირა მაფიოზურ ორომტრიალს ან კორუფციაში ჩაეფლო და დაატოვებინეს თანამდებობა. თუ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ მინიშნება მაინც უნდა ყოფილიყო, _ ამბობენ აქ. სეს-ის  გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი ნინო შეწირული გასული წლიდან „ფაროსანას პროგრამასაც“ ხელმძღვანელობდა. ამ გაზაფხულზე კი  ის პროგრამიდან „ჩახსნეს“. პროგრამის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ანუ სურსათის ეროვნული სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსის მოადგილედ დანიშნეს გოჩა ჯობავა. ის სხვა რეგიონიდან ჩამოყვანილი კადრია.  ვიდრე ჯობავასა და შესაწამლი მანქანების მძღოლების დაპირისპირების შესახებ ვისაუბრებდეთ, რაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეწირულის გათავისუფლების მიზეზი გახდა, ცოტა ადრიდან უნდა დავიწყოთ. გასულ წელს „ფაროსანას“ პროგრამა სეს-ის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული ხელმძღვანელობდა.  რეგიონში თბილისიდან გამოგზავნილი იყო სამი პირი: თემურ გაბრიჩიძე, თემურ ცქიტიშვილი და გიორგი მირზიკაშვილი და თითოეული,  გურიის სამი  მუნიციპალიტეტის თითოეული  ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა.  როცა ფაროსანას საწინაღმდეგო შეწამვლა დაიწყო,  პირველი და მეორე შეწამვლის შემდეგ, საზოგადოებაში  მკვეთრი უკმაყოფილება იყო და ღიად საუბრობდნენ, რომ  ცხელი ნისლის  შესხურებამ  ხალხს  ბაღ-ბოსტანი უფრო გაუნადგურა, ვიდრე ფაროსანამ. მეორე და მესამე წამლობა კი ბევრად უკეთესი და შედეგიანი გამოდგა.  „გურია ნიუსი“, ხშირად აშუქებდა ბრძოლის ღონისძიებებს, ხალხის შენიშვნებზე ვცდილობდით, სპეციალისტთა ყურადღების მიპყრობას.  გასულ წელს ხალხში ღიად იყო  გავრცელებული  ინფორმაცია, რომ ხდებოდა შესაწამლ პრეპარატ  „დეციზის“  და დიზელის საწვავის „მოტეხვა“. „გაგვიფუჭეს  ყველაფერი, წყალში  ურევენ ცოტა „სალიარკას“,   წამალს კიდევ უფრო ცოტას და რის ხარისხი ექნება წამლობას?“ _ მუდმივად ისმოდა ხალხში. თუმცა, ამ ყველაფერს, ძირითადად, ხალხის გაღიზიანებას მიაწერდნენ.  ჩვენი წყაროს ცნობით,  ერთგვარი „ჩეპე“, რაც მაშინ  შეწირულის ყურს მიწვდა,  იყო დიზელის საწვავის  გადამალვა, ე.წ. „მოტეხვა“.  ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია  პრეპარატი  „დეციზბლუს“ გადამალვის შესახებ, რომლის ერთი ლიტრის  ღირებულება 75 ლარია.  სწორედ ამის გამო წუხდა ხალხი, რომ შეწამვლა უხარისხო იყო და მხოლოდ ბაღჩეულს თუ ხეხილოვნებს აფუჭებდა.    როცა ჩვენ ვაზუსტებდით ინფორმაციას, რომ შეზავების პროცესში ხომ არ ხდებოდა როგორც წამლის, ისე დიზელის საწვავის მითვისება და ხსნარში წყალის მეტი რაოდენობით შერევა, ანუ რაზეც ხალხში საუბრობდნენ,  ისმოდა პასუხები, რომ  შესაწამლი სპეციალური აგრეგატი ვერ იმუშავებდა, ასევე სპეციალური დოზებით შეზავებული ხსნარის გარეშე და „დაასტუკებდა“. არადა,  როგორც შემდეგ გავიგეთ, ეს აგრეგატი თურმე ჩვეულებრივ წყალსაც  კარგად ასხურებს  სივრცეში. ხმაური მალე მიწყნარდა.  გაბრიჩიძე, ცქიტიშვილი და მირზიკაშვლი დედაქალაქში დააბრუნეს. შემდეგ კი გაბრიჩიძე სეს-ის რეაგირების ჯგუფის უფროსად დანიშნეს. ცქიტიშვილი სპეციალისტად მიავლინეს, მირზიკაშვილი კი სახლში გაუშვეს.  ჩვენი წყაროსავე ცნობით, შეწირულის ძალისხმევით, მაშინ სეს-მა აუდიტი მოავლინა გურიაში, დაკითხეს მძღოლები და  15-დან ხუთი მძღოლი გაათავისუფლეს. მაშინ ამაზე ხუმრობდნენ კიდეც გურიაში _ ვინც აღიარა დიზელის მოპარვა,  დატოვეს სამსახურში, ვინც არა _ გააგდეს და ნეტა, ყველა ერთად მოპარვას როგორ გაბედავდა თუ ხელმძღვანელი არ იქნებოდა წილშიო? თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოოდ ჭორს უწოდებდნენ და მაგალითად მოჰყავდათ გაბრიჩიძის დაწინაურების ფაქტი,  ჯგუფის  ხელმძღვანელებს რომ ასეთი რამ ჩაედინათ, როგორ დააწინურებდნენო? როგორც ჩვენი წყარო მაშინ გვეუბნებოდა,  გათავისუფლებულმა  ხუთეულმა არ აღიარა „ჩალიჩი“ და სახლში გაუშვეს.  მთავარი კი, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვა,  იყო ის,  რომ მეორე და მესამე შეწამვლის შემდეგ გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიება აღმოჩნდა შედეგიანი და ხალხის კმაყოფილებაც გაცილებით დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „გურია ნიუსი“ მაშინ ფლობდა სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციას, რაკი საქმე გამოსწორებისკენ წავიდა და შედეგი გაუმჯობესდა, ამასთანვე კონკრეტული პირები ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებდნენ,  ჩვენც არ  ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, ხალხი უარესად გაგვეღიზიანებინა. გაზაფხულზე, როცა შეწირული „ფაროსანას პროგრამას“ ჩამოაშორეს, ხოლო მობილური ჯგუფის რეაგირების უფროსის მოადგილედ გოჩა ჯობავა დაინიშნა, მძღოლები, რომლებიც სამი მუნიციპალიტეტიდან დილაადრიან ჩამოდიოდნენ  და თავს იყრიდნენ სოფელ მერიის მექანიზაციის ცენტრში, სადაც შესაწამლი მანქანების დისლოკაციის ადგილია, გავრცელებული ინფორმაციით, ჯობავასა და მძღოლებს შორის მუდმივად იყო კონფლიქტი, რაც ეხებოდა  დილით ძალიან ადრე მოსვლის ბრძანებასა  თუ  ელემენტარული პირობების მოწესრიგებას. მათ სჭირდებოდათ წყალი,  სამექანიზაციო ცენტრის ეზოში სკამები, რომ მუდმივად ფეხზე არ მდგარიყვნენ ღონისძიებაზე გასვლამდე. ჩვენი წყაროს ცნობით, გაბრაზებული მძღოლები მაშინ გურიის გუბერნატორთანაც მივიდნენ და ელემენტარული პირობების უქონლობაზე ესაუბრნენ.  პარალელურად, ჩვენი წყარო გვარწმუნებდა, რომ მექანიზაციის ცენტრში, ჯობავასა და შეწირულის კამათს და უკმაყოფილო საუბარს, რაც მძღოლების საქმეს ეხებოდა, ათი ადამიანი მაინც ისმენდა ყოველდღე.  თუმცა,  მაშინ ჩვენ ეს  ნინო შეწირულმა არ დაგვიდასტურა და საუბრისგანაც თავი შეიკავა.  ასევე, თავი შეიკავა შეწირულმა ჩვენთან საუბარში კიდევ ერთი ინფორმაციის ირგვლივ _ დასვა თუ არა მან წელს საკითხი, რომ ფაროსანას ინტენსიური შეწამვლა ამ სეზონზე  საჭირო არ არის, რადგან მავნებელი წელს ისე მასობრივად აღარ არის, როგორც შარშან იყო.  თუმცა, მავანთ მაინც ხელს აძლევს კვლავ ადრინდელი ინტენსივობით მოხდეს შეწამვლა. გავრცელებული ხმები  და ეჭვი იმის თაობაზე, რომ ძვირადღირებული დეციზბლუ და შეასხურებენ, რასაც ხარისხი არ აქვს, მცენარის ფოთლებს კი წვავს და აჭკნობს. ამიტომ ხშირად ისმის: „წელს სოფელში არ შემოვუშვებთ მაგათ“,  „ეზოსთან არ გავატარებთ“, „შუკებში არ დაგინახოთ“ და ასე შემდეგ. ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია მექანიზაციის ცენტრში მანქანების ავზების დაკაწვრის შესახებ, როცა პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, მოპარული არაფერი იყო და რა იყო ამ მავნებლური ქმედების მიზეზი,  ბოლომდე ვერავინ გაარკვია.  „გურია ნიუსი“ მძღოლების საქმესთან დაკავშირებით გოჩა ჯობავას ესაუბრა. კითხვაზე _ რატომ ჰქონდათ მასთან კომუნიკაციის პრობლემა და ბოლოდროინდელი მოვლენები: შეწირულის წასვლა, გურიის გუბერნატორთან მძღოლების ვიზიტი, რა კავშირში იყო მასთან? _ ჯობავამ ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა. _ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერაფერზე გიპასუხებთ. ყველანაირ ინფორმაციას  მოიპოვებთ ვებგვერდზე ან მიმართეთ  სამინისტროს პრესსამსახურს. _ მძღოლებთან თქვენი დაპირისპირების ამბავი ვებგვერდზე წერია? ან პრესსამსახურში გვეტყვიან? თქვენსა და შეწირულს შორის მომხდარ კონფლიქტზეც? _ ბოდიშს გიხდით, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი, შედით ინტერნეტში და ნახავთ, რა ხდება. (?) _ და მაინც, მოხდა თუ არა თქვენსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება ელემენტარული პირობების გაუმჯობესების გამო, რაც შეეხებოდა წყალს, სკამების დადგმას, რომ დროებით  ჩამომსხდარიყვნენ. _ უბრალოდ, სასაცილოა. მე ვინმეს წყალი არ დავალევინე? მათრახიც ხომ არ მეკავა. _თუ ხართ ადგილზე, რომ მოვიდე? _რა ვიცი, დღეს შესაძლოა,  არ ვიყო, ხვალ კი ვიყო ჯვარცხმაში, ზეგ _ თხინვალში. ჩვენ, გურულები მაგრები ვართ.. _ თქვენ გურული ხართ? _მე აჭისწყალელიც ვარ, თხინვალელიც ვარ... ისე, მე, პირადად, ჩემზე შემიძლია გესაუბროთ, სად დავიბადე, ვინ ვარ... _ გვესაუბრეთ... _თბილისში დავიბადე, 1976 წელს. დავამთავრე 85-ე სკოლა. მერე საფრანგეთში  დავამთავრე  უნივერსიტეტი და ახლა ვარ აქ... დიდი ბოდიში... ისწავლეთ, იმუშავეთ ბევრი, ბევრი იმუშავეთ და იმუშავეთ ბევრი... (?) ჩვენ, ალბათ, გავიცნობთ ერთმანეთს, _ გვითხრა ჯობავამ. „გურია ნიუსი“  გურიის მხარის გუბერნატორს ესაუბრა სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში  მიმდინარე პროცესების შესახებ და ჰკითხა, ასევე, ნამდვილად იყვნენ თუ არა მასთან უკმაყოფილო მძღოლები. _ მძღოლები ნამდვილად იყვნენ ჩემთან. ისინი ითხოვდნენ  ყოფითი პრობლემის მოგვარებას. ეს შეეხებოდა წყალს, ადგილზე სკამების დადგმას. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ისინი გუშინაც იყვნენ ჩემთან. რაც შეეხება ნინო შეწირულს, ის ძალიან კარგი გოგოა, კარგი ხელმძღვანელია და კარგად მუშაობდა.  მისი გათავისუფლების ამბავი ეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. როგორც ვიცი, მან თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. _ბატონო ზურაბ, თუ კარგია, კარგად მუშაობდა, რატომ ხდება ასე, რომ ერთ დღესაც მიდის ხელმძღვანელი, უხდიან მადლობას და ვითომც არაფერი მომხდარა... თან ახლა, როცა ფაროსანასთან  ბრძოლის აქტიური პერიოდია... _ ამაზე  სეს-ში გიპასუხებენ, ალბათ. ვფიქრობ, ნინო შეწირული, თავის სფეროში გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სეს-ის აუდიტის სამსახურის უფროსი,  დავით ბეჟაშვილი გურიის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ მედიასთან იკონტაქტებდნენ. როგორც წყარო ამბობს, ის იმის გამო განაწყენდა, რომ რეგიონულ სამმართველოში შემოსვლისთანავე ახალი უფროსი და მისი მხლებლები კედელზე გაკრულ დიპლომს ეჯაჯგუნებოდნენ ჩამოსაღებად (რაც მათგან შეუმჩნევლად, პირადად დავინახე. ავტ.). ჩვენ გვსურდა ამის შესახებ, აგრეთვე, მძღოლების და მანქანების შესახებაც გვეკითხა ბეჟაშვილისთვის, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ერთხელ არ უპასუხა.  შემდეგ სმს შეტყობინებაც გავუგზავნეთ, რაც, ასევე, უპასუხოდ დატოვა. როცა კვლავ ვცადეთ დაკავშირება, გვითხრა, სხვაგან  მოხვდითო და ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენ ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს დავუკავშირდით, რადგან ის ახლა, როგორც პრესსამსახურში, ქალბატონმა თეა შველიძემ  გვითხრა, საზღვარგარეთ იმყოფება,  რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მისივე თქმით,  ყველა კითხვაზე გვიპასუხებს. ჩვენ ვესაუბრეთ თეა შველიძეს ყველა იმ  თემაზე, რაზეც დღევანდელ სტატიაში ვსაუბრობთ.  თუმცა, როგორც ჯობავამ გადაგვამისამართა, შველიძემ მძღოლების საკითხზე არაფერი იცოდა. _ რაც შეეხება გურიის რეგიონულ სამსახურში განვითარებულ მოვლენებს, ნინო შეწირულის გათავისუფლებას, ფაროსანას პროგრამიდან მის ჩამოშორებას და იქ არსებულ შიდა პრობლემებს, რაზეც ახლა მესაუბრებით,  არაფერი ვიცი და ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. თუ რაიმე კანონდარღვევას და დანაშაულს აქვს ადგილი, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. ჩემი კომპეტენცია ეს არ არის. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა რაოდენობის ფართობი შეიწამლა, როგორ მიმდინარეობს ფაროსანას ბრძოლის ღონისძიებები... კითხვაზე, შესთავაზა თუ არა ზურაბ ჩეკურიშვილმა სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობა ყოფილ უფროსს, კახა თავბერიძეს,  რომელიც აქ ნინო შეწირულის მოსვლამდე მუშაობდა და ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, შველიძემ გვითხრა, რომ პირველად ესმის. _ მე არაფერი ვიცი, პირველად მესმის ამის შესახებ. რა მანძილი და მსგავსებაა ცნობილ  „ტრაქტორების საქმესა“  და  მანქანების და მძღოლების საქმეს შორის? მით უფრო, როცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ათ წელზე მეტია, იგივე ხალხი მუშაობს სფეროში ან მის სიახლოვეს.  რატომ დააწინაურეს  პირი, რომლის ჯგუფის უფროსად მუშაობისას აუდიტმა მისივე ქვემდებარე თანამშრომლების მიერ  სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა. რას შეეწირა  სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსის  ნინო შეწირულის თანამდებობა და  იცის თუ არა ყოველივე ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა? _ „გურია ნიუსი“ თემის ირგვლივ მუშაობას განაგრძობს და მასალას მკითხველს მალე ... ...
  • ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, 24 ივნისის ბრიფინგს ეხმაურება, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე, თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები 0%-იანი ბარიერითა და პროპორციული სისტემით ჩატარდება.  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ამას დათანხმდება, ან აბსოლუტურად სულელია, ან ივანიშვილის მიერ მოსყიდული.  "ივანიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით. ე.ი. ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე, რისთვის? იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად, დღეს დააანონსა დაპატიმრებები, ყველასთან "გააიასნოს" სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020-ში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად. ერთი რამ სრულიად ნათელია - ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,"- ამბობს ... ...
  • ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში - ოქრუაშვილი%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში - ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.  ოქრუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ძალაუფლება ე.წ. ჯიბის პარტიების ყიდვით შეინარჩუნოს.  "ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას და ამ განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ კრიზისი მე მეეჭვება რომ განიმუხტოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ეს თავისთავად კარგი მიღწევაა, მაგრამ 0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მერე ისინი იყიდოს და ასე შეინარჩუნოს ძალაუფლება,"-განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...